რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა საკმაოდ საინტერესო ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები რუსეთის სამხედრო–საჰაერო ძალების 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომში მონაწილეობის შესახებ.
ტექსტის თანახმად:
"2008 წლის დასაწყისში რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების შემადგენლობაში შედიოდა: ოპერატიულ–სტრატეგიულიშენაერთი (КСпН – Командования специального назначения/სპეციალური დანიშნულების მეთაურობა), 8 ოპერატიული და 5 ოპერატიულ–ტაქტიკური შენაერთი (ჰაერ საწინააღმდეგო თავდაცვის კორპუსები), 15 შენაერთი და 165 ნაწილი. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების ნაწილებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველო – სამხრეთ ოსეთის კონფლიკტში და საქართველოს მშვიდობისადმი იძულების ოპერაციაში. ჩატარებული ოპერაციის დროს სამხედრო–საჰაერო ძალებმა განახორციელეს – 205 ვერტფმრენ და 605 თვითმფრინავ გაფრენა, მათ შორის საბრძოლო ამოცანის შესასრულებლად განხორციელდა 126 ვერტმფრენ და 427 თვითმფრინავ გაფრენა.
სამხედრო კონფლიკტმა გამოამჟღავნა გარკვეული უარყოფითი მხარეები რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების საბრძოლო მომზადების ორგანიზაციაში და მართვის სისტემაში და ასევე აშკარა გახდა ავიაპარკის განახლების აუცილებლობა."
წყარო:
No comments:
Post a Comment