Saturday, July 13, 2013

122 მმ–ნი თვითმავალი სერბული ჰაუბიცა SORA

ჟურნალმა "International Defence Review" გამოაქვეყნა Miroslav Gyurosi–ს სტატია "Serbian 122 mm SORA self-propelled howitzer receives automatic loader", რომელშიც 2013 წლის ივნისში, ბელგრადში გამართულ მე–6 საერთაშორისო გამოფენა "Partner 2013"–ზე წარდგენილი 122მმ–ნი თითმავალი, საბურავებიანი შასის მქონე ჰაუბიცა SORA–ს შესახებაა საუბარი.
122მმ–ნი ჰაუბიცა D-30J–ეს (საბჭოთა Д-30–ის იუგოსლავიური ლიცენზირებული ვარიანტი) მოქანავე ნაწილის გამოყენებით თვითმავალ ჰაუბიცა SORA–ზე მუშაობა 2004 წელს ბელგრადის სამხედრო–ტექნიკურმა ინსტიტუმა დაიწყო. საარტილერიო სისტემის სავალ ნაწილად 6x6 სავალი ფორმულის მქონე სერბული სატვირთო მანქანა FAP 2026 BS/AV–ეს შასია გამოყენებული. SORA–ს პირველი პროტოტიპის საზოგადო ჩვენება 2009 წელს განხორციელდა, მაშინ ეს სისტემა საბურავებიან შასიზე უბრალოდ შემოდგმულ Д-30–ს წარმოადგენდა.
გამოფენა "Partner 2013"–ზე თვითმავალიო საარტილერიო დანადგარი SORA უკვე მეორე საცდელი ეგზემპლარით იყო წარდგენილი. აღსანიშნავია რომ ეს მეორე პროტოტიპი საბოლოო "კონფიგურაციით" იქნა გამოყვანილი და აღჭურვილი იყო დატენვის ავტომატური სისტემით. ავტომატური დამტენი ექვს გასროლას იტევს (ჭურვებს და მუხტებს). თვითონ დამტენი წარმოადგენს ორ დოლურა მექანიზმს, რომლებიც ქვემეხის სახაზინო ნაწილის გვერდებზეა განთავსებული – ჭურვები მარჯვენა დოლურაში, ხოლო მუხტები მარცხენაში.
ავტომატიზაციის წყალობით სარტილერიო დანადგარის გათვლა ორ კაცამდეა შემცირებული (თუმცა, სავარაუდოდ, გათვლაში საბოლოოდ მაინც სამი კაცი იქნება). ამ თვითმავალ საარტილერიო დანადგარს შეეძლება 3,5 წუთიანი ციკლებით აწარმოოს ცეცხლი – 90 წამი ესაჭიროება მანქანის გაჩერებას, გაშლას და სროლისთვის მომზადებას, 60 წამი ექვსი ჭურვის გასასროლად და კიდევ 60 წამი ასაშლელად და გასასვლელად. დანადგარს საერთო ჯამში 40 გასროლიანი საბრძოლო მარაგი ექნება, რომლებიც ძარასზე დაყენებულ სტელაჟებში იქნება განთავსებული.

 თვიტმავალი ჰსაარტილერიო დანადგარის უკანა ხედი – კარგად ჩანს ავტომატური დამტენი მექანიზმის ორი დოლურა 
დანადგარს გააჩნია ინერციული და თანამგზავრული ნავიგაცია, პოზიციონირებისა და ორიენტირების ქვესისტემები და სამგზავრო მდგომრეობიდან საბრძოლო მდგომარეობაში ავტომატური გადასვლის სისტემა. SORA აღჭურვილია საარტილერიო დანადგარის დისტანციურად მართვის სისტემით (ცეცხლის წარმოების ჩათვლით). მოცემული სისტემა შესაძლებელია იყოს როგორც უკაბელო, ასევე კაბელიანი, რომელის დროსაც ქვემეხის მართვა 200 მეტრის მოშორებიდან შეიძლება. ვერტიკალური და ჰორიზონტალური დამიზნების ამძრავების ციფრული მართვის სისტემა წამში 3° გადაადგილების და 0,5 მეათასედი სიზუსტით დამიზნების საშუალებას იძლევა. ჰაუბიცას შეუძლია აწარმოოს ცეცხლი ქვემეხის უკანა მდგომარეობიდან ორივე მხარეს 25 გრადუსზე, აწევის კუთხე –7–დან +70 გრადუსამდეა. დანადგარს სამი ავტომატურად გამოწევადი ტელესკოპური საბრჯენები გააჩნია. SORA–ს საერთო საბრძოლო მასა 18 ტონას უდრის.
ბელგრადი სამხედრო ტექნიკურმა ინსტიტუტმა SORA–ს ავტომატურ დამტენზე მუშაობა 2012 წლის დასაწყისში დაიწყო. ამ სისტემით აღჭურვილი SORA–ს პროტოტიპი 2013 წლის თებერვალ–ივნისში "პირველი ხუთწლედის" (Prva Petoletka Namenska) სახელობის ქარხანაში იქნა აწყობილი. კომპლექსის გამოცდები 2013 წლის ივლისში დაიწყება, თუმცაღა საცეცხლე გამოცდებს 2014 წლის მარტისთვის გეგმავენ.



წყარო:

No comments:

Post a Comment