Tuesday, August 14, 2018

უკრაინაში ტანკ Т-72АМТ-ს გამოცდები მიმდინარეობს




უკრაინის ერთ-ერთ პოლიგონზე, Т-72-ის ღრმა მოდერნიზაციის, ტანკ Т-72АМТ-ს, გამოცდები მიმდინარეობს. პროექტი კიევის ჯავშანსატანკო ქარხნისა და თავდაცვის სამინისტროს მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა. მოდერენიზაცია ყველა შემადგენელ ნაწილს შეეხო - დაცვას, მიბილურობას, საცეცხლე შესაძლებლობებს, სამეთაურო მართვას.


ტანკმა შემდეგი გაუმჯობესებები განიცადა: აღიჭურვა მე3 თაობის ელექტრო-ოპტიკური გარდამქმნელიანი ღამის ხედვის ხესაწყოთი, მართვადი რაკეტა "Комбат"-ის მართვის შესაძლებლობის მქონე ღამის სამიზნე 1К13-ით, ძრავა В-46-ის ნაცლად დაყენდა В-84-1, მიიღო ახალი დინამიკური დაცვა, რადიოსადგური Aselsan, სანავიგაციო სისტემა СН-3003 "Базальт"; Т-80-ის მ სგავსი წამყვანი თავალი, მუხლუხო და ასაწევი ფარი. ეს და სხვა სიახლეები ინფოგრაფიკაზეა ასახული. ხოლო ვიდეოზე Т-72АМТ-ს გამოცდების ერთ-ერთი საინტერესო მომენტია ასახული - მართვადი რაკეტის საცეცხლე გამოცდები. ადრე ამ ტანკს ასეთი შესაძლებლობა არ გააჩნდა.


ინფოგრაფიკა (გადიდებადი)

საინტერესო ისაა რომ, გამოცდებს პოლონელები ესწრებოდნენ. როგორც ცნობილია პოლონელებმა საკუთარი Т-72-ების მოდერნიზაცია გადაწყვიტეს. მათი სტრატეგიული გეგმების თანახმად ამ ტანკებით ტერდაცვის ბრიგადები უნდა აღიჭურვოს. არაა გაამორიცხული მათ ეს პროექტი უკრაინელებთან თანამშრომლობით განახორციელონ.

No comments:

Post a Comment