როგორც გერმანული გაზეთი spiegel იუწყება EF-2000-ებს საკმაოდ დიდი პრობლემები აღმოაჩნდა. კერძოდ კი შემდეგ პრობლემებზეა საუბარი:
- როგორეც ამბობენ 2011 წლამდე (დარწმუნებით, მაგის მერე უცნობია) EF-2000-სს გერმანიის ავიაციის ფრენის სერთიფიცირება არ ჰქონდა.
- ასევე კატაპულტირებად სავარძელს არ ჰქონდა გამოცდები გავლილი და ისე იქნა დაყენებული.
- დიდი პრობლემები აღმოაჩნდა პროგრამულ უზრუნველყოფაში - რამდენჯერმე ამის გამო საავარიო სიტუაციაც კი შეიქმნა. როგორც გაზეთი ამბობს იყო შემთხვევა რომ გამანადსგურებელი უმართავი ფრენით აეროპორტის მართვის კოშკურისკენ მიემართებოდა და უკანასკნელ წამს პილოტმა მოახერხა მართვის აღდგენა.
- როგორც ცნობილია 7 თვის განმავლობაში გამანადგურებელს 49 სხვადასხვა დეფექტი აღმოუჩნდა, რომლებიც არა მარტო წარმოების ხარისხთან არამედ თვით კონსტრუქციულ გაუთვლელობასთანაცაა კავშირში, რომლებიც დაპროექტებისას იქნა დაშვებული.
- ყოველივე ამის გამო იყო შემთხვევები როცა გერმანელი პილოტები ამ გამანადგურებლით ფრენაზე უარს ამბობდნენ.
- გამანადგურებლის ფასი საკმაოდ გაიზარდა - 2018 წლამდე 143 გამანადგურებლის შესაძენად (ამჟამად გერმანიის ავიაციის შეიარაღებაზე უკვე დგას 108 ცალი ამ ტიპის გამანადგურებელი) გერმანიის ავიაცია დაგეგმილი 14,7 მილიარდი ევროს ნაცვლად, რომლითაც სხვათა შორის 180 ევროგამანადგურებელი უნდა შეეძინათ, 16,8 მილიარდ ევროს გადაიხდის და ამ ფასში არ შედის T3B ვერსია, რომელიც ყველაზე მეწინავედ და მრავალფუნქციურ ვერსიად ითვლება (ანუ ფაქტიურად გამანადგურებელს მიწაზე მუშაობის შესაძლებლობები არ ექნება). თუმცა როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ ეს თანხა შესაძლოა კიდევ ერთი მილიარდით გაიზარდოს.
წყარო:
No comments:
Post a Comment