Showing posts with label JMR TD. Show all posts
Showing posts with label JMR TD. Show all posts

Saturday, October 5, 2013

JMR–ის პროგრამაში მონაწილე 4 კომპანია

Bell Helicopter–სის კონცეპტი
ამერიკის არმიამ, როგორც პროგრამა JMR–ის (Joint Multi-Role) ხელმძრვანელმა, საწყისი ხელშეკრულება ოთხ კომოპანიასთან გააფორმა, ესენია – AVX Aircraft Company, Bell Helicopter, Karem Aircraft და Sikorsky Aircraft.

Karem–ის კონცეპტი
JMR–ის პროგრამა ამერიკის არმიის პერსპექტიულ ხრახნიან საფრენ აპარატს ეხება და მას უნდა ჰქონდეს როგორც თვითმფრინავის ასევე ვერტმფრენის მახასიათებლები (პროგრამის შესახებ უკვე ვწერდი – საერთო მრავალფუნქციური ვერტმფრენი აშშ–ს ავიაციისთვის).
პროგრამის მომდევნო ფაზაში მონაწილეებმა უკვე პროტოტიპები უნდა ააწყიონ, რომელთა მეშვეობითაც იმ ტექნოლოგიის დემონსტრირებას მოახდენენ, რომლებითაც ძირითად პროგრამაში, FVL–ში (Future Vertical Lift) მიიღებენ მონაწილეობას.

AVX–ის კონცეპტი
  Sikorsky–ის კონცეპტი



Tuesday, March 19, 2013

საერთო მრავალფუნქციური ვერტმფრენი აშშ–ს ავიაციისთვის


Sikorsky–სა და Boeing–ის ერთობლივი პროექტი

ამ რამდენიმე დღის წინ ამერიკულმა კომპანიებმა Sikorsky–მ და Boeing–მა განაცხადეს რომ   JMR TD–ეს (Joint Multi-Role Technology Demonstrator – ერთიანი მრავალფუნქციური ვერტმფრენის ტექნოლოგიების დემონსტრატორი) კონკურსში მონაწილეობას ერთად მიიღებენ – რაც საკმაოდ დიდი სიურპრიზი იყო ავია წრეებში.  JMR TD–ეს კონკურსის ვერტიკალური აფრენ–დაფრენის საფრენ აპარატს ეხება, რომლის საფუძველზეც უნდა შეიქმნას საერთო მოხმარებისთვის და დამრტყმელი ფუნქციების მქონე ვერტმფრენები.
ეს ორი კომპანია კონკურსში მონაწილეობას მიიღებს კომპანია Sikorsky–ს ვერტმფრენ X–2–ის (რომელმაც ბოლო ფრენა 2011 წელს განახორციელა, რის შემდეგაც პროგრამა დაიხურა) საფუძველზე შექმნილი საფრენი აპარატით. შეგახსენებთ რომ X–2 წარმოადგენს ორმაგი წამყვანი ხრახნის მქონე ვერტმფრენს, რომელიც უკნიდან მიმწოლი მესამე ხრახნითაა აღჭურვილი.

Sikorsky X-2

ამავე პროგრამაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა ევროპულა კონსორციუმმა Eurocopter–მა, რომელმაც თავისი წინადადება ამერიკულ მხარეს  EADS North America–ს შუამავლობით წარუდგინა. წინადადების თანახმად Eurocopter მზადაა დაამზადოს ერთი ცალი ახალი თაობის მაღალის სიჩქარის მქონე ვერტმფრენი.

JMR TD–ეს კონკურსის Eurocopter–ის პროექტი 

Eurocopter–მა თავისი წინადადების წვრილმანები არ გაამხილა, მაგრამ იმის გათვალისწინებით რომ კონკურსის მოთხოვნების მიხედვით ახალი ვერტმფრენის სიჩქარე 230 კვანძე ნაკლები არ უნდა იყოს, რაც  UH-60 Black Hawk–ისა და AH-64 Apache–ს სიჩქარეზე 50% მეტია, არაა გამორიცხული რომ კომპანია ჰიბრიდული ვერტმფრენ X–3–ზე დაფუნძნებული მანქანით წარსდგეს კონკურსზე.

Eurocopter X-3