четверг, 7 февраля 2013 г.

რუსულ–ინდური ერთობლივი მე–5 თაობის გამანადგურებელი FGFA


როგორც უკვე ვწერდი, გუშინ ინდოეთში ავიაკოსმოსრუი და თავდაცვითი ტექნიკის საერთაშორისო გამოფენა Aero India–2013  გაიხსნა. გამოფენაზე როგორც წესი რუსული სამხედრო წარმოება საკმაოდ ფართო ნომენკლატურითაა წარმოდგენილი – საიდუმლო არავისთვის არაა რომ ინოდეთი რუსული იარაღის ყველაზე მსხვილი შემსყიდველია მთელს მსოფლიოში.
ამჯერად გამოფენის ერთ–ერთ მთავარ ფიგურად რუსულ–ინდური ერთობლივი სტელს გამანადგურებლის, FGFA–ს (Fifth Generation Fighter Aircraft – მეხუთე თაობის გამანადგურებელი) მოდელი გახდა.



ორ ქვეყანას შორის, მე–5 თაობის გამანადგურებელზე ერთობლივი მუშაობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი 2007 წლის 18 ოქტომბერს მოეწერა. რუსული მხრიდან ამ პროგრამაში გაერთიანებული სააქციონერო საზოგადოება «Сухой», ხოლო ინდური მხრიდან HAL (Hindustan Aeronautics Limited) მონაწილეობენ.










როგორც მოდელის ფოტოებიდან ჩანს – ის რუსული ПАК-ФА T-50–ის სრული ასლია. შედარებისთვის ქვემოთ რუსული გამანადგურებლის ფოტოებია მოყვანილი:



თუმცა ეს არცაა გასაკვირი – როგორც 6 თებერვალს, ბანგალორში, რუსეთის გაერთიანებული ავიამშენებელი კორპორაციის პრეზიდენტმა, მიხალი პოგოსიანმა განაცხადა: "მრავალფუნქციურ პერსპექტიულ თვითმფრინავს (перспективный многофункциональный истребитель – ПМИ) რუსულ ПАК-ФА T-50–თან არა მხოლოდ პლანერი, არამედ საბორტე ელექტრო მოწყობილობებიც საერთო ექნება".


Комментариев нет:

Отправить комментарий