როგორც ცნობილია რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოდაგილემ, დიმიტრი როგოზინმა, 2012 წლის 20 ვილისს პერმი მოინახულა. ვიზიტის დროს, ადგილობრივმა ტელეკომპანია "Рифей-Пермь"–მა, ვიზიტისადმი მიძღვნილ სიუჟეტში გააშუქა ОАО "Мотовилихинские заводы"-ში დიმიტრი როგოზინისადმი წარდგენილი პერსპექტიული ჯავშანსატანკო და საარტილერიო ტექნიკის მოდელები.
ტელერეპორტაჟში ჩანს შემდეგი ექსპონატები - "Бумеранг"-ის პლატფორმაზე განთავსებული 120მმ-ნი ნაღმტყორცნი, ასევე "Бумеранг"-ის პლატფორმაზე განთავსებული 57მმ-ნი საბრძოლო მოდული, "Курганец-25"-ის პლატფორმაზე განთავსებული 57მმ-ნი საბრძოლო მოდული, 125მმ-ნი თვითმავალი საარტილერიო დანადგარი "Курганец-25"-ზე, 152მმ-ნი თვითმავალი საარტილერიო დანადგარი საავტომობილო პლატფორმაზე, 152მმ-ნი თვითმავალი საარტილერიო დანადგარი მუხლუხოვან პლატფორმაზე, 152მმ-ნი სახომალდო საარტილერიო დანადგარი და ბოლოს ძირითადი საბრძოლო ტანკი "Армата".
მოდელის გამოსახულების მიხედვით პერსპექტიული ტანკი შვიდი საყრდენი თვლით, კარგად შეჯავშნული გარეთ გატანილი საბრძოლო მოდულით და დამხმარე 45მმ-ნი ავტომატური ყუმბარმტყორცნითაა აღჭურვილი.
No comments:
Post a Comment