понедельник, 30 сентября 2019 г.

ჰუსიტების მორიგი წარმატება - განადგურებული 3 საუდური ბრიგადა

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................


იემენის არმიის სარდლობისა და სახალხო კომიტეტების მთავრობის 28 სექტემბრის განცხადების თანახმად, მათ ბოლო თვეებში მსხვილი სამხედრო ოპრეციის მსვლელობისას რამდენიმე ათასი საუდელი ჯარისკაცი და ოფიცერი ჩაიგდეს ტყვედ. როგორც ცნობილია ჰუსიტებმა იემენისა და საუდის არაბეთის სამხრეთ პროვინციი, ნაჯარანის, საზღვართან ფართომაშტაბიანი იერიში განახორციელეს, რომლის დროსაც მოწინააღმდეგის სამი ბრიგადა იქნა განადგურებული, მათ შორის დაქირავებულები და საუდის არაბეთის სამხედროები. განცხადების ტანახმად განადგურებული და ხელში ჩაგდებული იქნა ასობით სამხედრო ტექნიკა, მოკლული იქნა ასობით და დატყვევებული ათასობით სამხედრო მოსამსახურე.

და როგორც გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, ჰუსიტებმა სერიოზული ქაოსი მოუწყვეს საუდელებს და მათ მოკავშირეებს. ფოტოებზე ასახულია დიდი რაოდენობით ტექნიკა - შეიარაღებული ჯიპები, LAV-25-ის ტიპის ჯტრ-ები, საზენიტო საარტილერიო დანადგარები M163 Vulcan-ები და სხვა აუარება ჯავშანმანქანა, ტყვიაწამალი და შეიარაღება.



Комментариев нет:

Отправить комментарий