Monday, October 29, 2012

სომხეთის სამხედრო წარმოების ნიმუშები

ერევანში, ამა წლის 26–27 ოქტომბერს, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს შენობაში გაიმართა სომხეთის სამხედრო–საწარმოო კომპლექსის ნიმუშების გამოფენა–პრეზენტაცია. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ცეცხლსასროლი იარაღის სხვადასხვა ნიმუშები, აღჭურვილობა, უპილოტო საფრენი აპარატების და სხვა ელექტრონული მოწყობილობები.

ბულპაპის სხემით შესრულებული 5,45მმ–ნი ავტომატი К-3 და 40მმ–ნი სალულე ქვეითსაწინააღმდეგო ყუმბარა 3К-3


5,45მმ–ნი სპეციალური დანიშნულების სნაიპერული შაშხანა К-11M



12,7მმ–ნი შორსმსროლელი სნაიპერული შაშხანა К-15





საარმიო, 9მმ–ნი პისატოლეტი К-2Б

82მმ–ნი ნაღმტყორცნი

РПГ-7–ის თერმობარული გასროლა ТБ-1

საფრენ აპარატებზე დასაყენებელი გიროსტაბილიზირებული ოპტიკურ ელექტრონული დაკვირვების სისტემა




 



წყარო:


Sunday, October 28, 2012

AUSA–2012–ზე Nexter–მა XP–2 წარადგინა



Nexter–მა გამოფენა AUSA-2012–ზე, რომელიც ამ კვირას აშშ–ში ჩატარდა, წარადგინა თავისი ტექნოლოგიების დემონსტრატორი ჯავშანმანაქანა XP-2. როგორც კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა – "ამ ტექნიკის გამოფენაზე გაყვანით ფრანგული მხარის მიერ  აშშ–ში და სხვა ქვეყნებში შეკვეთების მიღების იმედების დემონსტრირება განხორციელდა".
XP–2 მიზანს წარმოადგენს აშშ–ს არმიის მარავალფუნქციური ჯავშანმანქანის პროგრამა (AMPV), რომელიც განკუთხნილია მოძველებული ჯავშანტრანსპორტიორი M-113-ის შესაცლელად – განაცხადა Nexter-ის ვიცე პრეზიდენტმა პატრიკ ლირმა (Patrick Lier). როგორც ცნობილია მანქანა M-113 აშშ–ს არმიის შეიარაღებაში ვიეტნამის ომის დროიდან დგას.
XP-2 წარმოადგენს ექვსსაბუარვიან, სრული ამძრაობის მქონე, 20 ტონიან მანქანა, რპმელიც შექმნილია, რათა აჩვენოს – "ინოვაიცებისა და ნოუ–ხაუს შესაძლებლობები ჯავშანტრასპორტიორებში" – განაცხადა ლირმა.
ფრანგული მანქანა განკუთვნილია მაღალი ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად (NATO–ს სტანდარტებით მე–4 დონის), მანქანას ახასიათებს  მაღალი მობილურობა. ასევე შესაძლებელია მისი მოწინავე საბორტე ექლეტრონიკით წრიული დაკვირვების კამერით აღჭურვა. მანქანას შეუძლია გადაიყვანოს 9 ჯარისკაცი და მათთვის ორი დღის საკმარისი სურსათი. ძრავის შეცვლა მანქანაზე ერთი საათის განმავლობაშია შესაძლებელი – განაცხადა ლირმა.
Nexter საკმაოდ დიდ კონკურენციას აწყდება ამერიკის კონკურში – General Dynamics,  როგორც მოსალოდნელია პროგრამა AMPV–სთვის თავის Stryker–ს წარადგენს, იმავე დროს BAE Systems უკვე განაცხადა რომ კონკურსში თავისი, მოდიფიცირებული Bradley–თ წარსდგება, ასევე კონკურსით დაინტერესება Navistar–მაც გამოხატა.
როგორც აშშ–ს არმიამ, რომელიც სავარაუდოდ 3800 ასეთ მანქანას იყიდის, განაცხადა უპირატესობა მიენიჭება უკვე სერიაში არსებულ მანქანას რომლის ცალობრივი ფასი 2,4 მილიონ ევროს არ აღემატება.


ლირის განცხადებით – XP-2–ს სხვა პოტენციურ მყიდველს ავსტრალიის არმია წარმოადგენს, რომელსაც პროგრამა Land-400–სთვის მიახლოებით 1500 ჯავშანმანქან ესაჭიროება. თუმცაღა ავსტრალიურ არმიას ჯერ არ განუცხადებია როგორი სავალი ნაწილის, მუხლუხოვანი თუ თვლიანი, მქონე მანქანა ესაჭიროება.
Nexter–მა მანქანა XP–2 შექმნა საფრანგეთის არმიის პროგრამა VBMR–ის ( Véhicule Blinde Multi-Role - მრავალფუნქციური ჯავშან მანქანა) პრეტენდენტად, რომლისთვისაც  გენშტაბის წინა ხელმწღვანელმა დააწესა ღირებულებითი ზღვარი 1 მილიონი ევრო (1,3 მილიონი დოლარი) ცალზე – 1000 ერთეულიანი შესყიდვების გეგმით.

წყარო:

დღის ფოტო (Mи-24/35)





Association of the United States Army - 2012

აშშ––ს არმიის ასოციაცია (AUSA - Association of the United States Army) წარმოადგენს კერძო, არა კომერციულ ორგანიზაციას, რომელიც უპირველეს ყოვლისა მოქმედებს როგრც აშშ–ს არმიის საინფორმაციო–პროპაგანდისტული ჯგუფი. ასოციაცია 1950 წელს დაარსდა და დღესდღეობით მას მთელს მოსფლიოში 125 ქვეგანყოფილება გააჩნია. მისი წევრობა სამხედრო მოსამსახურეებს გარდა ნებისმიერ შეუძლია. ორგანიზაცია გამოსცემს ჟურნალს ARMY და მწვანე წიგნს და ასევე მუშაობს სახმელეთო ჯარების ინსტიტუტში.

AUSA–ს ოფიციალურ მისიას წარმოადგენს:

  • წარმოადგენს აშშ–ს არმიის ყველა კომპონენტის ხმას.
  • თანამშრომლობს არმიასთან ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში.
  • წარადგენს პროფესიონალური განათლების პროგრამებს და ინფრომაციას.
ამას გარდა ასოციაცია აწარმოებს სხვა მარავალ ღონისძიებას, რაც ემსახურება არმიის საზოგადოებასთან ინტეგრაციას, კულტურ ღონისძიებებს და სხვადასხვა გამოფენებს და ფორუმებს – ერთერთი ასეთი გამოფენაა ყოველწლიური AUSA-2012 Annual Metting and Exposition. წელსაც ეს გამოფენა საკმაოდ მდიდარი იყო როგორც ექსპონატებით ასევე სხვადასხვა ქვეყნების კომპანიების დასწრებითაც. წარმოგიდგენთ ფოტო მასალას გამოფენიდან.

ავიატექნიკა










ჯავშანტექნიკა


 






ცეცხლსასროლი იარაღი და აღჭურვილობა



 
 
 





საბრძოლო მოდულები






წყარო: