As i walk through the valley of the shadow of death, I have no fear because I am the baddest motherfucker in whole valley.
Saturday, August 23, 2014
Friday, August 22, 2014
Thursday, August 21, 2014
უკრაინის არმია რუსეთის რეგულარულ არმიას ებრძვის
უკრაინელმა ჯარისკაცებმა – რუსეთის არმიას ვებრძვითო.
ლუტუგინოს რაიონში უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ტერორისტების БМД-2 ჩაიგდეს ხელში, საბორტე ნომერი 275, მანქანა პსკოვის საჰაერო სადესანტო დივიზიის, სამხედრო ნაწილი 74268–ის 1–ლი საპარაშუტო–სადესანტო ასეულს ეკუთვნის. ოცეულის მეთაური უფროსი ლეიტენანტი პოპოვი. მანქანიდან ამოღებულია მთელი დოკუმენტაცია: განწესის, საღამოს შემოწმების და დათხოვნის ჟურნალები. ამა წლის მარტში გამოშვებული რუსული მშრალი ულუფები. ეკიპაჟი............ სავარაუდოდ გზაში დაიკარგა ;)
წყარო:
Wednesday, August 20, 2014
სსსტც "დელტა"–ს საექსპორტო ნაწარმი
სსსტც ,,დელტას,, მიერ დამზადებული უდაბნოს პირობებს მორგებული სამედიცინო-საევაკუაციო მანქანა. როგორც რამდენჯერმე გაჟღერდა საინფორმაციო საშუალებებში – "დელტა"–ს მიერ აწყობილი ჯავშანმანქანა "დიდგორი" რომელიღაცა უცხო ქვეყნის კონკურსში ღებულობს მონაწილეობას. ქვემოთ მოყვანილ ფოტოზე სწორედ ეს მანქანაა მოყვანილი (ფერის მიხედვით მანქანა რომელიმე აზიური ან აფრიკული ქვეყნისთვისაა განკუთვნილი). ვუსურვებ წარმატებას.
Tuesday, August 19, 2014
Friday, August 15, 2014
აშშ ტანკებს ბალტიისპირეთის ქვეყნებში აგზავნის
1-ლი საკავალერიო დივიზიის 1–ლი ბრიგადის მე–5 პოლკის მე–2 ბატალიონის ტანკი M1А2 SEP v.2 Abrams სწავლება NATO "Combined Resolve II"–ის დროს გერმანიაში, ჰოჰენფელსის პოლიგონზე
აღნიშნული ძალები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სამი თვით იქნებიან გადასროლილები და მიზნად ექნებათ "ევროპელი მოკავშირეების დაწყნარებაში დახმარება, რომლებიც რუსული ჯარების გადაადგილებებისგან საფრთხეს გრძნობენ".
1–ლი საკავალერიო დივიზიის 1–ლი ბრიგადის "მძიმე" საასეულო ტაქტიკური ჯგუფები ამ ქვგეყნებში 2014 წლის აპრილიდან, ოპერაცია "Atlantic Resolve"–ს ფარგლებში გაშლილ 173–ე საჰაერო სადესატნო ბრიგადის საასეულო ტაქტიკურ ჯგუფებს ჩაანაცვლებენ (აღნიშნული ბრიგადა იტალიაში, ვინჩენცეში დისლოცირდება). 1–ლო საკავალერიო დივიზიის 1–ლი ბროიგადის ჯგუფები გაშლის შემდეგ ინტენსიურ სწავლებებს განახორციელებენ.
2014 წლის 15 მაისიდან 30 ივნისამდე 1–ლი საკავალერიო დივიზიის 1–ლი ბრიგადის ქვედანაყოფები (1000 კაზამდე პშ, 29 ტანკი М1А2 SEP v.2 და 33 ქსმ М2А3 Bradley) გაშლილი იყო გერმანიაში, სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ НАТО–ს სადემონსტრაციო მანევრებში "Combined Resolve II" (ამის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი – გენერალი Abrams ევროპაში ბრუნდება).
წყარო:
Thursday, August 14, 2014
Subscribe to:
Posts (Atom)






































