Sunday, August 19, 2018

კომპლეს "Деривация-ПВО"-ს საბრძოლო მანქანის, 2С38-ის საცდელი მანქანა გამოფენა "Армия-2018"-ზე


აღნიშნული მანქანა, 2С38, 2015 წელს წარადგინეს პირველად (ამის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი - ქსმ "Деривация"). როგორც მაშინ გახდა ცნობილი, მოცემული ნაკეთობა საცდელ-საკონსტრუქციო სამუშაო "Деривация-ПВО"-ს ფარგლებში იქმნება დ ამისი დანიშნულებაა საჰაერო სამიზნეების აღმოჩენა, თვალთვალი და საარტილერიო ცეცხლით განადგურება.

ამჯერად ეს მანქანა ამა წლის 21 აგვისტოს, კუბინკას ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო-პატრიოტულ პარკ "პატრიოტში", დაგეგმილი სამხედრო-ტექნიკური ფორუმის "Армия-2018"-ის გახსნისთვის არის გამზადებული. მანქანა БМП-3 ბაზაზეა შექმნილი და მისი საარტილერიო დანადგარის პოტენციურ სამიზნეებს უპილოტოები, ფრთოსანი რაკეტები, ჰაერი-ზედაპირის კლასის რაკეტები, ტაქტიკური ავიაციის თვითმფრინავები, ვერტმფრენები და ზცრს-ს რაკეტები წარმოადგენენ. მან ასევე უნდა შესძლოს საზღვაო და სახმელეთო სამიზნეების განადგურება.

ოფიციალური მასალების მიხედვით, მისი ტტმ შემდეგნაირად გამოიყურება:

  • განადგურების მაქსიმალური მანძილი - 6 კმ.
  • განადგურების მაქსიმალური სიმაღლე - 4,5 კმ.
  • სწრაფსროლა - 120 გასროლა წუთში
  • სრული საბრძოლო მარაგი - 148 გასროლა
  • ვერტიკალური დამიზნების კუთხე - -5/ +75 გრადუსი
  • ჰორიზონტალური დამიზნების კუთხე - 360 გრადუსი
  • სამიზნის მაქსიმალური სიკჩქარე - 500მ/წმ
  • გათვლა - 3  კაცი

საბრძოლო მანქანა 2С38 აღჭურვილია ОАО "Пеленг"-ის მიერ შექმნილი დამიზნებისა და აღმოჩენის ოტიკურ-ელექტრონული სისტემა ОЭС ОП-ით. სისტემას შეუძლია გარემოზე როგორც, ფართე, 360 გარდუსიანი, ასევე სექტორული დაკვირვების წარმოება. ტელეარხით, Bird Eye 400 ტიპის უპილოტო საფრენი აპარატის აღმოჩენა ფართე რეჟიმში, 700 მეტრ მანძლზე შესაძლებელი, ხოლო სექტორული დაკვირვების შემთხვევაში ეს მანძილი 4900 მეტრამდე იზრდება. მოიერიშე A-10-ის აღმოჩენა პირველ რეჟიმში 6400 მეტრზე, ხოლო მეორე რეჟიმში 12 300 მეტრზეა შესაძლებელი. თბოხედვის არხი 2,3 х 2,3მ ზომის სამიზნეების 10 000 მეტრზე 80% ალბათობით აღმოჩენის შანსს იძლევა, ხოლო ამოცნობა 4000 მეტრზეა შესაძლებელი.




57 მილიმეტრიანი ქვემეხით აღჭურვილი Армата Т-15 ("Объект 149")


რუსეთში, ამა წლის 21 აგვისტოს, კუბინკას ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო-პატრიოტულ პარკ "პატრიოტში", დაგეგმილი სამხედრო-ტექნიკური ფორუმის "Армия-2018"-ის გახსნისთვის, კორპორაცია "Уралвагонзавод"-ი, Армата-ს მრავალფუნქციურ მუხლუხებიან ბაზაზე შექმნილი მძმე საბრძოლო მანქანის,  Т-15 ("Объект 149")-ის , ახალ ვარიანტს წარადგენს. მანქანა ამჯერად "ЦНИИ "Буревестник"-ის მიერ შექმნილი, 57 მილიმეტრიანი ქვემეხით აღჭურვილი და დისტანციურად მართვადი, საბრძოლო მოდულითაა შეიარაღებული. მოდულზე ქვემეხის გარდა ასევე ინტეგრირებულია 9М120 "Атака"-ს ტიპის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტები.


ფოტოებზე მანქანა საბორტე დინამიკური დაცვის კონტეინერების გარეშეა, მისი შეფუთვა მოყვანის შემდეგ განხორციელდა 

Friday, August 17, 2018

რუსული ლაზერული კომპლექსის, "Пересвет"-ის, საბრძოლო პოზიციები

ახალი რუსული სახმელეთო ლაზერული კომპლექსის, "Пересвет"-ის, საბრძოლო პოზიციები, აღმოაჩინა პირვონებამ, რომელიც ტვიტერში ნიკნეიმი rambo54 არის დარეგისტრირებული. აღნიშნული პირონება ფართოდაა ცნობილი სამხედრო თემით დაინტერესებულთა წრეში. პირველი საბრძოლო პოზიცია ტეიხოვოში, ივანოვსკაიას ოლქში, რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული დანიშნულების სარაკერტო ჯარების 54-ე სარაკეტო დივიზიის 2426-ე ტექნიკურ სარაკეტო ბაზაზეა განთავსებული (განედი 56.898855°, გრძედი 40.578283), მეორე პოზიცია იმავე სტრუქტურის 33-ე სარაკეტო არმიის 39-ე გვარდიულ სარაკეტო დივიზიის ბაზაზე, ნოვოსიბირსკის რაიონში მდებარეობს (ავტორის აზრით, ლაზერული კომპლექსის ინფრასტრუქტურა ჯერ მშენებლობის სტადიაშია) და ამგვარად მიანიშნებს თუ რა ამოცანებისთვის იქნება გამოყენებული უახლესი რუსული ლაზერული დანადგარი.

P.S. ლაზერულიკომპლექსების ბაზირების ადგილებიდან გამომდინარე შეგვიძლია მათი ფუნქციის შესახებ საკმაოდ საფუძვლიანი ვარაუდი გამოვთქვათ - "Пересвет"-ის ძირიდათ დანიშნულებას ამერიკელების დაბალ სიმაღლეზე მფრენი თანამგზავრების დაბრმავებაა - როგორც სადაზვერვო, ასევე პერსპექტიული სარაკეტო თავდასხმის გამაფრთხილებელი და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის თანამგზავრების. ერთი სიტყვით კოსმოსური ოპტიკის საწინააღმდეგოდ მიმართული კონტრზომებია.

 პირველი პოზიცია, ივანოვსკაიას ოლქი


მეორე პოზიცია, ნოვოსიბირსკის რაიონი

წყარო - rambo54

Wednesday, August 15, 2018

Noble Partner 2018 დასრულდა


„ღირსეული პარტნიორი 2018“-ის დასკვნითი საჩვენებელი სწავლება

„ღირსეული პარტნიორი 2018“ ვაზიანის მე-11 პოლიგონზე საჩვენებელი სწავლებით დასრულდა. სწავლებაში მონაწილე ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებულმა მრავალეროვნულმა ქვედანაყოფმა „გაერთიანებული საბრძოლო სროლების სავარჯიშო შეასრულა. სწავლების ამოცანა ქვედანაყოფის მიერ რაიონული თავდაცვის განხორციელება იყო, რათა ბრძოლაში ჩართვის არეალში პირობითი მოწინააღმდეგე დაემარცხებინა და დივიზიისთვის კონტრშეტევის განხორციელების შესაძლებლობა მიეცა.

საჩვენებელ სწავლებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გაერთიანებული შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი რეჯინალდ ნილი დაესწრნენ. მე-11 პოლიგონზე იმყოფებოდნენ ასევე, საქართველოს საკანონმდებლო და ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის სამხედრო ატაშეები და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითდი ჯგუფის ექსპერტები.

წელს საჩვენებელ სწავლებაში ქართველმა სამხედროებმა პირველად გამოიყენეს ტანკსაწინააღმდეგო გადასატანი კომპლექსი „ჯაველინი“. საჩვენებელ წვრთნაში ასევე, პირველად მონაწილეობდა ამერიკული საბრძოლო ვერტმფრენები AH-64 „აპაჩი“. საჩვენებელი საბრძოლო სროლების დროს ქართველ, გერმანელ და ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს საცეცხლე მხარდაჭერა გერმანულმა ქვეითთა საბრძოლო მანქანამ „მარდერი“, ამერიკულმა საბრძოლო ჯავშანმანქანამ „სტრაიკერი“, ქართულ შეიარაღებაში არსებულმა T-72 ტანკებმა და ქვეითთა საბრძოლო მანქანებმა აღმოუჩინეს. გაერთიანებულ საბრძოლო სროლებში საარტილერიო და საინჟინრო დანაყოფებიც მონაწილეობდნენ.


Final Demonstrative Training within Noble Partner 2018

Multinational military exercise Noble Partner 2018 was concluded at the 11th shooting range in Vaziani with live fire demonstrational exercise. Multinational division conducted combined live fire exercise, in which the objective of multinational unit was regional defence by elimination of the factious enemy in the region of operation and giving to the division possibility of counterattack.

Minister of Defence of Georgia Levan Izoria, Chief of General Staff, Major-General Vladimer Chachibaia and Director of the Joint Staff for the Georgia National Guard, USA, Brigadier General Reginald Neal, as well as the representatives of Georgia’s legislative officials, foreign defence attachés and Substantial NATO-Georgia Package core team experts attended the event.

This year Georgian military personnel, for the first time, used FGM-148 Javelin anti-tank missile system. The exercise involved the U.S. AH-64 Apache helicopters. During the live fire the Georgian, German and U.S. military personnel received fire support by German Marder infantry fighting vehicles, the U.S Stryker armored fighting vehicles and T-72 main battle tanks existing in Georgian armament. The live fire exercise also involved artillery and engineer units.


აშშ-ს პრეზიდენტმა თავდაცვის უწყების 2019 ფინანსური წლის ბიუჯეტი დაამტკიცა


ორშაბათს, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ეროვნული თავდაცვის ბიუჯეტის დოკუმენტს მოაწერა ხელი. კანონმდებლობა, რომელსაც ჯონ მაკკეინის საპატივცემულოდ "მაკკეინის კანონი" უწოდეს, 2019 ფინანსურ წელს თავდაცვის ხარჯებისთვის 716 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.


ხელმოწერის წინ, პერზიდენტი, ნიუ ორკის ჩრდილოეთით მდებარე სამხედრო ბაზაზე, ფორტ დრამზე (Fort Drum), სიტყვით გამოვიდა:

კანომდებლობის თანახმად, სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო და საზღვაო ქვეითთა კორპუსის პირადი შემადგენლობა 15 600 კაცით გაიზრდება. ამის შემდეგ სახმელეთო ჯარების რაოდენობა 487,5, საზღვაო ძალების რაოდენობა 335,4, საჰაერო ძალების რაოდენობა 329,1, ხოლო საზღვაო ქვეითების რაოდენობა 186,1 ათასი გახდება. ბიუჯეტი ასევე კოსმოსური ძალების შექმნასაც ითვალისწინებს, რომელიც სტრატეგიულ მეთაურობას დაექვემდებარდება.

აღნიშნული თანხიდან 616,9 მილიარდი წავა პეენტაგონის ხარჯებზე, 21,9 მილიარდი ბირთვულ შეიარაღებაზე, ხოლო 69 მილიარით საბრძოლო მოქმედებები დაფინანსდება. 

ბიუჯეტში ასევე შესულია $7,6 მილიარდი 77 ცალი F-35-ის და $24,1 მილიარდი 13 საბრძოლო ხომალდის შესაძენად. აღსანიშნავია სამხედრო მოსამსახურეების ხელფასების  2,6%-ით ზრდა.

აღსანიშნავია რომ, დოკუმენტი მკაფიოდ გამოხატავს ტრამპის მიერ მოკავშირეების სმხარდაჭერას, კერძოდ ისრაელისთვის გათვალისწინებული 500 მილიონი დოლარი რსთ-ს ერთობლივი კვლევებისთვის და წარმოებისთვის და 250 მილიონი უსაფრთხოების სფეროში უკრაინისთვის.


წყარო:

Tuesday, August 14, 2018

Noble Partner 2018 - აქტიური ფაზა


უკვე ორი კვირაა ვაზიანში მრავალეროვნული სწავლება Noble Partner 2018 მიმდინარეოებს. წარმოგიდგენ ფოტოებს სწავლების აქტიური ფაზიდან. 
ინფორმაცია სწავლების შესახებ იხილეთ ბმულზე:
სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის გახსნის ცერემონიალი