среда, 20 ноября 2019 г.

არტილერიის შორსმსროლელობის ახალი რეკორდი

როგორც სამხრეთაფრიკული რესურსი Defence Web იუწყება, 2019 წლის 6 ნოემბერს, სამხრეთაფრიკის ჩრდილოეთ-კააპის პროვინციაში, კომპანიან Rheinmetall Denel Munition-მა (RDM, რომელიც გერმანული Rheinmetall-ისა და სამხრეთაფრიკული Denel-ის ერთობლივ კომპანიას წარმოადგენს) და მისმა შვილობილმა ფირმებმა, განახორციელეს სახმელეთო არტილერიის რეკორდული სროლები, რომლის დროსაც გამოყენებულიუ იქნა ახალი ტიპის 155 მილიმეტრიანი ჭურვები.



სადემონსტრაციო სროლებს, რომლებიც ალკანტპანის პოლიგონზე განხორციელდა, ესწრებოდნენ სამხედრო წარმოების წარმომადგენლები და პოტენციური მყიდველები. სროლებში გამოყენებული იქნა NATO JBMoU-ს სტანდარტების 155 მილიმეტრიანი ქვემეხის მოქანავე ნაწილი 39-18 (39 კალიბრის სიგრძის ლულა და სამუხტის 18 ლიტრიანი მოცულობა), რომელიც დამონტაჟებული იყო სამხრეთაფრიკული საბუქსირო ჰაუბიცა Denel G5-ის ლაფეტზე. ასევე გამოყენებული იქნა Rheinmetall Waffe Munition (RWM)-ის მიერ წარმოებული გერმანული PzH 2000-ის 155მმ/52-იანი მოქანავე ნაწილი (ეგრეთწოდებული 52-23, ანუ 52 კალიბრი ლულის სიგრძე და სამუხტის 23 ლიტრა მოცულობა), რომელიც თსდ Denel G6-ის საპოლიგონე ლაფეტზე იყო დამონტაჟებული. სასროლეთზე ასევე გამოყენებული იქნა Rheinmetall Norway-ს მიერ წარმოებული 120 მილიმეტრიანი ნაღმტყორცნი MWS120 Ragnarok (ჯავშანმანქანებზე დასამონტაჟებელი დანადგარი).

სროლის დროს Nitrochemie-ს (Rheinmetall-ისა და RUAG-ის ერთობლივი საწარმოო) მიერ წარმოებული 155 მილიმეტრიანი ჰაუბიცის 18 და 23 ლიტრიანი ახალი მუხტები იქნა გამოყენებული. ასევე გამოყენებული იქნა RDM-სა და RWM-ეს მიერ წარმოებული ახალი 155 მილიმეტრიანი ჭურვები.

6 ნოემბერს განხორციელებული სროლების დროს დაფიქსირდა 155 მილიმეტრიანი არტილერიის სროლის რეკორდული მაჩვენებლები. კერძოდ 155 მილიმეტრიანი 39 კალიბრის ლულიდან გასროლილმა მსხვრევად-ფუგასურმა RWM DM121 BT-მ (Boat Tail - შევიწროებული ძირის ნაწილით), რომელიც Nitrochemie-ს მიერ წარმოებული 39-18 ტიპის მუხტს იყენებდა, მაქსიმალურ 29 171 მეტრზე იფრინა. უნდა აღინიშნოს, რომ მანამდე ამ მანძილს 52-23 სტანდარტის 155მმ/52 თსდ PzH 2000-დან გასროლილი DM121 BT-ს დახმარებით აღწევდნენ.

თავის მხრივ 6 ნოემბერს პოლიგონზე PzH 2000-ის 155-მმ/52 კალიბრის მოქანავე ნაწილის გამოყენებით, ზემოთ აღნიშნულმა DM121 BT-ს ტიპის ჭურვმა Nitrochemie-ს 52-23 კალიბრის მუხტით მაქსიმალურ 35 882 მეტრზე იფრინა.

იმავე სისტემიდან, იმავე მუხტით, გაშვებული იქნა RDM-ის წარმოებული ფსკერის აირგენერატორით აღჭურვილი გასროლა Assegai M0121 IHE BB (Base Bleed), რომელმაც 47 374 მეტრზე იფრინა.

შორსმსროლელობის ყველაზე დიდი მაჩვენებელი მიღწეული იქნა ფსკერის აირგენერატორიანი აქტიურ-რეაქტიული საარტილერიო ჭურვ RDM М2005 (M2005A1) Velocity Enhanced Artillery Projectile (V-LAP)-ის გამოყენებით, რომელიც მსოფლიოში ყველაზე შორსმსროლელ საარტილერიო ჭურვად ითვლება. G5-ის ლაფეტზე დამონტაჟებული 155-მმ/39 კალიბრის ლულიდან გასროლის დროს, 39-18 სტანდარტის Nitrochemie-ს მუხტის გამოყენებით, მაქსიმალურმა სროლის მანძილმა 53 917 მეტრი შეადგინა.

ამ მომენტიდან სროლა პოლიგონის საზღვრებს გარეთ, ფერმერთა ველების თავზე მიმდინარეობდა. ამისთვის შესაბამისი ნებართვების აღებია გახდა აუცილებელი (ამასთან გამოიყენებოდა მხოლოდ ინერტული მუხტის მქონე გასროლები). PzH 2000-ის მოქანავე 155-მმ/52 კალიბრის ლულიდან გასასროლად გამოყენებული იქნა Nitrochemie-ს წარმოებული 52-23 კალიბრის მუხტი, გასროლილი იქნა ჭურვი Assegai M2005 V-LAP, რომელმაც 66 943 მეტრი იფრინა. 

დემონსტრაციის დასასრულს გამოცდილი იქნა თსდ G6 52-25, რომლიდანაც უახლესი ჭურვი RDM M9703 V-LAP (Assegai-ს შემდგომი განვითარება,რომელიც იმავე სქემას იყენებს) იქნა გასროლილი. სასროლად მაქსიმალური მუხქტი M64 Zone 6 (ექვსი მუხტი), იქნა გამოყენებული. სროლის მაქსიმალურმა მანძილმა რეკორდული 76 280 მეტრი შეადგინა. მწარმოებლის განცხადების თანახმად G6-თვის განკუთვნილ 52-25 კალიბრის მუხტებზე Nitrochemie მუშაობს და მათი გამოცდა 2020 წელსაა დაგეგმილი.

RDM-ის ხელმძღვანელობა 6 ნოემბერს განხორციელებული სროლის მანძილით კმაყოფილი დარჩა და განაცხადა, რომ ამ დღეს სხვადასხვა სიმაღლეზე არსებული შემხვედრი და გვერდითი ქარები რო ყოფილიყო უფრო სუსტი, მაშინ ჭურვ M9703 V-LAP-ის სროლის მანძილი 80 კილომეტრს გაუტოლდებოდა.


Комментариев нет:

Отправить комментарий