Wednesday, October 30, 2019

გერმანული Leopard-2-ის ისტორია დასაწყისიდან დღემდე (მცირე მიმოხილვა)

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

ინდონეზიის მოდერნიზირებული  Leopard 2 Revolution (Leopard-2A4)

თავდაპირველად ბუნდესვერის გეგმებში Leopard 2-ის შეძენა საერთოდ არ შედიოდა. გერმანიის არმიაში M47-ის Leopard-1-ით, ხოლო M48-ის KPz70-ით შეცვლას გეგმავდნენ.

1969 წელს პროექტ KPz70-ის (ამერიკულად MBT70) ჩავარდნის შემდეგ სასწრაფოდ საჭირო გახდა M48-ის შემცვლელი მოძებნა. ათვლის წერტილად KPz70-ის კონცეპცია და პროტოტიბები აიღეს. რამდენიმე კოცეპტუალური კვლევის ჩატარების შემდეგ, რომლებიც ორივე ტანკის თავისებურებებს მოიცავდა, 1970 წლის შუაში გადაწყვიტეს შეექმნათ ეროვნული ტანკი, რომელიც აღჭურვილი იქნებოდა გლუვლულიანი ქვემეხით (105/120 მმ), ეყოლებოდა ეკიპაჟის 4 წევრი, საიდანაც მძღოლ მექანიკოსის კორპუსში უნდა ყოფილიყო განთავსებული, ხოლო დანარჩენი სამი კოშკურაში.

პირველი საცდელი ნიმუშების შემუშავებასა და შექმნაზე სულ ორი წელი იქნა დახარჯული. ასეთ მცირე დროში პროტოტიპის შექმნა KPz70-ში გამოყენებული ტექნოლოგიებისა და გამოცდილების გამოყენების წყალობით მოხდა (კორპუსის დიზაინი, მიზნობრივი და საკონტროლო აღჭურვილობა, ძრავა და სავალი ნაწილი). ამ საბაზისო კონფიგურაციით გამოშვებული იქნა 16 შასი და 17 კოშკურა.

20 მილიმეტრიანი ავტომატური ქვემეხ МК 20-ით და ინფრაწითელი/ხილვადი შუქის ღამის ხედვისთვის განკუთვნილი აკეცვადი პროჟექტორით აღჭურვილი პირველი თაობის პროტოტიპი (1968 წელი). გამოცდებზე მეტი ინფორმაციის მიღების მიზნით საცდელი პროტოტიპები მსხვადასხვანაირად იყო აღჭურვილი

პირველი თაობის პროტოტიპები ძირითადად საბრძოლო მახასიათებლების სამი კრიტერიუმის (საცეცხლე ძალა/ამძრაობა/დაცვა) ზრდის დაბალანსირებულ ფილოსოფიას მიყვებოდნენ. კონცეპციის რადიკალური გადახევდა მაშნდელი თავდაცვის მინისტრის, გეორგ ლიბერის (Georg Leber), გადაწყვეტილებით მოხდა და მახასიათებლების მთელი ეს მკვეთრი ზრდა 1976/66 წლებში აშშ-ი, მაშინ ჯერ კიდევ შექმნის პროცესში მყოფ, XM-1-თან ერთობლივი კონკურსის მკაცრ პირობებთან შესაბამისობაში მოსაყვანად განხორციელდა. გერმანელებმა აშშ-ს მაღალი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ტანკის დაცვის კონცეფცია  სრულიად შეცვალეს (ჰომოგენური ჯავშნის ნაცვლად ტანკზე სპეცპაკეტი იქნა დაყენებული), ასევე შეიცვლა ჭურვების განთავსების პრინციპიც (მათ შორის მანქანაზე დაყენდა ამოსაგდები ხუფით აღჭურვილი ჭურვების სპეციალური ბუნკერი), სრულიად შეიცვალა ცეცხლის მართვის კონცეფციაც. ამ ცვლილებების შედეგად გერმანელებმა მცირე დროში (1974/74 წლებში) ახალი Leopard 2AV მიიღეს.

მეორე თაობის პროტოტიპი, ასევე ცნობილია სახელით Leopard 2AV (Austere Version)). ეს მანქანები აშშ-ს არმიის საკონტროლო გამოცდებზე მოსარგებად სრულიად იქნა გადაკეთებული. აღნიშნულ გამოცდებზე გერმანული ტანკი ამერიკულ XM-1-ის კონკურენტად იქნა წარმოდგენილი

მიუხედავად იმისა, რომ ეს ახალი მანქანები (ორი შასი და სამი კოშკურა), დაცვის დონის ამაღლების მიზეზით წინამომრბედებთან შედარებით 4 ტონით დამძმდა, ამ ცვლილებებმა მათი საბრძოლო ფასეულობა მაინც მნიშვნელოვნად გაზარდა. აშშ-ს კონკურსის მოთხოვნების წნეხის გარეშე Leopard-2 ვერასოდეს ვერ გახდებოდა მსოფლიოს ერთ-ერთი მეწინავე ტანკი. საინტერესოა, რომ KPZ Leopard-2, შემდგომ შეჯიბრებებში, ყოველთვის ჯობნიდა M 1 Abrams-ს. 1979 წლამდე, როდესაც გერმანელებმა მანქანა სერიაშ ჩაუშვეს, მოხდა Leopard-2AV-ეს დაცვის ოპტიმიზაცია - ძირითადად კორპოუსის წინა დაცვა იქნა გაძლიერებული, რამე თუ AV ვერსიის დაცვა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა.

KPz-ს (ძირითადი საბრძოლო ტანკის) კიდევ ერთი გერმანული პროექტი - სამკაციანი ეკიპაჟი სრულიად კორპუსშია განთავსებული, შეიარაღება კოდევ კოშკურაშია იზოლირებული. მსგავსი პროექტის რეალიზაცია სრულიად ახალი კორპუსის და კოშურის შექმნას მოითხოვდა, ამიტომაც ის ქაღალდის ნახაზებს ვერ გასცდა.

მწარმოებელმა KPZ Leopard 2-ის ბაზაზე რამდენიმე ათეული იდეის შეთავაზება განახორციელა, ერთ-ერთი მათგანი (რომლის ნახაზსაც ქვემოთ ხედავთ) აღჭურვილი იყო ავტომატურ დამტენიანი კოშკურით, რომელშიც ეკიპაჟის ორი წევრი თავსდებოდა


წარმოების ეტაპზე (განხორციელდა რვა ლოტად) ტანკის გაუმჯობესების პირველი ღონისძიებები იქნა გატარებული. ამგვარად, მეხუთე პარტიიდან მოყოლებული, მანქანაზე დაყენდა ბალისტიკური გამომთვლელი (კომპიუტერი), რომელშიც გასროლების ბალ.მონაცემები ციფრული სახით ინახებოდა და სწრაფმოქმედი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა, რომელიც საბრძოლო ნაკვეთურში იქნა დამონტაჟებული. მე-6 ლოტის მანქანებმა უკვე კორპუსისა და კოშურის დაცვის ახალი ტექნოლოგია მიიღეს (ეგრეთ წოდებული C-Technologie, ან C ტიპის ჯავშანპაკეტი), ხოლო მე-8 პარტიის ტანკებმა მიიღეს გაძლიერებული დაცვის მქონე სახურავი და ფსკერი და D-Technologie-ს ჯავშანპაკეტი.

ქვემოთ მოყვანილია Leopard 2-ის ყველა ძირითადი მოდელი, დაწყებული 1968 წლის პროტოტიპით (Keiler) და დამთავრებული 2019 წლის უახლესი Leopard 2 A7V-თი (სქემები გადიდებადია)

1983/84 წლებში, როდესაც ტანკი უკვე მასიურად იწარმოებოდა, დაიწყო მისი გაუმჯობესების კვლევები, რომლებმაც Leopard 2-ის შემდგომი განვითარების გზები უჩვენა (პროგრამა Kampfwertsteigerung (KWS) - საბრძოლო ფასეულობის ზრდა). კერძოდ საკმაოდ მარტივად მოხდა დაცვის დონის გაზრდა, რომლის დემონსტრირებაც, 1987 წელს ბრიტანეთში, Challenger 1-ის შემცვლელის გამოსავლენად განხორციელებულ კონკურსზე მოხდა. ეროვნული კვლევების შეფასების შემდეგ, Leopard 2-ის გაუმჯობესების ხანგრძლივვადიანი პროგრამა "KWS"-ის ტაქტიკური მოთხოვნა, არმიის შტაბმა, 1990 წლის მარტში გააკეთა.

1-ელ ეტაპზე უნდა გაზრდილიყო საცეცხლე ძალა (უფრო გრძელი ქვემეხის ლულისა და გაუმჯობესებული მახასიათებლების მქონე LKE II ტიპის ჭურვების წყალობით).

KWS-Stufe 2-ის (KWS-ის პროგრამის მე-2 ეტაპი) შედეგად მიღებული იქნა Leopard 2 A5. მანქანაზე დაყენებული იქნა კოშურის დამატებითი ჯავშან მოდულები, მძღოლ მექანიკოსის ამოწევადი სარქველი და თბოხედვის კამერით აღჭურვილი მეთაურის პერისკოპული სამიზნე PERI R 17A2

მე-2 ეტაპზე D ტექნოლოგიის პაკეტების წყალობით კიდევ უფრო გაუმჯობესდა დაცვის ხარისხი და თბოხედვის კამერით აღჭრვილი მეთაურის პერისკოპის დახმარებით მოხდა ღამით ბრძოლის წარმოების შესაძლებლობების ზრდა (ამ ეტაპის რეალიზაციის შედეგად მიღებული იქნა Leopard-2A5)

მე-3 ეტაპზე საცეცხლე ძალა და დაცვა კიდევ უფრო უნდა გაზრდილიყო (გაუმჯობესება მოიცავდა 140 მილიმეტრიან ქვემეხს, თუმცაღა ეს იდეა ახალი პლატფორმის სასარგებლოდ იქნა მიტოვებული). აღსანიშნავია, რომ ჯერ განხორციელდა KWS-ის მე-2 ეტაპი, რის შედეგადაც 1995 წელს მივიღეთ Leopard-2A5, ხოლო KWS-ის პირველი ეტაპის განხორციელების შედეგად 2001 წელს წარმოდგენილი იქნა Leopard-2A6.

KWS პროგრამის გაგრძელების ბაზა 120 მილიმეტრიანი L55 ტიპის ქვემეხით აღჭურვილი Leopard-2A6 გახდა. მაგალითად 2004 წელს 70 მანქანაზე ნაღმებისგან დაცვის საშუალებები იქნა დაყენებული (Leopard 2A6M), ხოლო 2014 წელს, კანადისთვის გადაცემული მანქანების დაბრუნების შემდეგ, მოხდა მათი Leopard 2A7-ად გადაკეთება. ამ ბოლო შემთხვევაში მანქანამ შემდეგი სახის აპგრეიდი განიცადა - დაყენდა 20 კილოვატის სიმძლავრის გენერატორი, კოშკურის კონდიცირების სისტემა და მეთაურის პანორამული სამიზნე აღიჭურვა თბოხედვის ახალი სისტემა Attica-თი, ასევე აღსანიოშნავია ბრძოლის ველის საინფორმაციო ველის მართვის უახლესი კომპლექსიც.

კორპუსისა და კოშკურის დაცვის უნიფიკაციისა და გაზრდის მიზნით გატარდა მთელი რიგი ღონისძიებები. საერთაშორისო სიტუაციის ცვლილების გამო (უკრაინის კონფლიქტი) ბუნდესვერის დაფინანსებამ კვლავ შეიძინა მნიშვნელობა, რის შედეგადაც გერმანიის არმიაში სატანკო ბატალიონების რიცხვის 4-იდან 6-მდე გაზრდა და ხმარებიდან მოხსნილი ტანკების კვლავ მწყობრში დაბრუნება გადაწყდა. ამ 104 მანქანის კონვერსიისა და მოდერნიზაციის შედეგად გერმანელებმა Leopard 2A7V უნდა მიიღონ. პროგრამის რეალიზაციის შედეგად გერმანიის არმიას მწყობრში 328 ტანკი ეყოლება. Leopard 2A7V (პირველი მანქანა გერმანიის არმიას 2019 წლის 29 ოქტომბერს მიეწდოა, ინფორმაცია იხილეთ ბმულზე - გერმანიისა და დანიის არმიებს პირველი Leopard-2A7V გადაეცათ) მიიღებს გაზრდილ ფრონტალურ დაცვას, მძღოლ-მექანიკოსის ღამის ხედვის ახალ ხელსაწყოს და საბრძოლო ნაკვეთურის გაგრილების გაუმჯობესებულ სისტემას.

Leopard-2A7-ს წინამორბედებისგან  შემდეგი დეტალებით გამოირჩევა: გენერატორი კორპუსის მარჯვენა ბორტის უკანა ნაწილში, კორპოუსის ბორტებზე დაყენებული დამატებითი დაცვის მოდულები და კოშკურაზე დაყენებული გაგრილების ახალი სისტემა

KWS პროგრამის ყველა ღონისძიება ტანკის საბრძოლო წონის გაზრდას იწვევს. ამგვარად Leopard-2-მა წარმოების დაწყებიდან A7V. ვერსიამდე ათ ტონიანი ზრდა განიცადა (რაც + 16,5 პროცენტია). ამძრაობის გაუარესების კომპენსირება რამდენიმე პუნქტში ტექნიკური ცვლილებებით შეიძლება დაკომპენსირდეს (მაგალითად საბორტე გადაცემათა კოლოფების გაუმჯობესება, გაძლიერებული მგრიხავი ღერძების დაყენება, გადაცემათა კოლოფშ ცვლილებების შეტანა, უფრო მყარი მუხლუხების გამოყენება). გრუნტზე კუთრი წნევის ზრდა (8,6 N/cm2 -დან 10,0 N/cm2 -მდე) და სავალი ნაწილის ზოგიერთი კომპონენტის გაზრდილი ცვეთა (გარბენის შემცირება) მაინც გარდაუვალ ფაქტად უნდა იქნას მიღებული.

Leopard-2A7V-ის დემოსნტრატორი. მანქანის კორპუსის ბორტზე ცხაურები გაგრილების სისტემის ნაწილს წარმოადგენს

დღეს არსებული გეგმების თანახმად Leopard-2-ის მწყობრიდან გაყვანა 2035 წლისთვის უნდა დაიწყოს და მისი ჩანაცვლება MGCS-ით (Main Ground Combat Systems) უნდა მოხდეს. ანგვარად 2039 წლისთვის, 60 წლიანი სამსახურის შემდეგ, მწყობრში Leopard-2-ების მცირე რაოდენობა დარჩება. ამიტომ არსებობს, 2025 წელს Leopard-2-ის გასაუმჯობესებლად, KWS-ის ბოლო პროგრამის ჩაშვების შემოთავაზება. მოდერნიზაციისა და გაუმჯობესების ხარჯები პროპორციულად უნდა შეესაბამებოდეს დარჩენილი 15 წლის სამსახურის ვადას. აუცილებელი ცვლილებებისა და გაუმჯობესებების არჩევისა მნიშვნელობა მიექცევა როგორც ტაქტიკურ, ასევე ლოჯისტიკურ ასპექტებს. ტაქტიკურ-ოპერატიული კუთხით გამოვლენილი ხარვეზები უნდა გამოსწორდეს. ხოლო მატერიალურ-ტექნიკური კუთხით დიდ როლს ტექნიკის დაბერება შეასრულებს. საბრძოლო ფასეულობის ამაღლების ზომები შეიძლება შეეხოს როგორც ცალკეული კომპონენტებს, ასევე სისტემების კონცეპტუალურ ცვლილებებს.

ავტორი: Rolf Hilmes

No comments:

Post a Comment