четверг, 20 июня 2013 г.

დამატებით "Витязь"–ის შესახებ

გუშინ უკვე ვწერდი პერსპექტიული რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდავცის სისტემის "Витязь"–ის პირველი დებიუტის შესახებ. С-300–ის შესაცვლელი კომპლექსის შექმნაზე მუშაობა კონცერნ "Алмаз"–მა ჯერ კიდევ 1991-1993 წლებში დაიწყო. პირველად კომპლექსი "Витязь" ავიაკოსმოსურ გამოფენა МАКС-1999–ზე იქნა ნახსენები, სადაც ამ კომპლექსის მოდელები იქნა დემონსტრირებული. კომპლექსი С-300ПТ და С-300ПС–ის შესაცვლელად იქმნება. თვითონ "Витязь"–ის შექმნაზე მუშაობა 2007 წელს დაიწყო და გეგმის მიხედვით შეიარაღებაზე 2012 წელს უნდა მიეღოთ. მისი შექმნისას კონცერნ "Алмаз"–მა სამხრეთ კორეისთვის შექმნილი საზენიტო–სარაკეტო კომპლექს KM-SAM–ის შექმნისას დაგროვილი გამოცდილება გამოიყენა. 2010 წელს დაიწყო საკონსტრუქციო დოკუმენტაციის შექმნა, რომლის დასრულებაც 2011 წლისათვის იყო დაგეგმილი. ასევე 2011 წელს უნდა დაწყებულიყო კომპლექსის საველე გამოცდები. მაგრამ უკვე 2010 წელს საცდელი პროტოტიპის შექმნა 2012 წლისათვის გადაიდო, ხოლო მისი გამოცდების დასრულება 2013 წლის ბოლოსთვის. ასევე 2010 წლის გეგმების მიხედვით კომპლექსის ოპერატიული მზადყოფნა 2015 წლისათვისაა დაგეგმილი.
2012 წლის დასაწყისში, რუსულ მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 2020 წლამდე რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა 30–40 ერთეულ საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი "Витязь" უნდა მიიღონ, რომლებმაც С-300ПТ და С-300ПС–ები უნდა ჩაანაცვლონ (აღსანიშნავია რომ რუეთის ჰაერსაწინაარმდეგო ძალების შეიარაღებაში არსებული С-300–ებიდან ყველაზე თანამედროვე С-300ПМ2–ებია)
"Витязь" ორი სახეობის რაკეტებს მოიხმარს – ახლო მანძილისთვის, სავარაუდოდ 9М100–ს და საშუალო მანძილისთვის სავარაუდოდ 9М96–ს (თუმცა არაა გამორიცხული გამოყენებული იქნას 48Н6 კლასის რაკეტები).

სამხრეთ კორეული საზენიტო–სარაკეტო კომპლექს KM-SAM Chun Koong–ის რაკეტა და სატრანსპორტო–გამშვები კონტეინერი
С-300–ისა და С-400–ის რაკეტები 48Н6 და მისი სატრანსპორტო–გამშვები კონეტინერები. აღსანიშნავია მსგავსება ამ რაკეტებსა და კონტეინერებსა და კორეული კომპლექსის რაკეტებსა და კონტეინერებს შორის
 სამხრეთ კორეული საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი KM-SAM Chun Koong
 საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი KM-SAM Chun Koong–ის მრავალფუნქციური აქტიურ–ფაზირებულ ცხაურიანი რადიოლოკაციური სადგური
МАКС-1999–ზე წარდგენილი საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი "Витязь"–ის მაკეტი

Комментариев нет:

Отправить комментарий