გფრ–ის თავდაცვის მინისტრმა თომას დე მეზერმა (Thomas de Maiziere), 2013 წლის 18 ოქტომბერს ბუნდესვერის მოხსენებაში განაცხადა რომ, პერსპექტიული ქვეითთა საბრძოლო მანქანა Puma გერმანული არმიის შეიარაღებაში მიღებული არ იქნება და როგორც დაგეგმილი იყო მისი გადაცემა არმიაში 2014 წლის შუა პერიოდში არ დაიწყება. ეს დაკავშირებულია ქსმ Puma–ს კონსტრუქციაში არსებულ მნიშვნელოვან ნაკოლვანებებთან, რომლებიც წინასერიული ხუთი მანქანის გამოცდების დროს გამოვლინდა. ამგვარად გერმანიის სახმელეთო ძალების ბოლო ოცწლეულის ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამა გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
ქსმ Puma–ს ძირითად ნაკლოვანებებს შორის ნახსენები იყო ელქეტორნული სისტემების სტაბილურად მუშაობის, პროგრამული უზრუნველყოფის, ტექნიკური დოკუმენტაციის პრობლემები და ასევე მანქანის ძალიან გაზრდილი წონა და ეკიპაჟის წევრების ხილვადობის ცუდი პირობები.
ხანგრძლივი დროის განმავლობაში ბუნდესვერის წარმომადგენლები აკრიტიკებენ ტექნიკურ ნაკლოვანებებს, რომლებიც ხუთი საცდელი პროტოტიპის გამოცდების დროს გამოვლინდა. კერძოდ აღნიშნავენ ღამე ხედვის არადამაკმაყოფილებელ სისტემას, ცეცხლის მართვის სისტემის და მომავლის ჯარისკაცის ეკიპირების, Gladius–ის და ქსმ–ის შორის უკაბელო ინფორმაციის გადაცემი ინტერფეისის პრობლემებს.
სამხედროების განსაკუთრებულ კრიტიკას მძღოლ–მექანიკოსის ცუდი ხილვადობა იწვევს. მძღოლ–მექანიკოსს გააჩნია სამი დღის პერისკოპული ხელსაწყო, აქედან შესაძლებელია ცენტრალურის ხელსაწყოს ღამის ხელსაწყოთი შეცვლა, მძღოლ–მექანიკოსს ასევე გააჩნია უკანა ხედვის კამერის გამოსახულების ეკრანი. მეთაურის ადგილი ხუთი პერიოსკოპული ხელსაწყოთია აღჭურვილი, ასევე ერთი პერიოსკოპული ხელსაწო აქვს მემიზნეს. ცეცხლის მართვის სისტემა დუბლირებულია – მეთაურისთვის და მემიზნესთვის.
ქსმ Puma–ს კორპუსი შედუღებული ფოლადის ჯავშანფილებისგან შესდგება, რომელზეც დამატებითი ჯავშან მოდულების დაყენებაა შესაძლებელი. საბაზისო დაჯავშნის ვარიანტში მანქანის (ეგრეთ წოდებული ვარიანტი А) წონა 31,45 ტონაა, ხოლო სრულებით დამონტაჟებული დაცვის კომპლექტით (ვარიანტი C) მანქანის საბრძოლო წონა 43 ტონას უტოლდება. ეს ბოლო ციფრი ბუნდესვერის ზოგიერთი სპეციალისტის აზრით გადამეტებულად ითვლება როგორც ოპერატიულ–ტაქტიკური მობილურობისთვის ასევე სავალ ნაწილზე დატვირთვის მხრივ.
წინა სერიული ხუთი მანქანიდან ერთ–ერთი აწყობის მომენტში. კორპუსის პერიმეტრზე კარგად ჩანს დასაკიდი ჯავშან მოდულების ათობით სამაგრი ბოლტი
თომას დე მეზერმა ვერ უპასუხა კითხვას უკავშირდება თუ არა ქსმ Puma–ს პრობლემები სამხედროების მიერ წინასწარ გაწერილ ტაქტიკურ–ტექნიკურ დავალებაში სამეცნიერო–კვლევით საცდელ საკონსტრუქციო სამუშაოს დროს შეტანილ ცვლილებებს. კითხვაზე თუ როდის მიიღებს ბუნდესვერი ახალ ქსმ–ს შეიარაღებაზე, მინისტრმა უპასუხა რომ არ იცის და დაამატა რომ თვის ბოლომდე მანქანის მწარმოებლისგან – Krauss Maffei Wegmann (KMW) და Rheinmetall–ისგან ელის ახსნებს და წინადადებებს. ორივე ეს კომპანია ახორციელებს ქსმ Puma–ს შექმნას და წარმოებას ამ მიზნისთვის მათ მიერ სპეციალურად შექმნილი კონსორციუმი PSM (Project System und Management) GmbH ეგიდით.
გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ 2009 წლის 6 ივლისს KMW და Rheinmetall გაუფორმა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მწარმოებლებს 3,1 მილიარდი ევროს საფასურად 405 ცალი ახალი მანქანა უნდა აეწყოთ. ამ მანქანის პროგრამის მთლიანი ღირებულება 4,3 მილიარდ ევროს უტოლდება. 2012 წელს გფრ–ის შეიარარებული ძალების მორიგი შემცირების მიზეზით ახალი ქსმ–ის შეკვეთა 350 ცალამდე შემცირდა.
წყარო:
No comments:
Post a Comment