Tuesday, May 21, 2019

სსსტც "დელტა"-ს ჯავშანტექნიკა სამხედრო სიმულაციურ თამაშზე


შაბათს, 18 მაისს, სსსტც "დელტა"-ს ორგანიზებით საბრძოლო-სიმულაციური ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში ჩართული იყო "დელტა"-ს ჯავშანტექნიკა - 4 ცალი ჯავშანმანქანა "დიდგორი", ერთი ქსმ "ლაზიკა", ერთი КрАЗ-ის ბაზაზე შექმნილი ცზრს, ერთი 120 მილიმეტრიანი ნაღმტყორცნი და ოთხმოცამდე სტრაიკბოლისტი. სიმულაციას ასევე ესწრებოდა ორ ათეულამდე სამოქალაქო და სამხედრო წარმომადგენელი.

სცენარის მიხედვით სტრაიკბოლის ჯგუფი ორ ნაწილად გაიყო და შეიქმნა მოიერიშე და დაცვის რაზმები, რომლებიც ერთმანეთის წინააღმდეგ აქტიურად იყენებდნენ "დელტა"-ს მიერ ღონისძიებისთვის გამოყოფილ ტექნიკას.



Monday, May 20, 2019

სსსტც "დელტა"-ს სამედიცინო-საევაკუაციო მანქანები ქარხნულ გარბენზე

სსსტც "დელტა"-ს სამედიცინო-საევაკუაციო მანქანები ქარხნულ გარბენზე. მანქანები ძალიან გავს საუდის არაბეთის მედევაკენს, მაგრამ რამდენიმე სხვაობა საკმაოდ დასაფიქრებელია - ნახევარმთვარის ნიშნები განსხვავდება (საუდის მანქანებზე გვერდითი და უკანა ნახევარმთვარე უფრო მომცრო იყო), წინა ფარების დაცული ბუდეები, გარედან მიერთებული ჰაერის არხი და ტალახიდან ამოსასვლელი გოფრირებული ლაფეტები.