ინტერნეტში გამოჩნდა რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი როგოზინის "Мотовилихинские заводы"–ში 2012 წლის 20 ივლისს ვიზიტისას გადაღებული პერსპექტიული ჯავშან და არტ ტექნიკის მოდელების ხარისხიანი ფოტოსურათი (ამ ტექნიკაზე ჩემს ბლოგზეც ვწერდი: რუსეთის პერსპექტიული ჯავშან და არტ სისტემები ).
როგორც აღმოჩნდა მოდელებს შორის არ იყო ახალი რუსული ტანკის, "Армата"–ს მოდელი, ის რაც "Армата"–დ მოიაზრებოდა აღმოჩნდა თვითმავალი საიერიშო ქვემეხი, როგოც მოდელის წინ განთავსებული დაფა მოწმობს მანქანა წარმოადგენს – "боевая артиллерийская машина на унифицированном базовом шасси "Армата".
ალექსეი ხლოპოტოვის ცნობით, მოცემული მანქანა წარმოადგენს საიერიშო მანქანას "Армата"–ს ბაზაზე.
P.S. როგორც სურათიდან ჩანს მანქანა აღჭურვილია ავტომატური ქვემეხით და ავტომატური ყუმბარმტყორცნით – იდეაში მანქანა ყველასთვის ცნობილი БМПТ–ს ნიშას შეავსებს, მაგრამ ამჯერად მისი შეიარაღება უფრო გააზრებულადაა შექმნილი.
ra igulishmeba ufro gaazrebulad sheqmnil sheiaragebashi?
ReplyDeleteგააზრებული შეიარაღება?
ReplyDeleteწაკითხული გექნება БМПТ ტერმინატორის კრიტიკა–მაგ მანქანის შეიარაღების კომპლექსი იყო ძალიან მძლავრი და ყოვლად უსარგებლო და რატომ:
1–ტანკსაწინააღმდეგო მართვადი შეიარაღება – ეგ მაგ მანქანის საქმე არაა ტანკებს ებრძოლოს, ეგ მანქანა ტანკებს იცავს ქვეითებისგან ხოლო ტანკები უკვე მტრის ტანკებს ებრძვიან.
2–30მმ–ნი ავტომატური ქვემეხები – ეგ ქვემეხი ძალიან სუსტი ფუგასურობით გამოირჩევა, ხოლო ცოცხალ ძალაში გარტყმის საშუალება მაგით ძალიან რთულია. იგივე ითქმის ავტომატურ ყუმბარმტყორცნებზე–მცირე სროლის მანძილი,რომელიც ვერ ფარავს ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების სროლის სრულ მანძილს.
რაც შეეხება ახალ საიერიშო თვითმავალ ქვემეხს:
1–მისი მსხვილ კალიბრიანი (125მმ ან 152მმ) კუთხვილულიანი ქვემეხი არის იდეალური ყველანაირ ტანკსაწინააღმდეგო მიზნებთან საბრძოლველად. ამას გარდა მაგისი ფუგასური ჭურვები დედას უტირებს ქალაქში ნებისმიერ შენობას.
2–ავტომატური ქვემეხი – ესეც მაგრა დაამუშავებს ახლო მანძილზე მსუბუქ ჯავშანტექნიკას და ცოცხალ ძალას.
3–ავტომატური ყუმბარმტყორცნი – იგივე რაც ავტომატური ქვემეხი.
თუმცა ეს ბოლო ორი უფრო დამხმარე შეიარაღებაა და ახლო მანძილებს გადაფარავს,სადაც მსხვილკალიბრიანი ქვემეხი ვერ ისვრის.
ტანკისგან რითიღა განსხვავდება? იგივე შეიარაღება აქვს რაც რუსულ ტანკებს, უბრალოდ ქვემეხია კუთხვილლულიანი ნაცვლად გლუვლულიანისა
ReplyDeleteმაგისი ქვემეხი კუთხვილულიანია–აქედან გამომდინარე ფუგასურ ჭურვებს უფრო ზუსტად ისვრისა,გლუვლულიანი ქვემეხები ფუგასურ ჭურვებს იმდენად ვერ იყენებენ კარგად –მათი მთავარი დატვირთვა ტანკებთან ბრძოლაა ამ თვითმავალი ქვემეხისა კიდევ გამაგრებულ წერტილებთან (დოტი,ძოტი,ბლინდაჟი) ბრძოლაა და ტანკსაშიში მიზნების განადგურებაა და მას პირდაპირი დამიზნების გარდა დაკიდებულ ტრაექტორიაზე სროლაც შეუძლია, ანუ გაცილებით შორს ისვრის ვიდრე ტანკი – ანუ პირდაპირი გაგებით საიერიშო თვითმავალი ქვემეხია, მეორე მსოფლიო ომში რო ყავდად არმიებს სამახოდკები,იგივე როლი აკისრია.
ReplyDeleteრატომ არ შეუძლია ამ მანქანას სრულფასოვნად შეცვალოს ტანკი?
Delete1) როგორც ვიცი ხრახნილლულიანი ქვემეხი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტას ვერ ისვრის მაგრამ არამგონია პრობლემა ჰქონდეს ქვეკალიბრულ ჭურვებთან.
2)მისი 125 მმ–იანი ჭურვის მოხვედრის შემდეგ, თქვენი აზრით ან თეორიულად შეძლებს მტრის ტანკი გააგრძელოს ბრძოლა? T-72? Abrams M1A1 და მისი მოდიფიკაციები?
3) ბარემ აქვე ვიკითხავ, თუ იცით ან თქვენი აზრით რატომ დააყენეს BMPT–ზე 30 მმ–იანი ყუმბარმტყორცნი? და რატომ უფრო მსხვილკალიბრიანი არა? როგორც ვიცი იყო ჩივილები მის არასაკმარის დამაზიანებლობაზე, შეიძლება 25 მმ–იანში მეშლება. მე ძირითადად წაკითხული მაქვს ლულისქვეშა და + დაზგის ყუმბარმტყორცნებზე, და მათი ამუნიცია თუ განსხვავდება სატანკო ყუმბარმტყორცნების ამუნიციისგან არ ვიცი.
4)ნაღმტყორცნი შემხვედრია მხოლოდ ებრაულ ტანკებზე, რატომ არ აყენებენ მას დანარჩენი ქვეყნები? ასრულებს ამ მანქანის ავტომატური ყუმბარმტყორცნი ნაღმტყორცნის მოვალეობებს?
1-როდესაც ერთ მანქანას ორ სხვადასხვა როლს დააკისრებ ის ვერცერთს წესიერად ვერ შეასრულებს–ანუ ამ მანქანას განა არ შეუძლია,არამედ არ უნდა რო შეცვალოს ტანკის.
ReplyDelete2–ხრახნილულიანიდან ისევე შეიძლება მართვადი რაკეტების სროლა როგორც გლუვ ლულიანიდან, ამის მაგალითია 105მმ–ნი ებრაული LAHAT–ი, რომლის სროლაც NATO–ს ნებისმიერი 105მმ–ნი ხრახნილულიანი ქვემეხიდან შეიძლება და მეორე მაგალითი რუსული შექსნები და სხვები, რომლებსაც ისვრის ნებისმიერი რუსული სატანკო ხრახნილულიანი ქვემეხი–როგორც BMP-3–ის 100მმ–ნი ქვემეხი ასევე T-55–ის 100მმ–ნი ქვემეხი.
3–ქვეკალიბრულ ჭურვებს სწორედაც რო პრობლემა აქვს ხრახნილ ლულებთან–ამიტომაც მოხდა ძირითადად გლუვლუვლიანებზე გადასვლა.
4–თუ არ გახვრიტა ბრძოლას განაგრძობს–ნუ უმეტეს შემთხვევაში.
5–იმიტომ დააყენეს 30მმ–ნი ყუმბარმტყორცნი რო სხვა არ ჰქონდა რუსებს და აქვე შეგახსენებ რომ BMPT კი გამოჩნდა ასე 7–8 წლის წინ,მაგრამ მისი შექმნა 80–იანებში დაიწყო ავღანეთის ომის გამოცდილებიდან გამომდინარე. ამიტომაც მაგ მანქანას ძაან იმ დროინდელი შეიარარება უყენია, ახალ მანქანაზე უკვე აყენია 45 ან 57მმ–ნი ავტომატური ყუმბარმტყორცნი, რომლებიც ბოლო ათწლეულია შემუშავდა და გამოცდებიც გაიარა.
6–რაც შეეხება ამუნიციას–დაზგის ყუმბარმტყორცნები და ტანკზე დაყენებული ყუმბარმტყორცნები აბსოლიტურად იდენტურია–მხოლოდ დამაგრების ხერხი და კვების სისტემაა შეცვლილი,ამუნიცია აბსოლიტურად ანალოგიურია. ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი კიდევ განსხვავდება – ჯერ ერთი 40მმ–ნია და მერე მეორე უმასრო ჭურვებია,მთლიანი მიფრინავს.
7–იმის გათვალისწინებით რომ მანქანაზე როგორც მინიმუმ 45მმ–ნი ყუმბარმტყორცნი ეყენება და როგორც მაქსიმუმ 57მმ–ნი გამოდის რომ ასრულებს და კიდევ უფრო მეტის–ებრაულ ტანკზე ერთეულებით ისვრის და აქ კიდევ ჯერებით–ანუ მასე ჯობია როგორც რუსულზეა.
აგერ სხვადასხვა საკონსტრუქციო ბიუროს მიერ წარდგენილი BMPT-ეს პროექტები, რომლებიც ტენდერში მონაწილეობდა 80–იანი წლების ბოლოს და 90–იანების დასაწყისში:
ReplyDeletehttp://s019.radikal.ru/i640/1208/08/c5dd4c05af61.jpg
http://i051.radikal.ru/1208/50/95b725efcea7.jpg
http://s017.radikal.ru/i422/1208/bc/2e3dde2b7aa7.jpg
http://s13.radikal.ru/i186/1208/73/3d7e26bbf5cd.jpg
კიდევ ერთი შეკითხვა და სავარაუდოდ მოგასვენებ :)
Delete1) ჩემი ხედვით ძირითადად ქალაქის ბრძოლის სურათი ასეთია ტანკი+ეს მანქანა და + ქვეითები. ხომ არ ამოაგდო ამ მანქანამ ბმპ-3–ის ადგილი ქალაქის ბრძოლებიდან? ან თუ ბმპ–3-ს არასაკმარისი დაჯავშნა აქვს რომ ტანკს მიჰყვეს, ხომ არ მოძველდა უკვე მისი კონცეფცია? ანუ ასეთი ძლიერი შეიარაღების მაგივრად შეჯავშნულობაზე და მეტი მებრძოლის დატევაზე უნდა იყოს გათვლილი? ანუ ამ ორი მანქანასთან ერთად უკვე აღარაა საჭირო ქსმ და უფრო საჭიროა მძიმე ჯტრ? თუნდაც ისევ არმატას ბაზაზე მინიმალური ან/და მაქსიმალურად ქვეითსაწინააღმდეგო შეიარაღებით ან სხვა ფუნქციებით?
1-ჩემის აზრით ბმპ–3–ი არ ამოუგდია,იმიტომ რომ ის ქვეითები ხო უნდა მიიყვანოს ვიღაცამ ბრძოლის ველზე ფეხით ხო არ სდევენ ამ არტ სისტემას და ტანკს. ანუ ეს არანაირ გავშირში არაა ბმპ–3–თან.
ReplyDelete2–რაც შეეხება ჯავშანს და საცეცხლე ძალას–ერთს ვიტყვი–კონვენციურ ომში ბმპ–3 კონცეფცია ჩემის აზრით გამართლებულია,ბმპ–3–ს ხალხი ბრძოლის ზღუდეზე მიყავს და მერე ქვეითები და ტანკები იბრძვიან,ბმპ–3 კიდევ მხარდაჭერას ახორციელებს. ანუ მისი როლი არაა ხალხის დაცვა უზრუნველყოს კონვენციურ ბრძოლაში,მხოლოდ ასკოლკებისგან. არა კონვენციურ ომში კიდევ ისეთი მასტოდონტებია საჭირო როგორებიცაა ნამერი ან პუმა.
როგორც ვიცი საკმაოდ კარგი თეორიული განათლება გაქვს მიღებული სამხედრო სფეროში, და შემდეგ პრაქტიკაც გავლილი საქართველოს შ/ძ–ში, მე კი მხოლოდ დაინტერესებული ვარ სამხედრო საქმით დ მხოლოდ ჩემს აზრებს გადმოვცემ, ინტერნეტში აქამდე წაკითხულ და ფართოდ ცნობილ მოვლენებზე მაგ. გროზნოს ბრძოლებზე დაყრდნობით, არანაირ სამხედრო თეორია ჯავშანტექნიკის გამოყენებაზე არ მაქვს წაკითხული.
Deleteხოდა შენი ბოლოპასუხი გამო ისევ რჩება კითხვა:
1) რადგან ამბობ რომ, "ბმპ–3–ს ხალხი ბრძოლის ზღუდეზე მიყავს და მერე ქვეითები და ტანკები იბრძვიან,ბმპ–3 კიდევ მხარდაჭერას ახორციელებს", ამ დროს იქ კიდევ არის ეს ახალი მანქანა რომელიც ავსებს BMPT-ს ნიშას, ხომ არ ხდება ამ მანქანის ფუნქციის დუბლირება თანაც უაზრო, რადგან ისევ შენი ნათქვამით "როდესაც ერთ მანქანას ორ სხვადასხვა როლს დააკისრებ ის ვერცერთს წესიერად ვერ შეასრულებს" რაც ამ შემთხვევაში BMP-3-ზე ვრცელდება, ამას ისიც ადასტურებს, რომ როგორც ვიცი წესით ქსმ–ები ტანკებს რაღაც დისტნციაზე მიყვებიან უკან და გროზნოს მეორე ომის დროსაც ასე იყო, როგორც ვიცი თუნდაც იმიტომ რომ ქსმ–ები ჯავშნის ნაკლები სიმძლავრის გამო მეტად მოწყვლადები არიან ვიდრე ტანკები. (თუმცა გროზნოში ძირითადად bmp–2–ები იყვნენ გამოყენებული რომლებიც ჩამორჩებიან 3–ს დაცულობით, მაგრამ თავისთავად 3-იც ჩამორჩება ახალ მანქანას დაცულობით)და ასევე ახალი მანქანის 125–მმ–იანი ქვემეხი გაცილებით ძლიერია ვიდრე bmp-3–ის 100 მმ–იანი რაც მას მოულოდნელად შეჩეხილ ტანკთან შანსს თითქმის 1–1–ზე აძლევს.
2) ზუსტად ამიტომ ვამბობ რომ ხომ არ არის საჭირო ამ ახალი მანქანის ბაზაზე შექმნილი მძიმე ჯავშანტრანსპორტიორი, რომელიც შეძლებს ამ ახალ მანქანებთან ერთად მიიყვანოს ქვეითები ბრძოლი წინა ხაზამდე და დიდი დაცულობის ხარჯზე, საჭირო შემთხვევებში შევიდეს ბრძოლის ხაზზე და გამოიყვანოს იქიდან, თან დიდი საბრძოლო მოდულის არქონის ხარჯზე ის შეიძლება დაიჯავშნოს უკეთესად, და + რადგან მისი ფუნქცია არანაირად არ იქნება ტანკთან დაპირისპირება, შეიძლება შეიცვალოს ჯავშნის პროექციაც, მაგალითად ნაცვლად წინ იმ დონეზე დაჯავშნისა, რომ გაუძლოს ტანკის გასროლას, დაიჯავშნოს ნაკლებად მაგრამ ყველა პროექციაში და მეტი ყურადრება მიექცეს კუმულატიურ და ანტი სანაღმო დაცვას, ან/და განთავსდეს მასში ქვეითების სამართავი საშუალებები, ამუნიცია და ა.შ. ანუ მივირებთ ერთგვარ მოძრავ ბაზას სხვადასხვა საშუალებებით ფრონტის ხაზთან ძალიან ახლოს და თავისუფლად აღჭურვილს აქტიური და დინ.დაცვით რადგან ქვეითები მას გვერდით არ მიყვებიან, ამ საშუალებებით მათი დაზიანების ალბათობაც მცირდება და რადგან ის არის შექმნილი ნახსენები მანქანების ბაზაზე მიიღწევა დიდი სტანდარტიზაცია (თუ უნიფიკაცია) ამ მანქანებში რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
2) არაკონვენციურ ომში (=პარტიზანულს?) კაკრაზ მგონია რომ BMP-3-ის კონცეფცია არ მოძველებულა, მანდ ჩემი ხედვით საჭიროა რეაგირების დიდი სიჩქარე და დაცულობა ძირითადად ხელის ყუმბარმტყორცნებიდან და მაქს სპგ–ს ტიპის იარაღიდან, რასაც BMP-3 კაკტუსის ან სხვა ტიპის დამატებითი დაცვის საშუალებებით გადასარევად შეასრულებს და მისი შეიარაღებაც ყელში ამოვა, ხოლო პატრულირებას კიდევ MRAP-ბი შეასრულებენ. მსუბუქი ჯტრ–ის მაგ BTR-80 და styker-ის როლს და უპირატესობას არაკონვენციურ ომებში ვერ ვხედავ და საერთოდ მათ როლს ვეღარ ვხედავ.
3) საიტი შევაფასე უკეთესიც შეიძლებოდათი, საერთოდ ეგ შეფასება არ მიყვარს, იმიტომ რომ შეიძლება ღმერთს უთხრა სამყაროს შექმნის შემდეგ, მაგრამ რათ გინდა სურათებს და მთელ სტატიას რომ დებ მთავარ გვერდზე? დადე ერთი სურათი სათაური და დანარჩენი სრულიადში, გაცილებით მოსახერხებელი იქნება.
როგორღაც პირიქით ამბობ ყველაფერს.
ReplyDelete1–ბმპ–3 კონვენციური ომისთვის შეიქმნა და სწორედაც რო მასზეა მორგებული და ძაან კარგადაც შეასრულებს ამ როლს.
2–ახალი ტანკის,არმატას ბაზაზე ისედაც იქმნება მძიმე ჯავშანტრანსპორტიორები და სხვადასხვა ტექნიკა, მაგრამ აქ საქმე გვაქვს ახალ მოთხოვნებთან და სწორედ ეს ახალი მოთხოვნები ამოდის არაკონვენციური ომიდან–ანუ პარტიზანული ბრძოლიდან,როდესაც კრუგომ ბეგომ უნდა იყოს ტექნიკა დაცული რომ ნებისმიერი ბუჩქიდან ნასროლი უბედურებისგან დაიცვას ხალხი,რომელიც შიგნითა ზის.
3–მაგას გარდა რუსეთში იქმნება კურგანეცი მუხლუხოვანი და ბუმერანგი თვლიანი ჯავშანმანქანები.
რუსეთის არმიის ახალ იერს თუ გადავხედავთ იქ სამი სახის ბრიგადებია – მსუბუქი, საშუალო და მძიმე და აქედან გამომდინარე ეს ყველა ჯავშან ტექნიკა გადანაწილდება წონების მიხედვით. ამიტომ ბმპ–3 რაიმე ნაირად გაუაზროება არ ხდება, უბრალოდ ბმპ–3 ჩანაცვლება ხდება სხვა ანალოგიური ტექნიკით და ეს შეცვლა დროის მოტანილია და არა ამ საიერიშო ქვემეხისა, უბრალოდ ბმპ–3 მოძველდა ისევე როგორც ბრედლი, ვარიორი, მარდერი და ასე შემდეგ–ანუ ეს ახალი ქვემეხი არაფერ შუაშია.
ანუ რისი თქმა მინდა – ეს საიერიშო ქვემეხი არანაირად არ ცვლის ბმპ–3 –სრულებით შესაძლებელია იყოს ბმპ–3 ტანკი და ეს ქვემეხი ერთად სადმე ბრძოლაში.
ReplyDelete