Monday, October 21, 2013

ქართული БМП-2 მოდერნიზაცია

ჩვენი არმიის შეიარაღებაში საკმაო რაოდენობით საბჭოთა წარმოების БМП-1 და 2 დგას. ეს ტექნიკა თავისი შესაძლებლობებით მოძველებულია და უკეთეს შემთხვევაში შეცვლას და უარეს შემთხვევაში მოდერნიზაციას მოითხოვს.
მოდერნიზაციის შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ–ტექნიკური სიტუაცია და ამის მიხედვით განვახორციელოთ ამ ტექნიკის მოდერნიზაცია. ანუ გასაგებად რო ვთქვა – გვინდა იაფი გადაწყვეტილებები, რომლებშიც ჩვენს ხელთ არსებული ტექნოლოგიებს გამოვიყენებთ.
რისი გაკეთება შეგვიძლია:
  • საცეცხლე შესაძლებლობების გაზრდის მიზნით შეგვიძლია საკუთარი კოშკურა დელტას მიერ შემუშავებული დისტანციური, 23მმ–ნი მოდულით შევცვალოთ (ქსმ "ლაზიკას" მოდული).
  • კოშკურის შეცვლის შედეგად მანქანა საგრძნობლად დამსუბუქდება რაც ჯავშანდაცვის გასაძლიერებლად წონის ლიმიტს მეტ–ნაკლებად შეამცირებს.
  • კოშკურის მოხსნის შედეგად კორპუსში დამატებით ადგილი გამონთავისუფლდება – რაც მანქანაში დესანიტს და ეკიპაჟის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესები საშუალებას მოგვცემს.


დელტას 23მმ–ნი მოდულის წონა ჩემთვის უცნობია, მაგრამ მიუხედავად ამისა შესაძლებელია მიახლოებითი წონითი მოგების დათვლა თუ БМП–2–ის კოშკურას ამ დისტანციური მოდულით შევცვლით.
БМП-2–ის კოშკურის სრული წონა 1743 კგ–ს უდრის. აქედან ძირითადი ელემენტების წონა შემდეგია:

  • კოშკურა – 653კგ
  • ქვემეხი 2A42 – 116კგ
  • ქვემეხის სადები (აკვანი) – 109კგ
  • ქვემეხის მჭიდი – 29,1კგ
  • კოშკურის მოტრიალების მექანიზმი – 44,3კგ
  • ქვემეხის ამწევი მექანიზმი – 27,5კგ
  • ПКТ – 11,5კგ
  • ПКТ–ეს მჭიდი – 20,5კგ
ერთი სიტყვით კოშკურის მთელი წონიდან (1743 კგ) ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია მოვაშოროთ თითქმის ყველაფერი და დავიტოვოთ შემდეგი დეტალები:
  • მხოლოდ ПКТ და მისი მჭიდი – 32კგ.
  • ასევე უნდა დავამატოთ ქსმ "ლაზიკა"–ს ავტომატური, 23მმ ქვემეხის წონა – ქვემეხ 2А14–ის წონა მიახლოებით 120კგ.
  • ტყვიების მარაგის წონა (150 ცალი გასროლა ლაზიკას მოდულში) – საშუალოდ 60 კილო.
უხეშად რო დავითვალოთ გამოგვდის 212კგ. ამას დავუმატოთ მოდულის კორპუსი, ცეცხლის მართვის სისტემა და სხვადასხვა დეტალები – მაქსიმუმ 400–500 კილო იყოს მთლიანი მოდულის წონა.
ამგვარად მარტო მოდულის შეცვლით ჩვენ სავარაუდოდ 1200 კილოს მოვიგებთ წონაში. კიდევ სად შეგვიძლია წონაში მოვუგოთ მანქანის კონსტრუქციას?
გავიხსენოთ სსრკ–ს მიერ 80–იან წლებში ავღანეთში მიღებული გამოცდილება და ამ გამოცდილების საფუძველზე შექმნილი БМП-2Д რომელიც დამატებითი ჯავშანფილებით იყო აღჭურვილი და მისი ჯავშანი ნებისმიერი მანძილიდან იცავდა ეკიპაჟსა და დესანტს 12,7მმ ჯავშანგამტანი ტყვიებისგან.
БМП-2Д–ეს ასევე გაძლიერებული ჰქონდა მძღოლ მექანიკოსის, მეთაურის და მემიზე ოპერატორის ადგილებში ფსკერი – რაც ნაღმზე აფეთქების შემთხვევაში ეკიპაჯის გადარჩენადობის ხარისხს ამაღლებდა.

БМП-2Д ავღანეთში
БМП-2Д–ეს გაძლიერებული ფსკერი
БМП-2Д–ეს გაშორიშორებული ჯავშან ეკრანები
მოდერნიზაციის შედეგად მანქანის წონა 500კგ–თი გაიზარდა და 14,5ტ. გახდა, მაგრამ აქ აღსანიშნავია ის ფაქტი რომ მანქანამ ცურვის უნარი დაკარგა და მასზე დემონტირებული იქნა საბორტე ეკრანები, რომლებიც ტივტივას როლს ასრულებდნენ, ტალღების ამრეკლავი ფარი კორპუსის შუბლა ჯავშანზე და მისი ამწევი მექანიზმი. მთლიანობაში მანქანის წონაში საკმარისი მოგება ნახეს, თუმცა ზუსტი ციფრები უცნობია, მაგრამ უბრალოდ 14,5 ტონას (დამატებით ჯავშნიანი მოდიფიკაციის წონა) რომ 1,2ტ გამოვაკლოთ გვექნება 12,3ტ მანქანა, რომელის დაცვაც ბორტებიდან საკმაოდ მაღალ დონეზეა და ცურვის უნარიც გააჩნია.
ამ 1,2 ტონიდან შეგვიძლია მაქსიმალური მოგება ვნახოთ – ეს წონა დაცვაზე გადავანაწილოთ, გავზარდოთ ჯავშან ეკრანების სისქე და საბორტე დაცვა 14,5მმ ტყვიებამდე ავწიოთ. ზუსტი ციფრების არ ქონის გამო დარწმუნებით ვერ ვიტყვი, მაგრამ ცხარუებიანი ეკრანების დაყენების შემთხვევაში მანქანის წონა დიდად არ უნდა გასცდეს 14,5 ტონას და მანქანის სავალ ნაწილს და ძრავა ტრანსმისიას დიდ ზარალს ვერ მიაყენებს (ამ ციფრების დათვლა სულ თავისუფლად შეიძლება ნატრუალური მანქანის შესწავლის შემდეგ). თუ ამ ცხაურებმა ჯავშანფილებთან ერთად მანქანის წონა დასაშვებ ზღვარში დატოვეს მაშინ გვექნება ქვეითთა საბრძოლო მანქანა, რომლის დაცვაც არაფრით არ ჩამოუვარდება თანამედროვე ანალოგების დაცვის დონეს (სულ თუ არაფერი, ცხაურები 0,5–0,6 დონეს იძლევიან საბჭოთა ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნების ყუმბარების წინააღმდეგ). 
ან თუ მაინც და მაინც წონის პრობლემაა – დავაყენოთ ცხაურები, ჯავშანდაცვა დავტოვოთ 12,7მმ ჯავშანგამტანი ტყვიების აწინააღმდეგო და მანქანის შიგნიდან ნამსხვრევებსაწინააღმდეგო სარჩული გამოვაკრათ. შესაძლებელია ასევე საწვავის ავზების აფეთქება და ხანძარსაწინააღმდეგო შრეებით აღჭურვა (ამის შესახებ Т-72–ის მოდერნიზაციის სტატიაში უკვე ვწერდი).

БМП-2Д–ეს გაშორიშორებული ჯავშან ეკრანები

ამგვარად ჩვენს ხელთ არსებული ტექნოლოგიების გამოყენებით, საკმაოდ იაფად შეგვიძლია ჩვენი მოძველებული БМП-2–ების დაცვისა და გადარჩენადობის გაზრდა და შესაბამისად თანამედროვე ცეცხლის მართვის საშუალებები მის ეფექტურობას დღ–ღამის ნებისმიერ პერიოდში საგრძნობლად აამაღლებს.





2 comments:

  1. გამარჯობა :)) ყველაფერში გეთანხმები,
    შეიარაღებას რაც შეეხება შეკითხვა ზოგადად: მოდულის დაყენება დამატებით სადესანტო ადგილს არ მოგვცემს?? კიდევ ერთი პლიუსი ჩემი აზრით. საბრძოლო მარაგის გატანა სადესანტო ნაკვეთურიდან მეორე.

    ReplyDelete
  2. კი, როგორ არა და ეგ მიწერია კიდევაც თავიდანვე – "კოშკურის მოხსნის შედეგად კორპუსში დამატებით ადგილი გამონთავისუფლდება – რაც მანქანაში დესანიტს და ეკიპაჟის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესები საშუალებას მოგვცემს."
    დესანტის გაზრდა რამდენად მიზანშეწონილია არ ვიცი, ამას საშტატო სტრუქტურული ცვლილება ესაჭიროება, მაგრამ თავისუფლად შეიძლება დესანტის კომფორტის გაზრდა მაგ სივრცი ხარჯზე.

    ReplyDelete