Wednesday, February 20, 2019

სსსტც "დელტა" IDEX-2019-ზე

მიმდინარე წლის 17-22 თებერვალს პირველად საქართველოს ისტორიაში “დელტა” -მ სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო თავდაცვითი მრეწველობის უმსხვილეს გამოფენა IDEX-2019-ზე ეროვნული წარმოების შეიარაღების ნიმუშებს წარმოადგინა. 

ქართულ პავილიონზე გამოფენილია ჯავშანტექნიკის, მსუბუქი შეიარაღებისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ნიმუშები. ქართულმა მხარემ ორი ძირითადი სიახლე წარადგინა გამოფენაზე, ესენია - მობილური 120 მილიმეტრიანი ნაღმტყორცნი და 60 მილიმეტრიანი "მყუდროს" გაუმჯობესებული ვერსია.

დიდგორი

120 მილიმეტრიანი მობილური ნაღმტყორცნი დიდგორი "მეომრის" ბაზაზე

გამოფენაზე წარდგენილი იქნა უხმაურო სროლის 60 მილიმეტრიან ნაღმმტყორცნ GNM-60 „მყუდრო“-ს ახალი ვარიანტი - შეცვლილია საყრდენი ფილის დიზაინი და სასხლეტის ფორმა და განლაგება (უფრო ერგონომიულია)

სნაიპერული შაშხანა "სატევარი"

დელტას წარმოებული საბჭთა РПГ-7-ის კლონი

მსხვილკალიბრიანი სნაიპერული შაშხანა "პდშპ" 

ტანკსაწინააღმდეგო ბორტსაწინააღმდეგო ნაღმი პდ–7

საერთო საჯარისო დანიშნულების ჩაფხუტი DH MK-I და საერთო-საჯარისო დანიშნულების ჯავშანჟილეტი MK-I 

სპეციალური დანიშნულების ტაქტიკური ჩაფხუტი DH MK-III და სპეციალური დანიშნულების ჯავშანჟილეტი MK-II

ტყვიამფრქვევების დაუნგრეიდი - ვიეტნამის გამოცდილება

კასტრირებული ტყვიამფრქვევების თემას ბლოგზე უკვე შევეხე - იხილეთ თემატური სტატია: ტყვიამფრქვევ M60-ის კუსტარული აპგრეიდი (თუ დაუნგრეიდი).

ამჯერად წარმოდგენილ ფოტოებზე ვიეტნამში მებრძლი MACV-SOG-ის წევრები არიან გამოსახულები - სპეცრაზმელებს ლულადამოკლებული РПД-ეები უკავიათ ხელში.

ისლამური სახელმწიფო ეგვიპტის წინააღმდეგ


ISIS-მა სინაის ნახევარკუნძულზე, დაბა არიშის მახლობლად მდებარე ეგვიპტის არმიის პოსტზე თავდასხმის ფოტოები გაავრცელა. თავდასხმა რამდენიმე დღის წინ განხორციელდა. გავრცელებული ცნობების თანახმად თავდამსმხელებმა 15 ეგვიპტელი სამხედრო მოსამსახურე მოკლეს და დაწვეს 1 ცალი ტანკი 'M60 და 2 ცალი YPR-765 PRI-ს ტიპის ქსმ-ი. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა ასევე ხელთ ჩაიგდეს დიდძალი შეიარარება და საბრძოლო მასალები.

Monday, February 18, 2019

გამოფენა IDEX-2019 - ფოტორეპორტაჟი


აბუ დაბიში მიმდინარე შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის საერთაშორისო გამოფენა IDEX-2019-ის ფოტორეპორტაჟი გამოფენაზე დამსწრე მეგობრისგან:

 CMI Group-ის 105 მილიმეტრიანი საბრძოლო კოშკურა COCKERILL 3105

 35 მილიმეტრიანი საზენიტო-საარტილერიო დანადგარი Rheinmetall Oerlikon Millennium Gun

Mersedes-ის პავილიონი

 სამხრეთ კორეული საარტილერიო და სარაკეტო დანადგარები

ჩინური კომპანია Poly Technologies-ის ტსმრ GAM-ის ოჯახობა

ჩინური NORINCO-ს თანამგზავრული ნავიგაციით (მარცხნივ) და ლაზერით მართვადი (მარჯვნივ) 155 მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვები

ჩინური ხელის საზენიტო სარაკეტო კომპლექსი QW-2

ჩეხური ზცრს-ი

უკრაინული БТР-4МВ1

 სერბული Yugoimport SDPR-ის პავილიონი
  
კომპანია "Базальт"-ის ყუმბარმტყორცნები

«НПК „КБМ“»-ის მიერ შექმნილი ხელის საზენიტო სარაკეტო კომპლექსი "Верба"

«КБП Тула"-ს საგემბანო ბაზირების საზენიტო სარაკეტო-საარტილერიო საზენიტო დანადგარი "Панцирь-МЕ", ტსმრ "Корнет" და ავტომატური ყუმბარმტყორცნი АГС-30

კომპანია FLIR-ის რადიო და ელექტრო-ოპტიკური დაკვირვებისა და თვალთვალის მოწყობილობები

გერმანული DIEHL Defence-ს ახლო რადიუსის ჰსთ კომპლექსი IRIS-T SL 

SAAB-ის მულტიფუნქციური რადარი Giraffe 4A