Saturday, May 25, 2013

მე–2 მსოფლიო ომის რარიტეტები სირიაში

ამ რამდენიმე თვის წინ ინტერნეტში გავრცელდა მე–2 მსოფლიო ომის დროინდელი, გერმანული შაშხანა Stg-44-ით შეიარაღებული სირიელ ამბოხებულთა ფოტოსურათები. ამ ფოტოებმა საკმაოდ დიდი გაოცება გამოიწვია 

თუმცა ამბოხებულებმა ჩვენი გაოცება კვლავ გადაწყვიტეს – ამჯერად ბრძოლაში საბჭოთა წარმოების ტყვიამფრქვევი ДПМ ჩართეს

Thursday, May 23, 2013

IDET 2013: ჩეხური Pandur II

გამოფენა IDET–2013–ის ერთ ექსპონატზე უკვე ვისაუბრეთ (21–ე საუკუნის БМП–1), ამჯერად უკვე ჩეხეთის არმიის კუთვნილ Pandur–II–ზე ვისაუბრებთ – ამ გამოფენაზე პირველად მოხდა ამ მანქანის გამოყვანა. ჩეხეთის არმიამ საერთო ჯამში ამ მანქანის შემდეგი მოდიფიკაციები იყიდა:
  • 72 ცალი RCWS-30–ით აღჭურვილი ქვეითთა საბრძოლო მანქანა
  • 11 ცალი სამეთაურო–საშტაბო მანქანა
  • 8 ცალი სადაზვერვო მანქანა
  • 4 ცალი  სამედიცინო–საევაკუაციო მანქანა
  • 4 ცალი საინჟინრო მანქანა


ქვეითთა საბრძოლო მანქანა
 
სადაზვერვო მანქანა
სამეთაურო–საშტაბო მანქანა
სამედიცინო საევაკუაციო მანქანა

21–ე საუკუნის БМП–1

ჩეხეთში მიმდინარე თავდაცვითი შეიარაღების გამოფენა IDET–2013–ზე ჩეხურმა კომპანია Excaliburarmy–მ საბჭოთა БМП-1–ის ახალი მოდერნიზირებული ვერსიის, BVP-M2 SKCZ–ეს პრეზენტაცია განახორციელა.
 მანქანის ტექნიკური აღწერილობა


Wednesday, May 22, 2013

უცნობი რუსული ჯავშანმანქანა

ინტერნეტში გამოჩნდა ახალი რუსული ჯავშანმანქანის ფოტოსურათი. ფოტოს მიხედვით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება რომ მანქანას მუხლუხებიანი სავალი ნაწილი გააჩნია, რომლის ფორმის მიხედვითაც ის რუსული ტუნდრების, ჭაობების და პოლარული ზამთრის პირობებში სასიარულოდაა განკუთვნილი:

არაა გამორიცხული რომ ფოტოზე საცდელ საკონსტრუქციო სამუშაო "Арктика"–ს ფარგლებში შექმნილი მანქანა იყოს გამოსახული.

Monday, May 20, 2013

F-35 - პირველი სასწავლო ჰაერში საწვავით გამართვა

მაისის შუა რიცხვებში დაიწყო F-35A–ს ჰაერში საწვავით გამართვის სწავლება – 13 მაისს გამანადგურებელმა პირველად განახორციელეს ეს ოპერაცია რიგითი მფრინავებით კაბინაში.
პილოტები F-35A–თი უკვე ტაქტიკური სწავლების ფარგლებში დაფრინავენ. სწავლებას Eglin AFB–ზე მდებარე გამანადგურებელთა 59–ე ესკადრილია უზრუნველყოფს. ბაზამ F-35Α Block 2A–ს მიღება მაისის დასაწყისში დაიწყო. 


Saturday, May 18, 2013

C-130J - ერთი მილიონი საათი

Lockheed Martin–ის განცხადების თანახმად სატრანსპორტო თვითმფრინავი C-130J Super Hercules–ის ფლოტმა 1996 წლიდან, როდესაც ეს თვითმფრინავი მწყობრში ჩადგა, ერთი მილიონი საათი იფრინა.
C-130J შემდეგი ქვეყნების საჰაერო ძალებში მსახურობს – აშშ, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, იტალია, დანია, ნორვეგია, კანდა, ინდია, ქატარი, ომანი, ერაყი, ტუნისი. ხოლო უახლოეს მომავალში ამ თვითმფრინავების პარტიები გადაეცემათ ისრაელს, ქატარს და სამხრეთ კორეას.

დღის ფოტო – Т-90С–ის ეკიპაჟი

პერუში მიმდინარე გამოფენა SITDEF 2013–ზე რუსული კომპანია "Уралвагонзавод"–ის საგამოფენო სტენდი