Saturday, January 18, 2014

J-20-ის მესამე პროტოტიპი

J-20-ის მესამე პროტოტიპი (www.dsjunshi.com)
ჩინეთში, ჩენდოუს ავიასამშენებლო გაერთიანების (Chengdu Aircraft Industry Group – CAIG) აეროდრომზე, 2014 წლის 16 იანვარს გადაღებული იქნა ჩინური მე–5 თაობის გამანადგურებელის,  J-20–ის მესამე პროტოტიპი, საბორტე ნომრით "2011", რომელიც ჯერ ისევ სახმელეთო გამოცდებს გადის.
CAIG–ის მიერ შემუშავებული გამანადგურებლის პირველმა პროტოტიპმა (საბორტე ნომერი "2001") პირველი ფრენა ჩენდოუში, 2011 წლის 11 იანვარს განახორციელა, მეორე პროტოტიპმა კი (საბორტე ნომერი "2002") – 2012 წლის მაისში. მესამე პროტოტიპი პირველი ორი პროტოტიპისგან ვიზუალურად მხოლოდ ცხვირის ქვედა ნაწილში ჩაშენებული ოპტიკურ–ელექტრონული სისტემის არსებობით განსხვავდება.

J-20-ის მესამე პროტოტიპი (www.military.dwnews.com) - ცხვირის ქვედა ნაწილში, ყვითლად ჩანს ოპტიკურ–ელექტრონული სისტემა

Friday, January 17, 2014

იაპონიაში მეორე მსოფლიო ომის ლეგენდარული პარტიზანი გარდაიცვალა





იაპონიაში, 91 წლის ასაკში მყოფი, იაპონიის საიმპერატორო არმიის ყოფილი უმცროსი ლეიტენანტი, ჰირო ონოდა გარდაიცვალა. ონოდა ცნობილი გახდა იმით, რომ 1945 წლის იაპონიის კაპიტულაციის შემდეგ მან ბრძოლა, ფილიპინების ჯუნგლებში კიდევ 30 წლის განმავლობაში, 1974 წლამდე განაგრძო
ამ წლების განმავლობაში, როდესაც ომი უკვე დასრულებული იყო, იაპონელმა ამერიკისა და ფილიპინის არმიის და საპოლიციო ქვედანაყოფებზე ათობით თავდასხმა განახორციელა. თავდასხმების შედეგად მან 30–მდე სამხედრო და სამოქალაქო პიროვნება მოკლა და 100–ზე მეტი დაჭრა. იაპონიისა და ფილიპინების მთავრობას რთული ოპერაციის განხორციელება დასჭირდათ, რათა ონოდა დაერწმუნებინათ იმაში რომ ომი დასრულდა და იაპონიამ კაპიტულაცია გამოაცხადა.
სპეციალურად ამისთვის იაპონიაში მოძებნეს ონოდას უშუალო მეთაური, რომელიც ფილიპინების ჯუნგლებში იქნა ჩაყვანილი და მან თავის სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა ონოდას ბრძანება მისცა რომ საბრძოლო მოქმედებები შეეწყვიტა. მხოლოდ ამის მერე ვეტერანი დასთანხმდა ჩაჰბარებოდა მოწინააღმდეგეს. ფილიპინების კანონებით ონოდას ბანდიტიზმის გამო სასიკვდილო განაჩენი ეკუთვნოდა, მაგრამ იაპონიის მთავრობის დაჟინებული თხოვნით მათ ის შეიწყალეს და სამშობლოში დააბრუნეს.
ონოდას ფილიპინების მთავრობაზე ჩაბარებას თვითონ ფილიპინების პრეზიდენტი ესწრებოდა, რომელსაც ონოდამ თავისი სამურაის ხმალი გადასცა, რომელიც მას პატივისცემის ნიშნად უკან დაუბრუნეს. ჩაბარებისას ონოდას თავისი მუნდირი ეცვა და თან ჰქონდა მუშა მდგომარეობაში მყოფი შაშხანა Arisaka Type-99 და 500 ვაზნა.

ონოდა ფილიპინების პრეზიდენტს გადასცემს სამურაის ხმალს
სახლში ონოდამ დაწერა რამდენიმე წიგნი და დააარსა სკოლა, სადაც ბავშვებს ჯუნგლებში გადარცენას ასწავლიდა.

Thursday, January 16, 2014

EF-2000 + Taurus

Taurus KEPD 350–ით აღჭურვილი EF-2000-ის პირველი ფრენა
გასულ თვეს Eurofighter–მა Storm Shadow–ის გამოცდები დაიწყო, გუშინ კი Taurus KEPD 350–ით განახორციელა პირველი ფრენა. გამოცდებისთვის თვითმფრინავი IPA7 (Instrumented Production Aircraft) გამოიყენება, რომელიც ფრენებს Manching–ის ავიაბაზიდან ახორციელებს. გამანადგურებელს პილოტი–გამომცდელი  Chris Worning მართავდა.
 ეს გამოცდები ერთიანდება Storm Shadow–ის დასრულებისა და ინტეგრირების პროგრამაში და  Taurus–ით განხორციელებული ფრენების შედეგად მიღებული მონაცემები გამოყენებული იქნება Storm Shadow–ის სამსახურში ჩასადგომად.

Storm Shadow–ით აღჭურვილი EF-2000

ახალი სკანდალი აშშ–ს არმიაში

ინტერნეტში აშშ–ს საზღვაო ქვეითების მორიგი "შეუსაბამო ქცევის" ფოტოები გამოჰკიდეს. ფოტოებში, რომლებიც ინტერნეტპორტალმა TMZ გამოაქვეყნა, აღბეჭდილია აშშ–ს საზღვაო ქვეითები, რომლებიც უკვე დალპობის სტადიაში მყოფი ერაყელი პარტიზანების გვამებს წვავენ (სავარაუდოდ სუნმა შეაწუხათ):
პროგრესიულად მოაზროვნე საზოგადოების არანაკლები აღშფოთება გამოიწვია "მარადიორობის" ფაქტმა – ფოტოზე ამერიკელი ჯარისკაცი მოკლული ერაყელის ტანსაცმელს ჩხრიკავს (რას ეძებდა გაუგებარია):
 ასევე ამერიკელების საყვარელი პოზიორობა: 

როგორ კომენტარებში წერენ (IRAQI DEATH SCENE PICS OF MARINES BURNING BODIES Trigger U.S. Military Investigation [PHOTOS]) – არმიაში წარუმატებელი და კრიმინალური წარსულის მქონე ხალხი მიდის, რომლებსაც უნდათ რომ ციხეს თავი აარიდონ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და რომ ეს ყველაფერი სირცხვილია და ამგვარი ჰუმანოიდური აზრები.

P.S. ბრძოლის ველი ისეთი ადგილია სადაც მტერი გძულს, და ეს განსაკუთრებით პარტიზანული ბრძოლების დროსაა გამოხატული. ამიტომ ჯარისკაცებს ვერ მოსთხოვ გადამეტებულ ჰუმანურობას. მე თუ მკითხავთ – დიდი არაფერი დანაშაული და კრიმინალი არაა ფოტოებზე აღბეჭდილი, აიღეს და დეზინფექცია ჩაატარეს, ვის ექნებოდა მაგ დროს საფლავების თხრის თავი. პატრონმა არ მიხედა დახოცილების გვამებს და ჯარისკაცებს მოსთხოვე ეხლა რატო დაწვითო.

დილა მშვიდობისა ხალხ

მოდი რახან ისევ საახალწლო–საშობაო სული ტრიალებს ამ ფოტოს დავდებ

ფოტოზე ისრაელის საარმიო ავიაციის კუთვნილი დამრტყმელი ვერტმფრენი "კობრა" (AH-64A, რომელსაც ებრაელები “Peten”–ს უწოდებენ, რაც კობრას ნიშნავს) წინასაახალწლო საჩვენებელი ფრენისას სითბური სატყუარა მაშხალების ზალპს ისვრის.

Tuesday, January 14, 2014

ძველით ახალ წელს ვულოცავ ყველას

ვულოცავ ყველას ყველა ამ დღესასწაულებს – შობას და ორივე ახალ წელს :D

სანტა ქაბულში:
 – ხო,ხო,ხო. ცუდ ბიჭებს დაერხა.



Saturday, January 11, 2014

ერაყში რადიკალებმა პირველი Abrams გაანადგურეს

ინტერნეტში გავრცელებული ვიდეო მასალა (10 იანვრით თარიღდება), რომელზეც გამოსახულია ერაყის არმიის კუთვნილი განადგურებული ტანკი Abrams გამოსახული

P.S. ვიდეოში გამოსახული ფაქტის ავთენტურობა ჯერ დაუზუსტებელია, დაველოდოთ განადგურებული ტანკის ფოტოებს, ან მეორე მხარის მიერ მოყვანილ ფაქტებს.

დიზელის ძრავიანი Abrams-ები

GDLS–მა უკვე დაიწყო ტანკ Abrams–ის დიზელის ძრავაზე გადაყვანის პროგრამა. აშშ–ს არმიამ უკვე მიიღო დიზელისძრავიანი Abrams–ის ერთი ეგზემპლიარი, რომელზეც ექსპულატაციის  ხარჯების შესწავლა მოხდება. თუ ტანკმა გამოცდები წარმატებით დაასრულა, მაშინ ის სავარაუდოდ ECP პროგრამაში იქნება ჩართული.


ტანკ Abrams-ი აირტურბინული AGT-1500 ნაცვლად, გერმანული წარმოების, დიზელის, 1630ც/ძ–ან ძრავა MB–883 მიიღებს. რომელიც უფრო კომპაქტური, უფრო ეკონომიური (50% ნაკლები წვა) და უფრო მძლავრია (AGT–1500–სს 1500ც/ძ აქვს). ამას გარდა ძრავა უფრო ნაკლებ სითბიურ კვალსა და გამონაბოლქვს გამოჰყოფს.

P.S. ზოგიერთი ცნობა სატანკო ძრავების საწვავის ხარჯვის შესახებ:
საბერძნეთის ტენდერში გამოვლენილი სვლის მარაგი:

  • Abrams - 365კმ (ავიანავთი – 1909,2ლტ)
  • Leopard-2A5 - 375კმ (დიზელი – 1160ლტ)

შვედეთის ტენდერში გამოვლენილი საწვავის ხარჯი:
Abrams M1A2 (აირტურბინული AGT-1500)

  1. გამოცდებისას გაიარა – 3800კმ
  2. დახარჯა – 56488 ლტ. საწვავი


Leopard-2A5 (დიზელი MB–873)

  1. გამოცდებისას გაიარა – 3730კმ
  2. დახარჯა – 26874 ლტ. საწვავი


Leclerc (ჰიბრიდული V8X 1500)

  1. გამოცდებისას გაიარა – 3000კმ
  2. დახარჯა – 41400 ლტ. საწვავი
წყარო – Project "Stridsvagn Ny"


როგორც ზემოთ მოყვანილი ციფრებიდან ჩანს:
  • ბერძნულ კონკურსში Leopard-2A5–მა 40% ნაკლები საწვავით 10 კილომეტრით მეტი გაიარა ვიდრე აბრამსმა. კილომეტრზე ამერიკულმა ტანკმა 5,23ლტ ხოლო გერმანულმა 3,1ლტ წვა აჩვენეს (გარბენა ცენტრალურ მაგისტრალზე, მოასფალტებულ გზაზე განხორციელდა).
  • შვედეთის კონკურსში – Abrams M1A2–მა კილომეტრზე 14,86ლტ/კმ წვა აჩვენა, Leopard-2A5–ის ხარჯვა 7,2ლტ/კმ იყო, ხოლო ჰიბრიდულმა Leclerc–მა კილომეტრზე 13,8ლტ დაწვა საშუალოდ (გარბენა უგზოობაზე განხორციელდა).

როგორც ზემოთ მოყვანილი ციფრებიდან ჩანს ამერიკული აირტურბინული ძრავა გერმანული დიზელის ძრავასთან შედარებით საშუალოდ 40–45% მეტ საწვავს წვავს, რაც თავისთავად ლოჯისტიკურ პრობლემებთანაა დაკავშირებული.
ამ პრობლემება თავი ნათლად იჩინა 2003 წელს, როცა ამერიკის ჯავშანსატანკო ჯარები ერაყში შეიჭრნენ და ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც საწვავ გამმართველი მანქანები ვერ ასწრებდნენ ტანკებისთვის საწვავის მიტანას და მის გამო სატანკო ჯარებს ლოდინი და შეტევის შეჩერება ან შენელება უწევდათ. ხშირად საწვავით გამართვას უშუალოდ ბრძოლის ველზე ახდენდნენ, რათა დრო დაეზოგათ.


გერმანული ძრავა ასევე დიდ მოგებას იძლევა ზომებში. ქვემოთ მოყვანილ ფოტოსურათზე ჩანს Abrams–ის ძრავა–ტრანსმისიის განყოფილება, რომელზეც გერმანული ძრავა, MB–883 არის მიხატული. ჩანს რომ გერმანული ძრავა თითქმის ერთი მეტრით მოკლეა.


არანაკლებ მნიშვნელოვანია სითბური კვალიც – ვიდეოში Abrams–ის სითბური გამოსახულებაა ნაჩვენები. ჩანს თუ როგორ ტოვებს გავარვარებულ კუდს ტანკი ქვიშაში გავლისას (გამონაბოლქვი ჰაერში აწეულ ქვიშას აცხელებს და ტანკი მეტეორივით კუდს იკეთებს).

Wednesday, January 8, 2014

ბრძოლები ფალუჯასთვის

2014 წლის 5 იანვარს გადაღებული ერაყის ახალი არმიის მე–9 ჯავშანსატანკო დივიზიის ტანკების, M1A1M Abrams–ების, ქალაქ ელ–ფალუჯასთან თავშეყრის ფოტოსურათი. როგორც ცნობილია ერაყის ქალაქები ელ–ფალუჯა და რამადი 2014 წლის პირველ ღამეებში რადიკალური სუნიტური დაჯგუფების "ლევანატისა და ერყაის ილსამური სახელმწიფო"–ს (დავალტ ალ–ისლამ ირაკ ვა შამ) კოტროლის ქვეშ მოექცა. დაჯგუფებამ ეს ქალაქები "ისლამურ საემირატოებად" გამოაცხადა. 7 იანვარს ღამით, ერაყის არმიის მიერ განხორციელებული ქალაქის განთავისუფლების ოპერაცია ბანდ–ფორმირებებმა წარმატებით უკუაქციეს. ამ მომენტში ქალაქ ელ–ფალკუჯასა და რამადის გარშემო ერაყის პოლიციისა და არმიის მსხვილი ქვედანაყოფები იყრიან თავს, თუმცაღა ერაყის მთავრობა ამ ქალაქებში მსხვილმაშტაბიანი ოპერაციების განხორციელებას თავს არიდებს.

P.S. აშშ–მ ერაყის ახალ არმიას 2010 წლის აგვისტოდან 2011 წლის თებერვლამდე 140 ცალი М1А1М (დაკონსერვებაზე მყოფი М1А1–ის მოდერნიზირებული ვარიანტი). ტანკები ერაყის არმიას 2008 წელს 2,16 მილიარდ დოლარიანი კონტრაქტის ფარგლებში მიეწოდა. 2013 წელს აშშ–მ ერაყს დამატებით კიდევ 6 ცალი М1А1М მიაწოდა. М1А1М ტანკებით აღჭურვილია მე–9 ჯავშანსატანკო დივიზიის ოთხი სატანკო პოლკი – დივიზია ერაყის ახალი არმიის ყველაზე მძიმე ქვედანაყოფია, დივიზიის კიდევ სამ პოლკს შეიარაღებაზე Т-72М1 ყავს. პოლკის საშტატო შემადგენლობაში 35 ტანკი შედის –  11 ტანკი სამ სატანკო ასეულში და ორი პოლკის მმართველობაში.

საახალწო ღამეს ალ–ფალუჯაში რადიკალი ისლამისტების მიერ განადგურებული ერაყის არმიის ექვსი ცალი ჯავშანმანქანა HUMVEE 


ერაყის სამთავრობო ძალების მიერ განხორციელებული რაიდი ქალაქ ალ–ფალუჯაში (რეიდის შედეგად განადგურებული იქნა 33 ისლამისტი)





Tuesday, January 7, 2014

OPFOR

OPFOR–ის შესახებ არა ერთხელ ვწერდი ბლოგში:



დამატებით წარმოგიდგენთ ამერიკის არმიის "საოპოზიციო ძალების" ტექნიკას:

ტანკი M-551 Sheridan ბაზა – გამოსახავს საბჭოთა БМП–1. ტანკის ლულა მოხსნილია, სამაგიეროდ აყენია საიმიტაციო 73მმ–ნი ქვემეხი და მართვადი რაკეტა 


ტანკი M-551 Sheridan ბაზა – გამოსახავს საბჭოთა Т–72. კოშკურაზე დამაგრებულია პლასტიკატის ფირფიტები, რითაც ის 72–ის მრგვალ კოშკურას წააგავს, ასევე პლასტიკატის ლულაა შემოცმული ტანკის ქვემეხზე, რიტაც 125მმ–ნ საბჭოთა ქვემეხის იმიტაცია ხდება



Fort Irwin–ის ცენტრის "საოპოზიო ძალების" Т-72–ები – ემზადებიან მორიგი სასწავლო ბრძოლისთვის. 1981 წლიდან რაც ეს სასწავლო ცენტრი დაარსდა, ამ სატანკო ქვედანაყოფებს, რომლებიც საბჭოთა ტაქტიკით მოქმედებენ, მოგებული აქვთ ბრძოლების 80%