Thursday, July 3, 2014

იცნობდე მტერს – მოღალატე შენს სახლში

მოკლედ ამ დილით ასეთ საუბარს შევესწარი FACEBOOK–ში – ვინცხა მავანის "ნანა თათიაშვილის" სტატუსი ერთმა ჩემმა ახლობელმა დააკომენტარა (ახლობლის სახელს სპეციალურად ვშლი წითელი ფერით, არ მინდა ამ ნაგავი ხალხის ფონზე ღირსეული ქართველის სახელიც იყოს):

1 – მაშ ასე, როგორც გაირკვა ეს ყოფილა "ერეკლე მეორის საზოგადოების" წევრები (ერეკლე მეორე ალბათ საფლავში გადატრიალდა). ტიპიური "გრუზინული" არსებები (ადამიანები არა), რომლებიც რუსეთიდან ფინანსდებიან და რუსულ ინფრომაციულ პროპაგანდას ატარებენ.

2 – ფოტოზე გამოსახული კასეტური ბომბი ეს არის ებრაული, რომელიც ებრაულმა ავიაციამ 2006 წელს ესროლა ჰესბოლას. სხვა თუ არაფერი googl–ში ფოტო ძებნის ფუნქციის გამოყენების შემდეგ ყველაზე ადვილად ეს სტატიები იძებნება:
ამ ფაქტების მონახვის შემდეგ ამ ორგანიზაციისთვის მისი რუსული პროპაგანდისტული მიზნებისა და ტყუილების ასახსნელად მათ გვერდზე გავწევრიანდი და შევეცადე ამეხსნა რომ სერიოზულად სცდებოდნენ, შედეგი შეგიძლიათ ქვემოთ ნახოთ – "გრუზინებმა" თავისი დონე გამოავლინეს (ნუ ბიდლო რუსებისგან მეტი რა უნდა ესწავლათ:

ბოლო პოსტის დაწერა ვეღარ მოვასწარი – დამბლოკეს ჯგუფში. შეეშინდათ სიმართლისა.

ხო და დავუბრუნდეთ სულ პირველ ფოტოს – სადაც ვინცხა არსება, სახელწოდებით "ნანა თათიაშვილი" ამტიკცებს რომ უკრაინელებმა კასეტური ბომბებით ხალხი დახოცეს და ასე შემდეგ, მოკლედ რუსული პროპაგანდონური ბაზარი (რას იზამს, ფულ ხო იღებს Путин Хуило-სგან). მისი სტატუსის ქვეშ შემდეგი დისკუსია გაიმართა:

განსაკუთრებული "მარგალიტები" შავად მოვნიშე (წითლად როგორც ვთქვი ახლობელი პიროვნებაა):

ზემოთა სტატუსი შემდეგმა ხალხმა დაალაიქა:

იცნობდეთ ქვეყნის მოღალატეებს სახეზე:

თვითონ ავტორი სტატუსისა – არსება სახელად ნანა თათიაშვილი 

არსება სახელად ბესიკ ადამია

არსება სახელად ლიზა რატიანი (ფოტო არ გვაქვს)

არსება სახელად ჯუბერ ლომსაძე

არსება სახელად გიორგი ბერია (ფოტო არ გვაქვს)

არსება სახელად დაჩი ქართველი (ფოტო არ გვაქვს)

არსება სახელად ია ჩხაიძე (ფოტო არ გვაქვს)

ასევე ანტიქართულ–პრო რუსული კომენტარების ავტორები

ლილი ცქიფურიშვილი

"ღრმად" პატივცემული სტალინისტები კომენტებიდან

 სიმონ ნემსაძე

შაქრო კამალაძე (ფოტო არა გვაქვს)

განახლება მოგვივიდა – ამბობენ ირაკლი ქართველიშვილი ეს არისო, მაგრამ სახელი და გვარი სხვა აქვს, დაგვეხმარეთ გავარკვიოთ ამ არსების ნამდვილი ვინაობა


P.S. ყველაზე ცუდი კი ისაა რომ აქედან ბევრი დასავლეთში – ამერიკაში ან ევროპაში ცხოვრობს. მაშ ასე კუდიანებზე ნადირობის სეზონი გახსნილია, დაგვეხმარეთ ამ ხალხის გამოვლენასა, მათი სახეების გამოაშკარავებაში და გასაჯაროებაში – ხალხი თავის მოღალატეებს სახეში უნდა იცნობდეს. და რაც მთავარია ირაკლი ქართველიშვილის ფოტო მომიძებნეთ.

Wednesday, July 2, 2014

დამწვარი F-35B

13 ივნისს, F-35B–ს, საცდელი ფრენის დასრულების შემდეგ, აეროდრომზე დაშვებისას ხანძარი გაუჩნდა. ინცინდენტის შემდეგ ამერიკელმა სამხედროებმა Lockheed Martin F-35–ების ფრენები შეაჩერეს და ყველა მათგანის ძრავების შემოწმება განახორციელეს. 
როგორც ცნობილი გახდა, ხანძარი ძრავა Pratt & Whitney F135–ში ზეთის სარქველის გაუმართაობამ გამოიწვია. შემოწმების შედეგად გამანადგურებლებზე არანაირი ხარვეზი არ აღმოჩნდა.

წყარო:

ფაშიზმის იმპორტი რუსეთიდან უკრაინაში

2012 წელს სანკტ–პეტერბურგში 20 წლის ახალგაზრდამ, ალექსეი იურევიჩმა (Алексей Юрьевич), ლეკვი დაკლა და ფოტოები ამაყად ატვირთა ინტერნეტში:

ფოტოების წყარო:

ასევე იმავე პერიოდში ამაყად გადაიღო ფოტო ფაშისტური გერმანიის სვასტიკიან დროშასთან (Деды воевали და რამე)

ამ ცოტა ხნის წინათ ეს ახალგაზრდა აღმოსავლეთ უკრაინაში გამოჩნდა – ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის დამცველი და მთელი ამბავი.

თვითონ ВДВ–ში აქვს ნამსახურები. ქვედა ფოტო დონეცკშია გადაღებული როგორც თვითონ ამტკიცებს კონტაკტის საკუთარ გვერდზე – Алексей Юрьевич

Tuesday, July 1, 2014

ქართული კონტინგენტი აფრიკის ცენტრალურ რესპუბლიკაში (ფოტოები)

აფრიკის ცენტრალურ რესპუბლიკაში გაგზავნილი ქართული კონტინგენტი EUFOR RCA–ს შემადგენლობაში მისიის შესრულებას შეუდგა. აღსანიშნავია რომ კონტინგენტი ქართული წარმოების ჯავშანჟილეტებითაა აღჭურვილი. საინტერესოა რატო არ იცავს ეს ფილა გულ–მკერდს და მხოლოდ მუცლის არეშია განთავსებული? (ამ პრობლემის შესახებ უკვე ვწერდი – ქართული ინდივიდუალური ჯავშანდაცვის სისტემები – მაშინ პასუხი არავინ გვაღირსა, არ უყვარს "დელტას" კრიტიკა).

P.S. თეგი  "აფრიკის ცენტრალური რესპუბლიკა" დავამატე!!!

წყარო:

Monday, June 30, 2014

How low can you go (7) ?

ჩრდილო ავღანეთი, გერმანული ბაზა მარმალი (Marmal) – უმსხვილესი სამხედრო ბაზა გერმანიის საზღვრებს გარეთ. ფოტოებზე აღბეჭდილია უნგრელებისა და გერმანელების კონვოი, რომელსაც გერმანული CH-53G-ბი მიაცილებენ 



წყარო:
ISAF Joint Command (IJC)

Saturday, June 28, 2014

დამწვარი ПАК–ФА

როგორც დაინტერესებული წრეებისთვის უკვე ცნობილია, 10 ივნისს, ჟუკოვსკში მდებარე მ. მ. გრომოვის სახელობის საფრენოსნო–საგამოცდო ინსტიტუტის აეროდრომზე მორიგი საგამოცდო ფრენის განხორციელების დასრულების შემდეგ, დაშვების მომენტში, უახლეს რუსულ გამანადგურებელ  Т-50–ს, მარჯვენა ჰაერმიმღების ზემოთ ლოკალური ხანძარი გაუჩნდა. ხანძარის ლოკალიზება ოპერატიულად მოხდა, დაზარალებულები არ არიან, მანქანა აღდგენას ექვემდებარება (წყარო – Сообщение компании «Сухой» по поводу инцидента с самолетом Т-50).

ქვემოთ მოყვანილია ნაავარიელი გამანადგურებლის ფოტოები:

უკრაინელების ახალი შემოქმედება – ჯავშანპიკაპი

ერთ–ერთი ჩეკ–პოინჯტი კრასნი ლიმანტან, უკრაინული ძალოვნების ჯავშანპიკაპი.

წყარო:
www.facebook.com

Friday, June 27, 2014

კალენდარი Magpul–სგან

აღმოჩნდა რომ იარაღის მწარმოებელი კომპანია Magpul კაცებისთვის არც თუ ისე უინტერესო კალენდრებსაც უშვებს:

2014 წლი კალენდრის გადაღებები


2011 წლის კალენდარი

უკრაინელი ტანკისტები უკრაინელი ქვეითების წინააღმდეგ – Т-64БВ უცნაური აპგრეიდი

უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ საველე პირობებში ჯავშანტექნიკის მოდერნიზაციის ექსპერიმენტეს. ამას წინათ БТР-80–ის კუსტარული ცხაურებით აღჭურვის შესახებ ვწერდი – უკრაინული БТР–80–ების კუსტარული ცხაურები. ამჯერად წარმოგიდგენთ უკრაინელი ტანკისტების მიერ კუსტარულად დააპგრედებულ Т-64БВ–ს.

youtubе-ში განთავსებულ ვიდეოშ ჩანს გამწე МАЗ-537, რომელსაც გადაყავს ტანკი Т-64БВ

ტანკს კოშკურის უკანა ნაწილში ეკრანი უყენია, რომელზეც დინამიკური დაცვის, К–1–ის კონტეინერები უყენია. აღსანიშნავია რომ პირველად ასეთი გადაწყვეტილება დნეპრისპირეთის სეპარატისტებმა გამოიყენეს თავიანთ ტანკებზე.

Thursday, June 26, 2014

ვაგრძელებთ უკრაინულ თვითშემოქმედებას ჯავშანტექნიკის სფეროში

უკრაინის ეროვნული გვარდიის კუთვნილი БТР-80, გვარდიის მიერ ტერორისტების ჩეკ–პოინტების აღების მომენტში