Friday, June 21, 2013

ათი ცალი ჩამოწერილი ბულგარული Су-25 საქართველოს

ბულგარეთის მიერ გაეროს 2012 წლის რეესტრში გამოქვეყნებულ მონაცემებში ყველაფერთან ერთად ნახსენებია საქართველოსთვის მიყიდული 10 ცალი მოიერიშე თვითმფრინავი Су-25, ამასთან რეესტრში მითითებულია რომ თვითმფრინავები "Expired lifespan, for repair stock"–ის კატეგორიიდანაა, ანუ "რესურს გასული, სათადარიგო ნაწილებისთვის".
ბულგარული პრესის თანახმად, ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ 2012 წლის 28 ივნისს რეალიზაცია გაუკეთა ბაზმერის აეროდრომზე განთავსებულ ექვს ცალ Су-25К–ს. თვითმფრინავები შემდეგ ფასებში იქნა გაყიდული:
  • საბორტე ნომერი 299  - ფასი: 100 100,00 ლევი (დღგ–ს გარეშე)
  • საბორტე ნომერი 109 - ფასი: 96 700,00 ლევი (დღგ–ს გარეშე)
  • საბორტე ნომერი 212 - ფასი: 98 800,00 ლევი (დღგ–ს გარეშე)
  • საბორტე ნომერი 228 - ფასი: 98 100,00 ლევი (დღგ–ს გარეშე)
  • საბორტე ნომერი 241 - ფასი: 97 500,00 ლევი (დღგ–ს გარეშე)
  • საბორტე ნომერი 244 - ფასი: 101 200,00 ლევი (დღგ–ს გარეშე)
ტენდერი კომერციულმა სტრუქტურა "ტრანსმობილ"–მა ("Трансмобил") მოიგო, რომელმაც ეს ექვსი თვითმფრინავი საერთო ჯამში 8,08 მილიონ ლევად შეისყიდა. სტრუქტურამ ეს მოიერიშეები 2012 წლის სექტემბერში ქართულ მხარეს მიყიდა, რის შემდეგაც საზღვაო გზით დაშლილი თვითმფრინავები ბულგარეთიდან საქართველოში გადაიტანეს.

ბულგარეთში შეძენილი ჩამოწერილი Су-25–ები დაშლის მომენტში
დაშლილი Су-25–ები სატვირთო ხომალდ PERA–ზე იტვირთება, პორტი ბურგას, 2012 წლის 26 ნოემბერი, იმავე გემზე თვითმფრინავებთან ერთად დაიტვირთა და საქართველოში გამოიგზავნა 6 ცალი საარტილერიო დანადგარი
რაც შეეხება დანარჩენ 4 მოიერიშეს, ზუსტი ინფორმაცია მათ შესახებ უცნობია, თუმცა სავარაუდოდ ეს ის ოთხი თვითმფრინავია რომელიც 2010 წლის დასაწყისში ბულგარეთის თავდაცვის სამინისტრომ კომპანია "იოტოვ ი სინ"–ს ("Йотов и син") მიჰყიდა (საბორტე ნომრები 106, 107, 110 და 111). თავის მხრივ კომერციული სტრუქტურა "ტრანსმობილ" ამ კოპანიას წარმოადგენდა 2012 წლის ტენდერში, ამიტომ არაა გამორიცხული რომ ის 4 ცალი ინკოგნიტო მოიერიშე სწორედ 2010 წელს ნაყიდი პარტიიდან იყოს.

წყარო:

No comments:

Post a Comment