Wednesday, July 31, 2013

დღის ფოტო – რაკურსი

F-35-ის საინტერესო რაკურსი ღია იარაღის საცავებით

Tuesday, July 30, 2013

"კონტრასტიანი" T-84 Оплот-M

ინტერნეტში გავრცელდა უკრაინული ტანკის, T-84 Оплот-M-ის საინტერესო ფოტოსურათი. ფოტოზე ტანკი შემნიღბავი ბადე  "კონტრასტი"–თაა (Контраст) აღჭურვილი. პიქსელური შეფერილობიდან გამომდინარე ტანკი ტაილანდისთვისაა განკუთვნილი.
მრავალსპექტრალური შესანიღბავი ბადე ამცირებს ტანკის შემჩნევადობას რადიო და ინფრაწითელ დიაპაზონებში და ასევე ნიღბავს მას ვიზუალურად. 
ანალოგიური შესანიღბი საშუალებები საბჭოთა კავშირში 70–იან წლებში შეიქმნა, სახელწოდებით "ნაკიდკა" (накидка), თუმცა ფართო გავცელება ვერ ჰპოვა. უფრო თანამედროვე რუსული შესანიღბავი ბადე ეს "ტერნოვიკ"–ია (Терновник), რომელიც უკრაინული ბადის ანალოგიურია.

"ტერნოვიკ"–თ აღჭურვილი T-90

ჯავშანმანქანა "Тайфун-К"–ს საცდელი ნიმუშები КАМАЗ–ისგან

გაერთიანებული სააქციონერო საზოგადოება "КАМАЗ"–მა 29 ივლისს, თათარსტანის პრეზიდენტის, რუსტამ მინიჰანოვის მიერ საწარმოო სიმძლავრეების მონახულებასთან დაკავშირებულ პრეს–რელიზში ორი ახალი ჯავშანმანქანის, კორპუსიანი КамАЗ-63969–ის და რამიანი КамАЗ-63968–ის ფოტოსურათი გამოაქვეყნა. ეს მანქანები საცდელ–საკონსტრუქციო სამუშაო "Тайфун"–ის ფარგლებში იქმნება და წარმოადგენენ 6х6 სავალი ფორმულის მქონე და 4 ტონა ტვირთამწეობის ჯავშანმანქანებს.
КамАЗ-63968–ის საცდელი ეგზეპლიარი 2013 წლის დასაწყისში იქნა დამზადებული, ხოლო КамАЗ-63969–ის აწყობა სავარაუდოდ ივნისში დასრულდა. КамАЗ-63969–ის საცდელი ეგზემპლიარი გაერთიანებული სააქციონერო საზოგადოება "Электромашина"–ს მიერ დამზადებული დისტანციურად მართვადი სატყვიამფრქვევო მოდულითაა აღჭურვილი.

წყარო:

Sunday, July 28, 2013

ქართველები USMC–ის თვის საუკეთესო ფოტოებში

ამერიკის საზღვაო ქვეითთა კორპუსის თვის საუკეთესო ფოტოებში ქართველებიც მოხვდნენ:

ფოტოზე ასახულია ოპერაცია "ჩრდილოეთის ლომი–II"–ში მონაწილე ქართული 33–ე ბატალიონისა და ამერიკელ საზღვაო ქვეითთა GLT-9–ის ჯარისკაცები / U.S. Marines assigned to Georgian Liaison Team-9 and Georgian Army soldiers assigned to the 33rd Light Infantry Battalion make their way to the extraction point during Operation Northern Lion II in Helmand province, Afghanistan, July 3, 2013. Northern Lion II was a Georgian-led operation conducted to deter insurgents, establish a presence, and gather human intelligence in the area.

წყარო:

100th F-35

მე–100 F-35 Joint Strike Fighter–ი საბოლოო აწყობის ფაზაში შევიდა. Lockheed Martin–ის განცხადების თანახმად, აშშ–ს ავიაციისთვის განკუთვნილი AF-41 აწყობის შემდეგ არიზონაში მდებარე Luke AFB–ის უნდა გადაეცეს. სადაც ეს ბორტი გამოყენებული იქნება აშშ–ს და სხვა პროგრამაში მონაწილე ქვეყნების პილოტების მოსამზადებლად.

დღის ფოტო – ორიგინალი და ასლი

ორიგინალი და ასლი – Су-33 და J-15




Friday, July 26, 2013

რუსეთის ფედერაციის ცენტრალურ და აღმოსავლეთ სამხედრო ოლქების მოულოდნელი შემოწმების რამდენიმე მაჩვენებელი

გუშინ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში აღმოსავლეთ და ცენტრალური სამხედრო ოლქებში მოულოდნელად განხორციელებული შემოწმებისადმი მიძღვნილი ბრიფინგი გაიმართა.

წარმოგიდგენთ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ექსპერტებისთვის და ჟურნალისტებისთვის წარმოდგენილი საპრეზენტაციო მასალას:

მთლიანი მოხსენება შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:



Wednesday, July 24, 2013

PzH–2000 - მიზნის პირდაპირი დარტყმით განადგურება

სამხრეთაფრიკულ საცდელ პოლიგონ Alkanptan–ზე წარმატებით დასრულდა 155მმ–ნი მართვადი ჭურვი "Vulcano"–ს გამოცდები. 155მმ–ნმა თვითმავალმა ჰაუბიცა PzH–2000–მა ჭურვით 33 კილომეტრში მიზანი პირდაპირი მოხვედრით გაანადგურა, აღსანიშნავია რომ სამიზნეს 2×2 მეტრიან ფოლადის დაფა წარმოადგენდა.
"Vulcano"–ს ჭურვების ოჯახის შექმნაზე მუშაობა OΤΟ Melara–მ დაიწყო. თავდაპირველად ეს სამუშაო მხოლოდ საზღვაო 127მმ–ნ ჭურვებს ეხებოდა, მაგრამ შემდეგში კვლევა 155მმ–ან ჭურვებსაც შეეხო. ბოლო შემთხვევაში იტალიური კომპანია Diehl Defence–სთან თანამშრომლობს, ეს სამუშაო გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ანგარიშისთვის სრულდება.


"Vulcano"–ს ოჯახის ჭურვებს ორი ვარიანტის ორმაგი მართვის სისტემა გააჩნია – პირველი GPS/IR, ხოლო მეორე GPS/SAL. კონკრეტულ შემთხვევაში მხოლოდ GPS–ის დახმარებით მართვად ჭურვს PzH–2000–ის საუკეთესო შემთხვევაში მიზანთან 20 მეტრის რადიუსში აგდებდა, ხოლო კომბინირებული დამიზნების სისტემით (ამ შემთხვევაში ლაზერის დახმარებით) ჰაუბიცამ მიზანი პირდაპირი დარტყმით გაანადგურა.

წყარო:

Tuesday, July 23, 2013

Return to Black Hawk Down

დაბრუნება "შავი ქორის ვარდნის" ბრძოლაში და განვითარებული მოვლენების აღდგენა მონაწილების მიერ – ეს იდეა რეჟისორ Matt Knighton–სა და პროდუსერ Mary Beth Minnis–ს გაუჩნდათ და განახორციელეს კიდევაც.

საკმაოდ ემოციური ვიდეო რგოლია:

ფილმის შესახებ შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე წაიკითხოთ:

Monday, July 22, 2013

Syria VS ΝΑΤΟ - ΝΑΤΟ–ს პირველი სტრატეგიული მარცხი ცივი ომის დასრულების შემდეგ


ამერიკული ინტერნეტ გაზეთი World Tribune–ს თანახმად სირიაში ისლამისტმა ამოხებულებმა სერიოზული მარცხი განიცადეს და 2013 წლის ბოლოსთვის მათი კონტროლის ქვეშ მხოლოდ ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე მცირე ტერიტორიები იქნება და ისიც მხოლო და მხოლოდ თურქეთის დახმარების წყალობით. რაც თავისთავად რეგიონში დასავლეთისა და განსაკუთრებით ამერიკის სტრატეგიულ მარცხს ნიშნავს.
ცივი ომის შემდეგ ეს დასავლეთისთვის პირველი წარუმატებელი კონფლიქტია. რა თქმა უნდა ომი ჯერ არ დამთავრებულა და გეოსტრატეგიული "ჯახი" ახლა იღებს მაშტაბურ გაქანს, მაგრამ ამ "ჯახს" დასავლეთი ცუდი პოზიციიდან იწყებს.
ამერიკულ გაზეთს, დასავლეთის (აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი) სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენელბის შეხვედრისას, ოფიციალურმა პირებმა განუცხადეს რომ სირიელმა ამბოხებულებმა ბოლო სამი თვის განმავლობაში სერიოზული მარცხი განიცადეს და ასადს მათი სახით საფრთხე აღარ ემუქრება. 
ოფიციალური პირების ვარაუდით "ასადის არმია, რუსებისა და ირანელების დახმარებით, წლის ბოლოსთვის ჩრდილოეთ სირიის გარდა ისლამისტების ყველა სერიოზულ საყრდენ პუნქტს ჩაიგდებს ხელში".
როგორც ამერიკის შეიარაღებული ძალების სარდალმა, მარტინ დემპსიმ (Martin Dempsey) განაცხადა "იარაღის ფუნდამენტალისტი მუსულმანების ხელში აღმოჩენის საშიშროების გამო აშშ–მ, ინგლისმა და საფრანგეთმა გადაწყვიტეს შეეწყვიტათ ისლამისტი მეამბოხეებისთვის იარაღის და სამხედრო დახმარების მიწოდება. ამგვარად სიტუაცია ასადის სასარგებლოდ ვითარდება".
ΝΑΤΟ–ს წყაროს თანახმად "ამბოხებულთა კომპანია აპრილის შემდეგ სულ უფრო და უფრო მარცხისკენ მიემართება და გაურკვეველია ვინ ებრძვის ასადს და ვინ უბრალოდ ფულს აკეთებს (საუბარია დაქირავებულ მებრძოლებზე)".
ΝΑΤΟ–ს წევრების შეხვედრაზე ცნობილი გახდა რომ "იმ სირიელების უმეტესობა რომელთა მობილიზაციაც ამბოხებულებმა განახორციელეს უკვე აღარ იბრძვის". მათი წასვლით დარჩენილი სიცარიელე ალ–ქაიდასთან დაკავშირებულმა დაქირავებულმა მებრძოლებმა შეავსეს.
აშშ–ს სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერრიმ (John Kerry), იორდანიაში სირიელი ლტოლვილების ბანაკში ვიზიტისას აღიარა რომ "სირიელი პარტიზანები გაჯავრებულები არიან სირიელ ხალხზე, რადგანაც ის მათ გვერდში არ დგას". როგორც ჯონ კეერრიმ თქვა "ეს არაა ისეთი ადვილი საქმე როგორც ერთი შეხედვით ჩანს".
ივლისის შუა რიცხვებიდან საფრანგეთმა და ინგლისმა ოფიციალურად დააფიქსირეს მათი უარყოფითი პოზიცია სირიელ ამბოხებულთა დახმარებასთან დაკავშირებით და უარი განაცხადეს მათთვის იარაღის გაგზავნაზე. შეგახსენებთ რომ ეს ორი ქვეყანა არც თუ ისე დიდიხნის წინ სირიაში სამხედრო ინტერვენციის დიდ სურვილს გამოთქვამდნენ. მაგრამ უცბად "გაათვითცნობიერეს" რომ მათი იარაღი შესაძლებელია რომ ალ–ქაიდას ხელში მოხვდეს (უცნაურია და ამ ბოლო 2,5 წლის განმავლობაში მათ მიერ სირიაში გაგზავნილი იარაღი ზუსტად ალ–ქაიდას ხელში ხვდებოდა რის შესახებაც არა ერთხელ ვწერდი – ჯერ სადა ხართWTF).

წყარო:

P.S.ამგვარად სირიის მთავრობის გამარჯვებისთვის ყველა წინა პირობა იქმნება – ევროპამ უარი განაცხადა მეამბოხეთა დახმარებაზე, ისრაელიც ცუდი თვალით უყურებს მუსულმან ფუნდამენტალისტებს და აწყობს სირიის მთავრობის გამარჯვება, რომელთანაც უკანასკნელი 40 წელია მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონდა. ვნახოთ რა გამოვა ამ აჯაფსანდალიდან. ახლო აღმოსავლეთში ბრძოლის მეორე რაუნდი იწყება და ამ რაუნდში დასავლეთი უხერხულ მდგომარეობაშია.