среда, 1 августа 2018 г.

სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის გახსნის ცერემონიალი


დღეს, 2018 წლის 1 აგვისტოს, შუადღის 12 საათზე, მრავალეროვნული სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2018"-ის გახსნის ცერემონიალი დაიწყო. აღნიშნული სწავლება დღეიდან 15 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება. მასში ნატოს წევრი და პარტნიორი 13 ქვეყანა იღებს მონაწილეობას: საქართველო (1300 სამხედრო მოსამსახურე), აშშ (1170 სამხედრო მოსამსახურე), დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესტონეთი, საფრანგეთი, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი და სომხეთი (ყველა ერთად 500-ის ფარგლებში).

აშშ-ს ეროვნული გვარდიის UH-60 და ქართული არმიის მოდერნიზირებული Т-72АВ

„ღირსეული პარტნიორი 2018“ საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ლიდერობით ხორციელდება. მრავალეროვნულ წვრთნებს სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი შავლეგო ტაბატაძე ხელმძღვანელობს. „ღირსეული პარტნიორი 2018“ კიდევ უფრო ფართომასშტაბიანია და მასში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იღებს მონაწილეობას. შარშანდელთან შედარებით ასევე გაზრდილია სწავლებაში მონაწილე ამერიკის შეერთებული შტატების ავიაციისა და გერმანული ჯავშანტექნიკის რაოდენობაც.
სწავლებაში ჩართული იქნება შემდეგი სახის ტექნიკა:
  • ქართული არმიის 14 ცალი БМП-2-ის ტიპის ქსმ
  • ქართული არმიის 5 ცალი Т-72 ტიპის ტანკი
  • აშშ-ს არმიის 12 ცალი M2A3 Bradley-ს ტიპის ქსმ
  • აშშ-ს არმიის 5 ცალი M1A2 SEP v.2 Abrams-ის ტიპის ტანკი
  • აშშ-ს ეროვნული გვარდიის 171-ე საავიაციო პოლკის 5 ცალი UH-60 ტიპის სატრანსპორტო ვერტმფრენი
  • აშშ-ს ეროვნული გვარდიის მე-12 საიერიშო საავიაციო ბრიგადის 4 ცალი AH-64D ტიპის მოიერიშე ვერტმფრენი
  • აშშ-ს არმიის საველე არტილერიის M777A1 ტიპის, 155 მილიმეტრიანი, ბჰუქსირებადი ჰაუბიცები
  • გერმანული არმიის Dingo 2-ის ტიპის ჯავშანმანქანები
  • გერმანული არმიის Marder 1A4ტიპის ქსმ-ები
  • გერმანული არმიის Fuchs 1A8 ტიპის, 6x6 სავალი ფორმულის მქონე ჯტრ
  • სწავლებაში ასევე გამოყენებული იქნება,  როგორც ქართული, ასევე ამერიკული არმიის კუთვნილი, სხვადასხვა დანიშნულების სატვირთოები და მსუბუქი ჯავშანტექნიკა.


გახსნის ცერემონიალზე წარმოდგენილი ჯავშანტექნიკა და საარტილერიო სისტემები
 

აშშ-ს ეროვნული გვარდიის UH-60-ები


 ცეცხლსასროლი იარაღი

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, სიტყვით მიმართავს სამხედროებს და დამსწრე საზოგადოებას

სწავლებაზე წარმოდგენილი ქვედანაყოფები 
 

Комментариев нет:

Отправить комментарий