Thursday, June 18, 2015

გამოფენა "Армия-2015"

16-დან 19 ივნისის ჩათვლით რუსეთში, მოსკოვის ოლქში კულტურის სამხედრო პატრიოტულ ბანაკ  "Патриот"–ში მიმდინარეობს სამხედრო–ტექნიკური გამოფენა ფორუმი "Армия-2015". გამოფენაზე ბევრი სიახლე პირველად იქნა წარმოდგენილი:

მოდერნიზირებული 2С25М (Объект 952М) "Спрут-СДМ1"

მოდერნიზირებული БМД-4М

მოდერნიზირებული РХМ-5М

მოდერნიზირებული БМП-2М

БМП-3-ის მოდერნიზაციის სხვადასხვა ვერსიები 
№1 - БМП-3М

 №2 - БМП-3 დამატებითი ჯავშნით და ცხაურებით

ასევე მოხდა Ка-52-ის საზღვაო ვერსიის, Ка-52К-ს პირველი ოფიციალური ჩვენება

ასევე წარმოდგენილი იქნა ცეცხლსასროლი იარაღის ფართო ასორტიმენტი

კონცერნ Калашников-ის მერ წარმოდგენილი ახალი, 9x19მმ პისტოლეტი ПЛ-14 (Пистолет Лебедева)

АК-15

Саига-ს სხვადასხვა ვარიანტები (მაგალითად უკანა პლანზე 9მმ–ნი Саига–9)

АК-12

А-545

ფოტოების წყარო ბლოგი u_96 და ფორუმ otvaga2004–ის იუზერი VLAS.

Wednesday, June 17, 2015

F-35B - ოპერატიული გამოცდები ციფრებში


18-დან 29 მაისამდე უნივერსალურ სადესანტო ხომალდ LHD-1 "Wasp"–იდან ექვსმა F-35B (ოთხი ცალი VMFA-121 და ორი VMFAT-501 ესკადრილიიდან) 108 გაფრენა განახორციელეს (აქედან 4 ღამით), ფრენების საერთო ხანგრძლივობამ 85,5 სთ. შეადგინა. (სასწავლო გამოცდების დაწყების შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი – დაიწყო F-35B–ს პირველი საშტატო დაჯგუფების სასწავლო–საგამოცდო ოპერატიული გაშლა სადესანტო ხომალდ LHD-1 "Wasp"–ზე)
პირველად განხორციელდა მთელი რიგირ ოპერაციების დამუშავება, კერძოდ იარაღით აღჭურვა (მათ შორის ღამით), დაჯდომა ღამის ხედვის გამოყენების გარეშე,, კონვერტოპლან MV-22–ით ძრავის მსხვილი მოდულის ტრანსპორტირება ხომალდზე, დიაგნოსტიკის სისტემა ALISთან მუშაობა.
ამ მომენტში საჰაერო ძალების F-35A, ოპერატიული მზადყოფნის მიღწევის ზღურბლზე, ასევე მონაწილეობს მნიშვნელოვან ღონისძიებაში – პირველად "Lightning II" მონაწილეობას მიიღებს მსხვილ საჰაერო სწავლება "Green Flag"–ში.

წყარო:
F-35 OT-1 By the Numbers



Tuesday, June 16, 2015

Paris Air Show 2015: ΑΤ-6 და მისი სახელია "wolverine"


პარიჟის ავიასალონზე გამოტანილ  AT-6–თან დაკავშირებით Beechcraft–მა ტვითმფრინავის ოფიციალური სახელწოდება გაახმოვანა და მისი სახელია  "wolverine". Beechcraft Defense Company–ს პრეზიდენტმა, Russ Bartlett–მა თვითმფრინავი შემდეგნაირად დაახასიათა – "appropriate, relevant, and cool".

თვითმფრინავის საკმაოდ შთამბეჭდავი ვიდეორგოლი
Beechcraft T-6C/AT-6 (Long Version) from 3DF on Vimeo.

Tuesday, June 9, 2015

სტრატეგიულ ბომბდამშენ Ту-95–ს ავიაბაზა "უკრაინკაზე" აფრენისას ხანძარი გაუჩნდა

სტრატეგიული ბომბდამშენ–რაკეტმზიდი Ту-95 ამურის ოლქში მდებარე ავიაბაზა  "უკრაინკას" ასაფრე–დასაფრენი ზოლის გარეთ გაგორდა და ხანძარი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კიდევ სხვადასხვა სიმძიმის ტრამვებით ჰოსპიტალში იქნა გადაყვანილი.


წყარო:

Sunday, June 7, 2015

Saab - Gripen The Smart Fighter (video)


Saab Gripen-ის პრომო ვიდეო, როგორც ყოველთვის ყველაზე–ყველაზე, მკვლელი მონადირე და ასე შემდეგ, მოკლედ დატკბით ხარისხიანი ვიდეოკლიპით:

თვითმფრინავ Су-34-ის ავარია


2015 წლის 4 ივნისს, მიახლოებით 16:30 საათზე, დაგეგმილი სასწავლო-საწვრთნელი ფრენის შემდეგ ბუტურლიოვკას აეროდრომზე (ვორონეჟოს ოლქი) დაჯდომისას ავარია განიცადა საფრონტო ბომბდამშენმა, Су-34-მა (საბორტე ნომერი "წითელი 28", სარეგისტრაციო ნომერი RF-95067). თვითმფრინავი რუსეთის სამხედრო-საჰაერო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის 1-ლი მეთაურობის, 10-5 შერეული საჰაერო დვიზიის, 47-ე ცალკეული, შერეული ავიაპოლკის შემადგენლობაში ირიცხებოდა. თავისი მუდმივი დისლოკაციის ადგილზე, ბალტიმორში, ასაფრენი ბიიკის რემონტის გამო, პოლკი 2013 წლის დეკემბრიდან დროებით ბუტურლინოვკას აეროდრომზე ბაზირდება.
როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით სააგენტო "Интерфакс-АВН" იუწყება - "თვითმფრინავს სამუხრუჭე პარაშუტი არ გაეხსნა, რის შედეგადაც ის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გარეთ გაგორდა და ამოტრიალდა. თვითმფრინავის ეკიპაჟი არ დაზიანებულა".

როგორც ფოტოებიდან ჩანს თვითმფრინავი აღდგენას არ ექვემდებარება და სავარაუდოდ მას ჩამოსწერენ, ამგვარად ეს იქნება ამ ტიპის პირველი დაკარგული თვითმფრინავი.



წყარო:

Saturday, June 6, 2015

დამწვარი F-35B-ს ფოტოები

გასული წლის 13 ივნისს ერთი F-35B ხანძარმა იმსხვერპლა, რომელიც მას დაჯდომის შედეგად გაუჩნდა. ამის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი - დამწვარი F-35B
როგორც ირკვევა ხანძარი ძრავაში ზეთის სარქველის გაუმართაობამ გამოიწვია, რის შედეგადაც გამანადგურებლის 70% დაიწვა და ის აღდგენას აღარ ექვემდებარება:

Tuesday, June 2, 2015

M-16 vs G-36 (შედარებითი გამოცდა სიზუსტეში)

საკმაოდ საინტერესო გრაფიკა G-36–სა და M-16-ის სიზუსტის შესახებ. როგორც გახსოვთ, ბლოგზე G–36–ის პრობლემების შესახებ უკვე ვწერდით – გერმანიის არმია შაშხანა G–36 იწუნებს, ამჯერად წარმოგიდგენთ მისი გამოცდების შედეგებს:

შედარებითი გამოცდები M-16A2–სა და G–36–ს შორის განხორციელდა, სროლები ხდებოდა როგორც ცივი ასევე გახურებული იარაღიდან (სავარაუდოდ 150 გასროლის შემდეგ). მწვანე და წითელი ფერები გერმანული შაშხანის მოხვედრების შუა წერტილებია ცივ და ცხელ მდგომარეობაში, ხოლო ყვითელი და იისფერი ამერიკული M-16A2-ის სიზუსტეს უჩვენებს (გამოცდები 100, 200, 300 და 400 მეტრზე განხორციელდა)
დოკუმენტის ბმული:
G36 Zwischenergebnis Anlage 2 G36 warm 100 m 200 m 300 m und 400 m Vergleich M16

Monday, June 1, 2015

ერაყის არმიამ ქ. მოსულის ბრძოლებში 2300 დაჯავშნული HMMWV დაკარგა

ერაყის პრემიერ მინისტრის, ჰეიდარ ალ აბადის განცხადების თანახმად, ერაყის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქის, მოსულის, დაკარგვის შედეგად, ერაყულმა არმიამ 2300 ცალი დაჯავშნული HMMWV დაკარგა.
ეს საკმაოდ ძვირი დანაკარგია და ამას ისიც ემატება რომ ეს სატრანსპორტო საშუალებებიისლამური სახელმწიფოს (IS) ხელში აღმოჩნდა.
გასულ წელს აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ერაყისთვის გაზრდილი ჯავშანდაცვით, ტყვიამფრქვევებით, ყუმბარმტყორცნებით და სხვა მოწყობილობებით აღჭურვილი 1000 ცალი HUMVEE–ს მიყიდვის ნებართვა გასცა. ეს შესყიდვა ერაყს 579 მილიონი დოლარი დაუჯდება.


წყარო: