Showing posts with label ტრენაჟორი. Show all posts
Showing posts with label ტრენაჟორი. Show all posts

Saturday, January 5, 2013

აფხაზეთში, რუსების მე–7 ბაზაზე ტანკისტების სწავლება მიმდინარეობს


რუსების მე–7 ბაზაზე, ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსი ტანკისტების სწავლება მიმდინარეობს. რეალური საბრძოლო სროლებისთვის T–90A-ს ეკიპაჟები ვირტუალურად ემზადებიან – კომპლექსური ტრენაჟორის დახმარებით ისინი სამიზნეს ეკრანზე ანადგურებენ.
კომპლექსური ტრენაჟორი უზრუნველყოფს ეკიპაჟის წევრების კავშირს მეთაურთან, ასევე ტრენაჟორში ჩადებულია რელიეფის უსწორმასწორობების გადალახვის ფუნქციაც – რის შედეგადაც სიმულატორ–კაბინას რეალური ტანკივით არყევს. უახლესი პროგრამული უზრუნველყოფა უზრუნველყოფს სატანკო დუელის წარმოებას ისეთ ტანკებთან, როგორებიცაა დასავლეთის არმიების შეიარარებაში მყოფი – Leclerc, Merkava, Abrams და სხვები. ამას გარდა ტრენაჟორზე შესაძლებელია მსუბუქ ჯავშანტექნიკასთან და დაბალ სიმაღლეზე მფრენ მიზნებთან ბრძოლის ტაქტიკის დამუშავება.


 T–90A-ს ტრენაჟორში მეთაურისა და მემიზნე–ოპერატორის ადგილი

ტრენაჟორის ოპერატორის მართვი პუნქტი


წყარო:

P.S. ყოველმხრივ საინტერესო სიახლეა – პირველ რიგში აშკარაა რომ რუსებთან საბრძოლო დაპირისპირების შემთხვევაში ის ძველი T-62 და  T–72 აღარ დაგვიპირისპირდებიან, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს შემოიყვანა ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა, არამედ მოგვიწევს თანამედროვე T–90A–სთან ბრძოლა. ამას გარდა ისიც ნათელია რომ ამ ტანკებში საკმაოდ მომზადებული ტანკისტები იჯდებიან. 
ჩვენ რით შეგვიძლია ამას ვუპასუხოთ – T–90A-ს საპირწონე ტანკს ჩვენ კარგა ხანი ვერ ვიყიდით, მაგრამ მის საპირწონე ტანკსაწინააღმდეგო საშუალებების ყიდვა აშკარად შეგვიძლია.

Saturday, December 15, 2012

რუსულ არმიის ახალი ტრენაჟორი КОМБАТ


ტამანსკის მე–5 ცალკეულ მოტომსროლელ ბრიგადაში ახალ ტრენაჟორებს ითვისებენ


КОМБАТ - ძალოვანი სტრუქტურების ქვედანაყოფების მოსამზადებელი და ვირტუალური ბრძოლის ველის უზრუნველყოფის საშუალებთა კომპლექსი.

  • კომპლექსის დანიშნულებაა ქვედანაყოფის საბრძოლო ხელოვნების დონის ამაღლება მოწინააღმდეგის ზემოქმედების ქვეშ საერთო საჯარისო ბრძოლის წარმოებაში, ადგილმდებარეობაზე ბრძოლის ორგანიზზირების ამოცანების შესრულებაში სამეთაურო შემადგენლობის მომზადება, პოზიციების, საყრდენი პუნქტებისა და ზღუდეების არჩევა და საინჟინრო მომზადება.
  • სახელმძღვანელო დოკუმენტების შესაბამისად ქვედანაყოფის შემადგენლობაში ჯგუფური ტაქტიკური ნორმატივების და საცეცხლე ამოცანების დამუშავება.
  • ბრიგადის–ბატალიონის–ასეულის ჯაჭვში ვირტუალური ტაქტიკური სწავლებების ჩატარება.
იმიტაცია და მოდელირება

ტაქტიკური მდგომარეობის გამოსახვა ტრენაჟორზე

ტრენაჟორის სამუშაო ადგილები





კომპლექსის გამოყენება შესაძლებელია სახმელეთო ჯარების, საჰაერო–სადესანტო ჯარების, სანაპიროს დაცვის, შინაგანი ჯარების, სასაზღვრო და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ქვედანაყოფების მოსამზადებლად.

წყარო: