პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში, 27–28 ივლისს გამართულ ღონისძიებათა სიაში კონკურსი "Miss პოლონეთის შეიარაღებული ძალები"–ც შედის, რომელზეც ქვეყნის შეიარაღებული ძალების წლის ლამაზმანის ვინაობა გაირკვევა. კონკურსის მონაწილეებმა გამარჯვებისთვის სილამაზის გარდა სხვა შესაძლებლობებიც უნდა გამოავლინონ – ტაქტიკური ცოდნა, ცეცხლსასროლ იარაღთან მოპყრობა და სხვა სამხედრო უნარ–ჩვევები.
სილამაზის კონკურსის გარდა ასევე გაიმართება სიმღერის კონკურსი, სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლების ჩვენებები და ორთაბრძოლები, საჩვენებელი საპარაშუტო ხტომები, კონცერტი და სხვა გასართობი ღონისძიებები.