აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსი, HIMARS-ის ტიპის ზეზსუსტი სარაკეტო დანადგარის გამოყენების ინოვაციურ ხერხებსზე ატარებს ექსპერიმენტებს. სწორედ ამ ექსპერიმენტების ფარგლებში მათ კიდევ ერთ წარმატებას მიაღწიეს, როგორც ავიაციის მეთაურის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი რუდდერი ამბობს, F-35B-ემ, Data Link-ის გამოყენებით, HIMARS-ის რაკეტას მისცა მიზანჩვენება. ავიაციის ისტორიაში, გამანადგურებლის ამ მიზნით გამოყენების ეს პირველი შემთხვევაა.
"ჩვენ მოვახერხეთ F-35-ისა და HIMARS-ის დაკავშირება და მისი წყალობით კონკრეტულ კვადრატში სამიზნეზე გასვლა" - ამის შესახებ გენერალმა რუდდერმა, ხუთშაბათს, "საერთაშორისო სტრატეგიული კვლევების ცენტრში" (Center for Strategic & International Studies - CSIS) ავიაციის მზადყოფნის დისკუსიაზე განაცხადა.
რუდდერის განცხადების თანახმად, ეს ოპერაცია Data Link-ის საშუალებით განხორციელდა. F-35B-ემ, თავისი სენსორების გამოყენებით, აღმოაჩინა სამიზნე, მის შესახებ ინფორმაცია Data Link-ის საშუალებით გადასცა HIMARS-ის, რომელმაც თავის მხრივ ცეცხლი გახსნა აღმოჩენილი სამიზნის მიმართულებით.
მისივე თქმით, ეს ისტორიული გასროლა საზღვაო ქვეითთთა კორპუსის "შეიარაღებისა და ტაქტიკის" ბოლო სწავლებაზე, არიზონას შტატში მდებარე იუმას სასროლეთზე განხორციელდა.
წყარო:
No comments:
Post a Comment