Wednesday, August 1, 2018

სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის გახსნის ცერემონიალი


დღეს, 2018 წლის 1 აგვისტოს, შუადღის 12 საათზე, მრავალეროვნული სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2018"-ის გახსნის ცერემონიალი დაიწყო. აღნიშნული სწავლება დღეიდან 15 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება. მასში ნატოს წევრი და პარტნიორი 13 ქვეყანა იღებს მონაწილეობას: საქართველო (1300 სამხედრო მოსამსახურე), აშშ (1170 სამხედრო მოსამსახურე), დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესტონეთი, საფრანგეთი, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი და სომხეთი (ყველა ერთად 500-ის ფარგლებში).

აშშ-ს ეროვნული გვარდიის UH-60 და ქართული არმიის მოდერნიზირებული Т-72АВ

„ღირსეული პარტნიორი 2018“ საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ლიდერობით ხორციელდება. მრავალეროვნულ წვრთნებს სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი შავლეგო ტაბატაძე ხელმძღვანელობს. „ღირსეული პარტნიორი 2018“ კიდევ უფრო ფართომასშტაბიანია და მასში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იღებს მონაწილეობას. შარშანდელთან შედარებით ასევე გაზრდილია სწავლებაში მონაწილე ამერიკის შეერთებული შტატების ავიაციისა და გერმანული ჯავშანტექნიკის რაოდენობაც.
სწავლებაში ჩართული იქნება შემდეგი სახის ტექნიკა:
  • ქართული არმიის 14 ცალი БМП-2-ის ტიპის ქსმ
  • ქართული არმიის 5 ცალი Т-72 ტიპის ტანკი
  • აშშ-ს არმიის 12 ცალი M2A3 Bradley-ს ტიპის ქსმ
  • აშშ-ს არმიის 5 ცალი M1A2 SEP v.2 Abrams-ის ტიპის ტანკი
  • აშშ-ს ეროვნული გვარდიის 171-ე საავიაციო პოლკის 5 ცალი UH-60 ტიპის სატრანსპორტო ვერტმფრენი
  • აშშ-ს ეროვნული გვარდიის მე-12 საიერიშო საავიაციო ბრიგადის 4 ცალი AH-64D ტიპის მოიერიშე ვერტმფრენი
  • აშშ-ს არმიის საველე არტილერიის M777A1 ტიპის, 155 მილიმეტრიანი, ბჰუქსირებადი ჰაუბიცები
  • გერმანული არმიის Dingo 2-ის ტიპის ჯავშანმანქანები
  • გერმანული არმიის Marder 1A4ტიპის ქსმ-ები
  • გერმანული არმიის Fuchs 1A8 ტიპის, 6x6 სავალი ფორმულის მქონე ჯტრ
  • სწავლებაში ასევე გამოყენებული იქნება,  როგორც ქართული, ასევე ამერიკული არმიის კუთვნილი, სხვადასხვა დანიშნულების სატვირთოები და მსუბუქი ჯავშანტექნიკა.


გახსნის ცერემონიალზე წარმოდგენილი ჯავშანტექნიკა და საარტილერიო სისტემები
 

აშშ-ს ეროვნული გვარდიის UH-60-ები


 ცეცხლსასროლი იარაღი

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, სიტყვით მიმართავს სამხედროებს და დამსწრე საზოგადოებას

სწავლებაზე წარმოდგენილი ქვედანაყოფები 
 

Sunday, July 29, 2018

„ღირსეული პარტნიორი 2018“-ში მონაწილე აშშ-ს საარმიო ავიაციის ტექნიკა უკვე საქართველოშია

„ღირსეული პარტნიორი 2018“ საჰაერო კომპონენტის ჩართულობით გამოირჩევა

წელს მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“ სიახლით ხვდება. სწავლებაში აშშ-ის, ჯორჯიის შტატის 171-ე საავიაციო პოლკისა და მე-12 საბრძოლო საავიაციო ბრიგადის ავიაცია ჩაერთვება, რომელიც წვრთნის დროს ახლო საჰაერო მხარდამჭერ და საჰაერო თავდაცვით ოპერაციებს უზრუნველყოფს.

ამერიკული ვერტმფრენები „შავი ქორი“ (Blackhawk) და „აპაჩი“ (Apache) უკვე საქართველოშია. სპეციალურად ამ სწავლებისთვის დოუვერის საჰაერო ძალების ბაზიდან ამერიკული ვერტმფრენები პირად შემადგენლობასთან ერთად საქართველოში, ალექსეევკას შერეულ საავიაციო ბაზაზე დაეშვა.

საქართველოში უკვე სრულად ჩამოვიდა სწავლებაში მონაწილე ამერიკული სამხედრო ჯავშანტექნიკა. საჰაერო გზით კი, აშშ-ის ვეროპის სარდლობის პირადი შემადგენლობა საქართველოში 31 ივლისამდე ეტაპობრივად ჩამოვა.

სწავლება ოფიციალურად ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე 1 აგვისტოს გაიხსნება. „ღირსეული პარტნიორი 2018“ კიდევ უფრო ფართომასშტაბიანია. გაზრდილია მასში მონაწილე ქვეყნების, სამხედრო მოსამსახურეებისა და ტექნიკის რაოდენობა.