აშშ შეიარაღებული ძალების მიერ 2013 წელს გამოცემულ ჭურვების კატალოგში "AMMUNITION SYSTEMS - Portfolio Book 2012-2013" რამოდენიმე საინტერესო სატანკო ჭურვიც არის ნახსენები:
ჭურვი აერთიანებს М830, М830А1, М908 და М1028–ის შესაძლებლობებს ერთ გასროლაში. ეს გასროლა უზრუნველყოფს ტანკ Abrams–ის ახალი შესაძლებლობების რეალიზაციას – ტანკსაწინააღმდეგო გათვლების და რკინაბეტონის წინაღობების განადგურებას ერთი სახეობის ჭურვით. ჭურვის ამფეთქს ექნება მუშაობის სამი რეჟიმი – მყისიერი მოქმედების (PD – Point Detonation/ Super Quick), კონტაქტური შეყოვნებით (PDD – Point Detonation Delayed) და საჰაერო უკონტაქტო მოქმედების (Air Burst).
ჭურვი შესაძლებელი იქნება შემდეგი სახეობის სამიზნეების განადგურება:
მახასიათებლები:
ჭურვის გამოყენებით ტანკს შეეძლება 7500 მეტრის მანძილზე ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების გათვლებისა და ბეტონის კონსტრუქციების განადგურება. გეგმის მიხედვით ახალი გასროლების შესყიდვა 2017 ფინანსური წლისთვისაა გათვალისწინებული.
ჭურვი შესაძლებელი იქნება შემდეგი სახეობის სამიზნეების განადგურება:
- ბეტონის კედლები, ბუნკერები, შენობები.
- ქვეითები, სატანკო გათვლები
- სატვირთოები, ავტომანქანები, მსუბუქი ჯავშანტექნიკა და ქსმ–ბი.
მახასიათებლები:
- გაფართოებული შესაძლებლობების სატანკო ჭურვი
- მრავალფუნქციური ამფეთქი
- საჰაერო აფეთქების ტექნოლოგია
- საბრძოლო თავის გაუმჯობესებული ფრაგემნტაცია
- აფეთქებისადმი მაღალი მედეგობა
ჭურვის გამოყენებით ტანკს შეეძლება 7500 მეტრის მანძილზე ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების გათვლებისა და ბეტონის კონსტრუქციების განადგურება. გეგმის მიხედვით ახალი გასროლების შესყიდვა 2017 ფინანსური წლისთვისაა გათვალისწინებული.
120მმ–ნი ჯავშანგამტან–ქვეკალიბრულ–ფრთასხმული ჭურვი M–829E4 (M–829E4 APFSDS-T)
ჭურვმა M–829E4–მა თანამედროვე დინამიკური დაცვით (ЕRА) აღჭურვილ მოწინააღმდეგის ტანკებზე უპირატესობა უნდა უზრუვნელყოს. პროგრამაზე მუშაობა 2009 წელს დაიწყო. 2010 ფინანსურ წელს დაიწყო 4 წლიანი პროგრამა EMD და 2 მწარმოებელს (Alliant Techsystems და General Dynamics OTS) მიეცა სამეცნიერო–კვლევითი სამუშაოების ჩატარების შეკვეთა.
თავის მხრივ EMD პროგრამა ორ ნაწილადაა გაყოფილი. პირველი ნაწილი დასრულდა როდესაც მწარმოებლებმა თავისი ნაწარმი წარადგინეს გამოცდებზე, რის შედეგადაც ერთი იქნა არჩეული (ATK). ხოლო მეორე ნაწილი ჯერ ისევ გრძელდება.
შესაძლებლობები/გაუმჯობესებები:
- საუკეთესო კინეტიკური ენერგიის ჭურვი
სისტემის მახასიათებლები:
- 120მმ
- მე–5 თაობის კინეტიკური ენერგიის ჭურვი
- გაღარიბებული ურანის გულარი
- გაუმჯობესებული სატყორცნი მუხტი
- შეუძლია დინამიკური დაცვითა და აქტიური დაცვით აღჭურვილი ტანკების განადგურება
მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი ნატოს სტანდარტების 120მმ–ნი ქვემეხიდან და ასევე გაზრდილია ჭურვის სამუშაო ტემპერატურის დიაპაზონი.
გაგმის მიხედევით ახალი ჭურვების შესყიდვის დაწყება 2015 ფინანუსრ წელშია გათვალისწინებული
P.S. საინტერესოა წითლად გამოყოფილი ფრაზა – რომელი დინამიკური და აქტიური დაცვის წინააღმდეგაა ალეზილი ახალი ამერიკული ჭურვი. დინამიკური დაცვის ეტალონად სავარაუდოდ უკრაინის მიერ აშშ–სთვის მიყიდულ T-84–ებზე არსებული ДЗ Нож იქნა აღებული (ამ T-84–ების შესახებ არა–ერთხელ ვწერდი – უკრაინული Т-84–ები ამერიკაში, Т-80УД აშშ-ში), რომელიც კუმულაციური ჭურვების გარდა კინეტიკური ჭურვების წინააღმდეგაც მუშაობს. აი აქტიური დაცვა იწვევს დიდი ეჭვს – სერიული სისტემებიდან მხოლოდ ებრაული და საბჭოთა მოდელებია ცნობილი, მათ შორის საბჭოთა КАЗ Дрозд ისევ და ისევ უკრაინიდან მოხვდა ამერიკაში, მაგრამ ეს კომპლექსი კინეტიკის წინააღმდეგ არ მუშაობს.
No comments:
Post a Comment