Saturday, November 17, 2012

Leopard-2HEL vs Altay (ნაწილი–II)

  • ჯავშანდაცვა
კონვენციური ბრძოლის საწარმოებლად Leopard-2A6HEL ითვლება ყველაზე მძიმედ და საუკეთესოდ დაცულ ტანკად. ეს პრაქტიკულად ნიშნავს იმას რომ მანქანის შუბლა ჯავშნი, ±30 გრადუსის სექტორში და კოშკურის ზედა ნაწილში არის ყველაზე კარგად დაცული. კოშკურის ზედა ნაწილის ჯავშანი უზრუნველყოფს დაცვას Bomblets–ებისგან და და სუბამუნიციისგან, რომელთა ქვემეხების, ნაღმტყორცნებისა და ავიაციის დახმარებით იფანტება ბრძოლის ველზე. სავარაუდოდ ტანკს, საბრძოლო წონის გაზრდა 65 ტონამდე (შეიძლება უფრო მეტიც) დასჭირდა რათა დაცვის ასე მაღალი ხარისხისთვის მიეღწია.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შეიქმნა ტანკის დამცავი კომპლექტები, რომლებიშიც განსაკუთრებული მნიშვნელობა ეძლევა ტანკსაწინააღმდეგო ჭურვებისგან და თვითნაკეთი ნაღმებისგან ტანკების პერიმეტრულ დაცვას. ასეთი კომპლექტები გამოიყენება ამერიკელებისგან (ტანკი Μ1Α1 TUSK [Tank Urban Survivability Kit – დასახლებულ პუნქტში ტანკის გადასარჩენი კომპლექტი]) და კანადელებისგან (Leopard 2A6M CAN) ერაყში და ავღანეთში. ამ მოდიფიკაციების დამახასიათებელი ნიშნებია გვერდებზე და უკან დამატებითი ჯავშნის დაყენება. გვერდებზე ყენდება კომბინირებული ან დინამიკური დაცვის ფილები, რათა დაიცვას ტანკის გვერდები მსუბუქი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებისაგან, ხოლო უკანა ნაწილში "ცხაურებიანი ეკრანები" (slat armor). ეს ცხაურები იწვევენ ერაყში და ავღანეთში გავრცელებული ტანკსაწინააღმდეგო კუმულაციური ჭურვების ნაადრევ ამოქმედებას. ამ ტიპის ჯავშანი ასევე ცნობილია «bird cage»–ს სახელწოდებით (ჩიტის გალია – რადგანაც მართლაც წააგავს გალიას). სწორედ ამგვარადაა დაცული თურქების მოდერნიზირებული Leopard-2NG – მასზე გვერდებზე და წინა ნაწილში დაყენებულია კომბინირებული ჯავშნის მოდულები, რომლებიც გერმანული IBD-ეს შექმნილია, ხოლო ტანკის უკანა ნაწილი ცხაურებიანი ეკრანებითაა დაფარული. აღსანიშნავია რომ გერმანული IBD მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო ჯავშანმწარმოებელია.

სავარაუდოდ თურქულ Leopard-2NG–ზე IBD–ეს ნაღმსაწინააღმდეგო დაცვაცაა დაყენებული. ამგვარი დაცული ფსკერი დაყენებულია 70 ცალ გერმანულ Leopard-2A6-ზე, რომლებიც გერმანიის გარეთ სამოქმედოდ არიან განკუთვნილები. ასევე ამგვარი დაცვითაა აღჭურვილი კანადური Leopard-2–ები, რომლებიც დაჩქარებული ტემპით იქნა შესყიდული, მოდრენიზიზრებული და ავღანეთში სამოქმედოდ გაგზავნილი.


ნაღმსაწინააღმდეგო ფსკერით აღჭურვილი Leopard-2A6


მიზანშეწონილად მიმაჩნია ავღნიშნო რომ ნაღმსაწინააღმდეგო დაცვის მნიშვნელობა და ეფექტურობა კონვენციურ ომში საკმაოდ დაბალია. კონვენციურ ომში ყველა დანაღმული ველი დაცულია ტანკებითა და ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებით. დანაღმული ველის დანიშნულებაა მოწინააღმდეგის გადაადგილების შენელება და მისი წინ წაევის შეჩერება და შემდეგ უკვე მისი განადგურება სხვა საცეცხლე საშუალებების დახმარებით. სხვაგვარად რომ ვთქვათ ტანკს გააჩნია თუ არ გააჩნია ნაღმსაწინააღმდეგო ფსკერი – ნაღმზე გადავლისას ის დაზიანდება და მოძრაობის უნარს დაჰკარგავს, ანუ სავალ ნაწილზე დაზიანებას ვერ ავიცილებთ თავიდან, უბრალოდ შევამცირებთ ეკიპაჟის დაზიანების ალბათობას. მაგრამ უმოძრაო ტანკი კონვენციურ ბრძოლის ველზე რამდენიმე წამში "მკვდარ" ტანკად გადაიქცევა, რადგანაც ადვილ სამიზნეს წარმოადგენს. სწორედ ესაა იმის მიზეზი რომ ნაღმსაწინააღმდეგო დაცვა არ იქნა მასიურად გამოყენებული ისეთი წამყვანი ქვეყნების მიერ როგორებიცაა აშშ, გერმანია, საფრანგეთი, ისრაელი და რუსეთი.

არა კონვენციური ბრძოლისგან განსხვავებით, კონვენციურ ომში რადიკალურად იზრდება ზემოდან შემტევი ტანკსაწინააღმდეგო საშუალებების საფრთხე. კასეტური ჭურვები და სუბამუნიცია მსაიურად გამოიყენება ავიაციის და არტილერიის მიერ. ეს სუბამუნიცია ვერტიკალურად ეცემა ტანკს, და კუმულაციური ჭავლით აზიანებს ტანკის ყველაზე დაცუველ ადგილს – სახურავს, მათგან დაცვა სახურავის სპეციალურ ჯავშან დაცვას მოითხოვს – რომელიც როგოც წესი თანამედროვე ტანკებში მოდერნიზაციის შედეგად ჩნდება.

სპეციალისტების აზრით საუკეთესოდ დაცული სახურავი ბერძნების Leopard-2A6HEL–ს გააჩნია. ტანკს სახურავის ძირითადი ჯავშნის და ნამსხვრევებსაწინააღმდეგო სარჩულის  (spall liner) გარდა, გააჩნია მეთაურისა და მემიზნის სპეციალურად შექმნილი სარქველები. სარქველები ორმაგკედლიანი, საკმაოდ მძიმე და მასიურებია. მათი გაღებ–დახურვა სპეციალური ამძრავებით ხორციელდება. სარეზერვო საშუალებად ხელის მექნიკური სახელურები გამოიყენება, რაც დიდ დროს მოითხოვს. აღსანიშნავია რომ Leopard-2A6HEL–ის თითო სარქველის წონა ნახევარ ტონაზე მეტია. ამგვარად დაცული სახურავი არც Leopard–2NG–ზე და არც ALTAY–ზე, სურათებიდან გამომდინარე, არ არსებობს. პირველ ტანკზე მასეთი სარქველების დაყენება შეუძლებელია, რადგანაც ამისათვის სრულიად ახალი, სპეციალური სახურავის დაყენებაა საჭირო, ხოლო მეორე ტანკისთვის თურქებმა ალბათ საჭიროდ არ ჩათვალეს გაძლიერებული სახურავი.

და ბოლოს Leopard–2NG და ALTAY ჯავშნის გაბარიტების შედარებისას ჩნდება ეჭვი რომ ეს პირველი მეორესთან შედარებით უკეთესადაა შეჯავშნული. Leopard–2NG–ის დამატებითი ჯავშანი IBD–ეს მიერაა შექმნილი, რომელიც ასევე მონაწილეობდა Leopard-2A6HEL-ის ჯავშნის შექმნაში. 

Leopard-2A6HEL-ის კოშკურის დამატებითი ჯავშანმოდულების ფოტოდეტალიზაცია



ჯავშნის შექმნისას არ არსებობს ადვილი და ჯადოსნური გადაწყვეტილებები. საჭიროა სპეციალური ცოდნა და ტექნოლოგიები და საწარმოო ხაზი და გამოცდილება. ასეთი შესაძლებლობები მხოლოდ ერთეულ ქვეყნებს გააჩნიათ და მის ექსპორტს ძნელად ახორციელებენ. ჯავშანთან დაკავშირებით თურქებს საკმაოდ არასასიამოვნო გამოცდილება გააჩნიათ. 90–იანების დასაწყისში, ქურთებთან მიმდინარე შეტაკებების დროს, თურქები იყენებდნენ ქსმ YPR-765–ებს, რომლებიც მაშინ ადგილობრივ FNSS–ში იწარმოებოდა. საკმაოდ ხშირ შემთხვევაში, პირადი შემადგენლობის დანაკარგებით, თურქები დარწმუნდნენ რომ ჯავშანმანქანის ბალისტიკური დაცვა არ იყო იმ დონისა რა დონისაც ვითომ წესით უნდა ყოფილიყო. ALTAY–ს შემთხვევაში ჯავშნის შექმნაზე თურქული კომპანია, Roketsan მუშაობს, რომელიც ამ მიზნით სამხრეთ კორეულ ტექნოლოგიებს გამოიყენებს, რომელიც თავის მხრივ არც თუ ისე მეწინავე ქვეყანად ითვლება ამ სფეროში. თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ ყავის ნალექზე მკითხაობაა და საბოლოო ადგილს ამ ყველაფერს საბრძოლო გამოცდილება მიუჩენს.

 Leopard–2NG–ეს დამატებითი ჯავშანმოდულები

 თურქული Leopard–2NG და Leopard-2A4

Altay–ს კორპუსის კომპიუტერული მოდელი


Altay–ს კორპუსის აწყობის მომენტი

No comments:

Post a Comment