Showing posts with label Vickers. Show all posts
Showing posts with label Vickers. Show all posts

Monday, September 10, 2018

ის რაც ბრიტანული ტანკმშენებლობისგან დარჩა, ანუ არაფერი

ის, რაც ბრიტანული ტანკმშენებელი ქარხნისგან დარჩა. უახლოეს მომავალში ფართობს გაანთავისუფლებენ და აქ საცხოვრებელი კორპუსები აშენდება. (Jane Jordan-ისა და Margaret Gibbins-ის ფოტოები).


როგორც ცნობილია, 2012 წელს, BAE Systems-მა, ნიუკასლში მდებარე, Vickers/Barnbow tank factory-ს დახურვა გადაწყვიტა, ამის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი - ბრიტანეთში ტანკმშენებელ ისტორიულ ქარხანას ხურავენ. გადაწყვეტილების შედეგი სახეზეა, ტანკების სამშობლოში ტანკმშენებლობის აჩრდილიც კი მალე გაქრება.



Thursday, May 31, 2012

ბრიტანეთში ტანკმშენებელ ისტორიულ ქარხანას ხურავენ

კომპანია BAE Systems-მა გადაწყვიტა დახუროს ნიუკასტლში მდებარე ქარხანა Vicers Armstrong. გადაწყვეტილება მიღებული იქნა მას მერე რაც აშკარა გახდა რომ ბრიტანეთში ჯავშანტექნიკის წარმოება არაპერსპექტიულია. ქარხანას, რომელიც  1847 წლიდან უკავშირდება ბრიტანეთის თავდაცვით წარმოებას, დახურული იქნება 2013 წელს, მას შემდეგ რაც შეასრულებს ბრიტანეთის არმიის მიერ შეკვეთილი საინჟინრო მანქანების, ტერიერების, გამოშვებას.


წყარო: Hundreds of jobs to go in tank factory closure