Friday, August 21, 2015

ქვემეხ L55–ით აღჭურვილი Leo-2A4 Revolution

Rheinmetall Defence–ს ახალი ნაწარმი, L–55–ით აღჭურვილი Leo-2A4 Revolution

Wednesday, August 19, 2015

Tuesday, August 18, 2015

Корнет VS Abrams

კადრები ერაყიდან – ქალაქ ბეიჯში ისლამისტმა რადიკალებმა კიდევ ერთი M1A1M  დაწვეს. რაკეტა როგორც ჩანს ტანკს კოშკურის შუბლში მკოხვდა, ჯავშანი გაარღვია და ამის მიუხედავად მაინც შეინარჩუნა საკმარისი ეფექტი რო ტიხარში გასულიყო და კოშკურის უკანა ნიშაში განლაგებული ჭურვების აალება გამოეწვია


რუსული არმიის ამბიციები – ალიასკა ჰკითხე ყირიმს სახლის გზა

2015 წლის 9 მაისს, კუნძულ კოტელნიზე რუსეთის არმიის არქტიკული ქვედანაყოფის მიერ გამართული აღლუმი. აღლუმის ბოლოში ჩანს მანქანა წარწერით – "Аляска, узнай у Крыма дорогу домой!".



ძაან დიდი მადა აქვთ, გულზე არ დაადგეთ. უკრაინის მერე გათამამდნენ, დასავლეთი კიდევ მხოლოდ შფოთავს ქობულეთის ზღვასავით


Monday, August 17, 2015

საუდის არაბეთის განადგურებული ქსმ M2 Bradley და სხვა ტექნიკა

იემენური არხის, "ალ–მასირას" ახალ ვიდეოზე ასახულია საუდის არაბეთის საზღვარზე ხუსიტების მიერ საუდეკლების ქსმ M2 Bradley–ს განადგურების კადრები. ხუსიტები მანქანებს ფაქტიურად მიბრჯნით ცხრილავენ.

პირველი მანქანა

მეორე მანქანა


Sunday, August 16, 2015

"საქართველო ავღანეთის შუაგულში"


თავდაცვის სამინისტროს მიერ, ესპანელი მხატვრის, ავგუსტო ფერერ დალმაუსის დაქირავების შესახებ უკვე ვწერდი – საქართველომ ესპანელი ფერერ–დელმაუ დაიქირავა ავღანეთში ქართველების დასახატავად. ქვემოთ წარმოგიდგენთ ამ მხატვრის მიერ ავღანეთში დახატული ქართველი ჯარისკაცების ნახატებს:



Friday, August 14, 2015

Т-90А უკრაინაში

ფოტოზე ასახული რუსული ტანკი Т-90А გადაღებულია ლუგანსკის ოლქში, ნოვოანოვკაიასა და პრიდოროჟნის შორის, 2014 წელს.
მანამდე ტერორისტების ხელში რუსული არმიის Т-72Б3 არაერთხელ დაფიქსირდა უკრაინის ტერიტორიაზე, მაგრამ ეს ოთხმოცდაათიანი პირველია ამ კონფლიქტში. თუმცა 100% დამამტკიცებელი საბუთი იმისა რომ ტანკი უკრაინაშია გადაღებული არ არსებობს, მაგრამ შეუძლებელი არაფერია, მითუმეტეს ჩრდილოელი მეზობლის არაადეკვატურობას თუ გავითვალისწინებთ..............

Thursday, August 13, 2015

"Silent Hawk down"

გუშინ აშშ–ს არმიის 160–ე SOAR (Special Operations Aviation Regiment) კუთვნილი ერთი MH-60M Black Hawk–ის USNS Red Cloud–ის გემბანზე ავარიულმა დაშვებამ კიდევ ერთხელ წამოწია წინ ამ ტიპის ვერტმფრენების "დააპგრედებული" ვერსიის, რომლებსაც "Silent Hawk" უწოდებენ, არსებობის თემა. პირველად ამ ვერტმფრენების არსებობის შესახებ ცნობილი გახდა ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის დროს, როდესაც აშშ–ს სპეცრაზმის ერთი ვერტმფრენი იმ სახლის ეზოში ჩამოვარდა, რომელშიც ბენ ლადენი იმალებოდა.

სავარაუდოდ ეს ვერტმფრენები იყენებენ სხვადასხვა ტექნოლოგიებს შემჩნევადობის, მათ შორის აკუსტიკურ სპექტრშიც, შესამცირებლად, სწორედ ამის დასამალავად ნაავარიელ ვერტმფრენს ზემოდან ტენტი აქვს გადაფარებული.



აშშ–ს ავიაციის გამანადგურებლებმა ინჩირლიკის ბაზიდან პირველი ავიადარტყმა განახორციელა

აშშ–ს ავიაციის გამანადგურებლებმა ინჩირლიკის ბაზიდან ისლამური სახელმწიფოს პოზიციებზე პირველი ავიადარტყმა განახორციელა

წყარო:

Wednesday, August 12, 2015

დაშლილი БМП-3

გაერთიანებული საემირატოს ტექნიკა უკვე თვე ფაქტიურად რაც იემენშია შესული. ქვემოთ მოყვანილ ვიდეოში სწორედ ეს ტექნიკაა ნაჩვენები, ვიდეოში ნათლად ჩანს მარტივ მამრავლებად დაშლილი რუსული ქსმ БМП-3. კოლონა სავარაუდოდ საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოყვა.