Saturday, January 4, 2014

A-10/GAU-8 vs საბჭოთა ტანკები – მოიერიშის ეფექტურობა

ინტერნეტში გამოქვეყნდა საკმაოდ საინტერესო დოკუმენტი, რომელიც აშშ–ს საღვაო ძალების მიერაა გამოცემული და ასახავს ამერიკული მოიერიშის А-10-ის ავტომატური ქვემეხის, GAU-8–ის საბჭოთა ტანკების წინააღმდეგ ეფექტურობის ნატურალურ გამოცდებს. ტანკებზე საცეცხლე ზემოქმედების გამოცდა 1978 წლის თებერვალ–მარტში განხორციელდა.
აღნიშნული მოხსენება აღწერს მოიერიშე А-10–ის ქვემეხი GAU-8–დან, საწვავითა და საბრძოლო მარაგით სრულებით გამართული საბჭოთა ტანკის დაცხრილვის შედეგებს. პილოტები შეტევებს ახორციელებდნენ დაბალ სიმაღლეზე, მცირე კუთხით, რითაც მოწინააღმდეგის ჰსთ სისტემაში გასვლის იმიტაციას ახდენდნენ. სასროლად გამოიყენებოდა 30მმ–ნი ჯავშანგამტან ცეცხლგამჩენი ჭურვები (armor piercing incendiary rounds), რომლებმაც გამოცდებზე თავისი ეფექტურობა წარმოაჩინეს. პილოტებმა ექვსი შეტევის განმავლობაში (ერთი დამატებითი შეტევა წარუმატებელი გამოდგა) სამიზნეს 95–ჯერ მოარტყეს (სულ გასროლილი იქნა 957 ჭურვი). აქედან ჯავშნის გახვრეტა მხოლოდ 17 ჭურვმა მოახერხა. სამიზნე ტანკებმა საკმაოდ ძლიერი დაზიანებები მიიღეს, ასევე აღმოჩნდა რომ წინიდან შეტევისას ხშირ შემთხვევაში ქვემეხი ფაქტიურად არაეფექტურია.
საბრძოლო დაზიანებების შეფასების კომიტეტის (COMBAT DAMAGE ASSESSMENT COMITEE) ტექნიკური ხელმძღვანელობით საბრძოლო დაზიანებების შეფასების ჯგუფმა (COMBAT DAMAGE ASSESSMENT TEAM) განახორციელა GAU-8–დან საბჭოთა ტანკ Т-62–ის დაცხრილვა. დაცხრილვის მიზანს  Т-62–ის "დაზიანების მოდელის" გამოცდით მაქსიმალურად რეალურად დანახება წარმოადგენდა. ამისთვის ტანკში ჩალაგებული იქნა 90მმ–ნი სატანკო ჭურვები (საბჭოთა ჭურვების არ ქონის გამო გამოყენებული იქნა ამერიკული 90mm TP ammunition), დიზელის საწვავი, საპოხი ზეთები და ეკიპაჯის მანეკენები.
საბრძოლო დაზიანებების შეფასების კომიტეტი А-10–დან მცირე კუთხეზე Т-62-ის ("საბრძოლო დატვირთვით") დაცხრილვას შემდეგნაირად აფასებს:

  1. შეტევის პარამეტრები: А-10–ის პილოტებმა Т–62–ის წინააღმდეგ 5 მისია განახორციელეს, "საბრძოლო დატვირთვიანი" 2хТ-62–ზე სულ განხორციელდა 7 გადაფრენა. ყოველი გადაფრენის შემდეგ ხდებოდა ტანკების აღდგენა.თვითმფრინავები 60 მეტრზე მაღლა იშვიათად ადიოდნენ და შეტევას 1,8–4,4 გრადუსიდან ახორციელებდნენ, პილოტები ცეცხლს 845–1340 მეტრიდან ხსნიდნენ და 485–931 მეტრზე წყვეტდნენ, ჯერების სიგრძე 120–165 ჭურვს უდრიდა.
  2. იარაღის ეფექტურობა: GAU–8–დან სროლისას შვიდი გადაფრენიდან ექვსში სამიზნეს 93 ჭურვი მოარტყეს (საუბარი "ტანკების" შესახებაა, მაგრამ ალბათ გადაფრენაა ნახსენები), ერთი გადაფრენა მიზანში ჭურვის მოხვედრის გარეშე დასრულდა. გაშვებული ჭურვების შეფარდება მოხვედრილ ჭურვებთა 0.10–ზეა (957 გასროლა – 93 მოხვედრა). 93 მოხვედრიდან მხოლოდ 17 დასრულდა ჯავშნის გახვრეტით – ფარდობა 0.18. იმ ჭურვების უმეტესობამ, რომლებმაც ჯავშანი ვერ გახვრიტეს, სერიოზულად დააზიანეს სავალი ნაწილი (თუ რამდენად ეს ფოტოზე იქნება ასახული), პილოტებმა ასევე ტანკებზე ორჯერ განახორციელეს შეტევა წინიდან, ამ შემთხვევებში ტანკები არ დაზიანებულან და ეს გათვალისწინებული უნდა იქნეს ქვემეხის ეფექტურობის შეფასებისას. ბორტებიდან და უკნიდან განხორციელებული შეტევები ჯავშნის გახვრეტით დასრულდა ( გახვრეტა ყოველ ტანკზე).
  3. დაზიანების შეფასება: A-10/GAU-8 ტანკებს მიაყენა 3 კატასტროფული დაზიანება, ჭურვებისა და/ან ნამსხვრევების დახმარებით განადგურდა ჭურვები. ასევე ორჯერ მიღწეული იქნა სავალი ნაწილის 100% განადგურება (სვლის განადგურება, ნაჩვენები იქნება ფოტოზე), მიღწეული იქნა ტრანსმიის შიდა დაზიანებები, საწვავის ბაკებისა, მუხლუხებისა და საკიდარის დაზიანება. ერთ ტანკს ვერ გაარტყეს, მეორე ტანკს შუბლში ესროლეს უშედეგოდ
  4. გამოცდების პირობები: გამოცდების დროს ხედვა შეუზღუდავი იყო (დღე, კარგი ამინდი), ტანკები განლაგებული იყო სწორი უდაბნოს პირობებში. უმეტესად მშრალი ამინდი ბატონობდა, რის შედეგაც სამიზნეზე ყოველი გადაფრენის შემდეგ ჭურვებისგან ტანკის გარშემო მტვრის დიდი ღრუბელი დგებოდა, თუმცა ეს სიზუსტეში ხელს არ უშლიდა.
  5. დასკვნები:
a) 1978 წლის 17 თებერვლიდან 10 მარტამდე  A-10–დან განხორციელებულმა სროლებმა აჩვენა რომ თვითმფრინავს დაბალ სიმაღლეზე და მცირე კუთხეებიდან გააჩნია საკმარისი სიზუსტე და სიმძლავრე იმისთვის რომ გაანადგუროს (კრიტიკულად დააზიანოს) ან მოძრაობის უნარი დაუკარგოს ტანკ Т-62.
    b) 1341-843მეტრიდან და მცირე კუთხეზე პიკირებისას (1.8-4.4°) GAU-8–დან გაშვებულ APIT (ჯავშანგამტან ცეცხლგამჩენი ჭურვი – armor piercing incendiary rounds) ჭურვებს ძალუძს ტანკ Т-62–ის უკანა ნაწილის, კოშკურისა და კორპუსის ბორტების გახვრეტა.
    c) GAU-8 ძალუძს გაანადგუროს Т-62 მცირე შეტევის კუთხეებზე 210° გრადუსის სექტორში (engagement arc of approximately 210) და ასევე ჰორიზონტალურ სიბრტყეში 75-285° კუთხეზე, ანუ ორივე ბორტში და უკანა მხარეს.
    d) გამოცდებმა აჩვენეს რომ 914-609 მეტრიდან გაშვებულ მოკლე, 50–100 ჭურვიან გასროლებს ექნებათ უკეთესი ეფექტურობა სამიზნეზე, ვიდრე დიდი დისტანციებიდან (1.3–1კმ) გაშვებულ გრძელ, 120–140 ჭურვიან ჯერებს. ეს დასკვნა გაკეთებულია ჭურვების გამტანობასა და კინეტიკური ენერგიის ტესტებზე დაყრდნობით.
    e) მცირე კუთხეებზე პიკირებისას მიღწეული დონე, 1975 წელს  დიდ კუთხეებზე (25-30°) განხორციელებული პიკირებისას მიღწეული ეფექტურობის შესაბამისი იყო. 1978 წლის 17 თებერვლიდან 10 მარტამდე განხორციელებულმა სროლებმა აჩვენა რომ დაბალ სიმაღლეზე და მცირე კუთხით განხორციელებული შეტევები სავარაუდოდ გამოდგება დიდი კუთხით განხორციელებული შეტევის ალტერნატივად. 1978 წელს განხორციელებული სროლების შედეგად მიღებული მონაცემები 1 ცხრილშია მოცემული.
    ტერმინები და მცნებები:
    მე–4, "შეიარაღების ეფექტურობისა და დაზიანებების შეფასების"  თავში გამოყენებული ტერმინები ახსნილია ქვემოთ:
    მოხვედრა (IMPACT) – ნებისმიერი მოწმობა იმისა რომ ჭურვი მოხვდა სამიზნის ნებისმიერ ნაწილში, მიწიდან ასხლეტილი და მიზანში მოხვედრილი ჭურვი ითვლება მოხვედრად.
    გახვრეტა (PERFORATION) – ჭურვის მოხვედრის შედეგად ჯავშანმასივის ნებისმიერი გახვრეტა, რომელმაც ჯავშანშიდა ეფექტი იქონია, ანუ ჭურვის ელემენტების და/ან გახვრეტილი ჯავშნის ნამსხვრევების ჯავშანსშიდა სივრცეში მოხვედრა. სიტყვა "PERFORATION" არჩეული იქნა ორაზროვნების თავიდან ასაცილებლად, რომელიც შეიძლება წარმოიშვას სიტყვა "გახვრეტის" (penetration) გამოყენებისას.
    მოხვედრა (HIT) - ნებისმიერი მოხვედრა რომელმაც გახვრეტა არ გამოიწვია.
    ძვრადობის დაკარგვა (MOBILITY KILL – M-KILL)  – "ტაქტიკური ძვრადობის" დაკარგვა, ეს ნიშნავს იმას რომ მანქანას მიადგა ისეთი ზიანი, რომელის გამოსწორებაც ბრძოლის ველზე ეკიპაჟს საკუთარი ძალებით არ შეუძლია. ძვრადობის დაკარგვად ასევე ითველბა ისეთი დაზიანება, როდესაც ტანკს აღარ ძალუძს ბრძოლის ველზე მართვადი გადააგდილება განახორციელოს. ძვრადობის დაქვეითება ითველაბ ის შემთხვევა, როდესაც ტანკს არ ძალუძს შეინარჩუნოს თავისი მდგომარეობა საბრძოლო წყობაში.
    საცეცხლე ძალის დაკარგვა (FIREPOWER KILL – F-KILL) – "ტაქტიკური საცეცხლე ძალის" დაკარგვა, ეს ნიშნავს იმას რომ მანქანას მიადგა ისეთი ზიანი, რომელის გამოსწორებაც ბრძოლის ველზე ეკიპაჟს საკუთარი ძალებით არ შეუძლია. საცეცხლე ძალის დაკარგვად ითვლება ის შემთხვევა როდესაც ტანკს არ ძალუძს ძირითადი შეიარაღებიდან აწარმოოს ცეცხლი. საცეცხლე ძალის დაქვეითება ნიშნავს იმას, რომ ტანკს აღარ შეუძლია აწარმოოს ცეცხლი ნორმალური სწრაფმსროლელობით, სიზუსტითა, სამიზნეზე ქვემეხის გადაგდებითა და ასე შემდეგ.
    კატასტროფული ზიანი/მწყობრიდან გამოყვანა–განადგურება (CATASTROPHIC KILL – K-KILL) – ტანკი ითვლება განადგურებულად/მწყობრიდან გამოსულად, როდესაცის კარგავს საცეცხლე ძალას და ძვრადობას საბრძოლო მარაგისა/საწვავის ხანძრის შედეგად. განადგურებული ტანკი აღდგენას არ ექვემდებარება და აშშ–ს სტანდარტებით ის მიტოვებული იქნება ბრძოლის ველზე.
    შეტევის აზიმუტი – თვითმფრინავის მიზანთან მიფრენის კუთხე, 0 გრადუსი - შუბლი, 180 - უკანალი.

    ქვემოთ მოყვანილ ცხრილებში ნაჩვენებია შეტევის პარამეტრები, შეიარაღების ეფექტურობა და მიზნის დაზიანების მონაცემები




    ქვემოთ მოყვანილია ფოტოები იმისა თუ როგორ ხდებოდა ტანკების საწვავითა და ჭურვებით გამართვა:

    ტანკებში მოთავსებული იქნა შემდეგი საწვავი და საბრძოლო მარაგი:
    • ეკიპაჟი – ეკიპაჟის საიმიტაციოდ განლაგებული იქნა ფანერისგან დამზადებული მანეკენები.
    • საწვავი – ტანკში ჩადებული იქნა 5 გალონიანი (მიახლოებით 20 ლიტრა) D-2 დიზელის საწვავით გამართული  სამხედრო ტიპის კანისტრა.
    • საბრძოლო მარაგი – გამოყენებული იქნა ამერიკული 90მმ–ნი  TP-T ჭურვები.
    • საპოხი მასალები – ძრავის განყოფილებაში ჩალაგდა 5 გალონიანი ძრავის ზეთით გამართული  სამხედრო ტიპის კანისტრა.
    ქვემოთ მოყვანილ ორ სქემაზე ნაჩვენებია ჭურვების განლაგება ამერიკულ გამოცდებზე და მათი რეალური განლაგება საბჭოთა ტანკებზე (სხვაობა აშკარაა)

    მისია №1, მიზანი №13, 17 თებერვალი 1978
    შედეგი:
    ეს სამიზნე კოშკურის უკანა ნაწილში ერთი გახვრეტით იქნა განადგურებული (სქემაზე №1), მოხდა საბრძოლო მარაგის დეტონაცია. გახვრეტის წერტილი იმაზე მიუთითებს რომ დეტონაცია გამოიწვია გახვრეტის შედეგად წარმოქმნილმა ნამსხვრევებმა, რომლებმაც კოშკურაში განთავსებულ ჭურვებზე იმოქმედა. დანარჩენმა 5 მოხვედრამ ტანკს რაიმე შესამჩნევი ზიანი ვერ მიაყენა.
    წითელი – გახვრეტა.
    ლურჯი – ჟავშნის სინჯის აღების ადგილი.
    ყვითელი – დანარჩენი 5 ჭურვის სავარაუდო მოხვედრის ადგილი. დაცრხილვისას მილი კოშკურაზე რატომღაც არ ეყენა, რაც თავის მხრივ იმოქმედებდა ჭურვის ეფექტურობაზე.


    მისია №2, მიზანი №13, 24 თებერვალი 1978
    შედეგი
    გახვრეტა ისევ სრულიად შემთხვევით კოშკურის უკანა ნაწილში ამოჭრილი ჯავშანსინჯის გვერდით მოხვდა (რაც უკვე მეტყველკებს იმაზე რომ ჯავშნის მდგრადობა დარღვეული იყო ამოჭრის შედეგად).
    ეს სამიზნე უკანა ჯავშანის ერთ ადგილას გახვრეტის შედეგად იქნა განადგურებული (Fig.7). განადგურება გამოიწვია ჯერის 0.62 წამზე მომხდარმა შიდა აფეთქებამ, რომელიც №1 გახვრეტის შედეგად მოხდა, რომელიც ჯერის 0.29 წამზე მოხდა.
    გახვრეტის წერტილი იმაზე მიუთითებს რომ დეტონაცია გამოიწვია გახვრეტის შედეგად წარმოქმნილმა ნამსხვრევებმა, რომლებმაც კოშკურაში განთავსებულ ჭურვებზე იმოქმედა (რეალურ ტანკზე ჭურვები მაგ ადგილზე არ თავსდება) (Fig.2). ტანკის ჯავშნის გახვრეტა ასევე ორმა სხვა ჭურვმაც მოახერხა, მოხვედრა №5(Fig.8) და მოხვედრა №6(Fig.9).
    მოხვედრა №5 თვითამომთრევი მორი გახვრიტა, რის შემდეგაც კორპუსის უკანა ჯავშანფილა გახვრიტა, ჭურვმა ვენტილიატორი დააზიანა, რამაც გამაგრილებელი ვენტილიატორის 100% მუშაობის დაკარგვა გამოიწვია. ამ მოხვედრამ ტანკის განადგურება ვერ გამოიწვია, მაგრამ რეალობაში ის ძრავის გადახურებას გამოიწვევდა.
    მოხვედრა №6 გამომავალი ჟალუზის ბადე გახვრიტა, მაგრამ ჯავშანსშიდა ეფექტი არ ჰქონია. ტრაექტორია გვიჩვენებს (Fig.9) რომ ჭურვმა ფრენა განაგრძო და კოშკურის უკანა ნაწილში არსებული საცობი ამოაძრო, რომელიც ჯავშანსინჯის ამოჭრის ადგილზე იყო მიდუღებული.
    საბრძოლო დაზიანებების შეფასები ჯგუფის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება რომ ამ ჭურვს ჯავშანი არ გაუხვრეტია, მაგრამ რომ გაეხვრიტა, მაშინ ტანკის განადგურებას გამოიწვევდა თუ მოხვდება იმ ჭურვებს, რომლებიც კოშკურის კიჩოში ინახებოდა (რომლებიც რეალურ ტანკში იქ არ დევს) (საინტერესო გადაწყვეტილებაა ღმერთმან :) ). ასეთი არაერთგვაროვანი გადაწყვეტილება მიღებული იქნა კოშკურის კიჩოს ჯავშანსინჯის ამოჭრის ადგილას ჯავშნის გახვრეტის ფირის ნახვის შედეგად (გახვრეტა №1, fig.7), რომელმაც ტანკში ჭურვის დეტონაცია გამოიწვია.
    მოხვედრა №11 მანქანას საგრძნობი ზიანი მიაყენა (Fig.12), მან წამყვანი გორგოლაჭი გახვრიტა, გახვრეტამ ზეთის დიდი ოდენობის დაქეცა გამოიწვია და ზიანი მიაყენა საკისარს. მოხვედრამ ტანკი ვერ გაანადგურა, მაგრამ შეეძლო მისი ძვრადობის სრული დაკარგვის გამოწვევა. მაგრამ მკითხველმა უნდა გაითვალისწინოს რომ მოხვედრის მომენტში ტანკს მუხლუხო არ ეყენა, მისი არსებობის შემთხვევაში წამყვანი გორგოლაჭი დაფარული იქნებოდა და მოხვედრის შედეგი სავარაუდოდ განსხვავებული იქნებოდა.
    მიზანს ასევე მოხვდა 11 ჭურვი, რომლებმაც რაიმე მნიშვნელოვანი ზიანი მანქანას ვერ მიაყენეს.

    მისია №2, მიზანი №18, 24 თებერვალი 1978
    შედეგი:
    ამ სამიზნეს 21 ჭურვი მოხვდა, 4 მათგანმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს ტანკს. ეს მოხვედრები (№5, 8, 9 და 17) ნაჩვენებია Fig.13.
    მოხვედრა №5 გახვრიტა დამტენის ხედვის ხელსაწყოს დაყენების ადგილი (Fig.14). ჭურვმა და/ან ნამსხვრევებმა გაიარეს მთლიანი საბრძოლო განყოფილება საპირისპირო მხარემდე და დააზიანეს ორი მანეკენი, რომლებიც მემიზნისა და მეთაურის იმიტაციას ახდენდნენ. მემიზნემ დაზიანება მიიღო მარცხენა მხარში და თავის მარჯვენა ნაწილში, ნაჩვენებია Fig.15, ეს მანეკენი მოკლულად ჩაითვალა. მეთაურის მანეკენმა დაზიანება მიიღო მარცხენა მხარში (ცოტა გაუგებარია თუ როგორ მიიღო ორივე მანეკენმა დაზიანება მარცხენა მხარში, თუ გახვრეტა მარჯვნიდან მოხდა) და ჩაითვალა როგორ დაჭრილი. ამ დანაკარგების გათვალისწინებით გადაწყდა რომ ტანკმა 95% დაკარგა ცეცხლის წარმოების შესაძლებლობა (საცეცხლე ძალის დაკარგვა).
    მოხვედრა №17 (Fig.17) გახვრიტა მარჯვენა რედანი/ფსკერის ქვედა ნაწილი, მეორე გორგოლაჭის ახლოს, ამასთან ერთად წინა საწვავის ავზის მაიმიტირებელი 16 ცალი 5 გალონიანი კანისტრებიდან 5 ცალი გახია. გამოსახულებები 18–დან 22–მდე (Fig.18 to 22) ამ კანისტრების დაზიანებას უჩვენებს. საბრძოლო დაზიანებების შეფასების ჯგუფის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება რომ ტანკი მწყობრიდან იქნა გამოყვანილი და ის ბრძოლისთვის გამოუსადეგარია. ეს გადაწყვეტილება დაეყრდნო ეკიპაჟის მწყობრიდან გამოსვლასა და საწვავის ავზების განადგურების ფაქტს. ტანკს შეეძლებოდა მხოლოდ მოკლე დისტანციებზე გადაადგილება სამალავების მოსანახავად ან რემონტის ზონისაკენ გახოხება (ნაღდად ვერ გავიგე როგორ მოხდა რომ ტანკმა ძვრადობა დაკარგა, როგორ დაიანგარიშეს საწვავის დანაკარგი).
    მოხვედრა № 8 და 9 (Fig 23 და 24) გახვრიტეს გარე საწვავის ავზები და ფრთები, რითაც დაზიანებული ობიექტების სრული უმუშევრობა გამოიწვიეს. ამ დაზიანებებმა სევე შეიტანეს წვლილი ტანკის ძვრადობის დაკარგვაში.
    მიზანს 17 ჭურვი მოხვდა, რომლებმაც რაიმე საგრძნობი ზიანი ვერ მიაყენეს ტანკს.

    წითელი – გახვრეტა
    ყვითელი – გარე აღჭურვილობის განადგურება
    ლურჯი – უბრალოდ მოხვედრები

    მისია №3, მიზანი №18, 2  მარტი 1978
    შედეგი:
    ამ სამიზნეს 16 ჭურვი მოხვდა, 1 მათგანმა ჯავშანი გახვრიტა და 7 სერიოზული ზიანი მიაყენა მანქანის საცეცხლე ძალას და ძვრადობას.
    მოხვედრა №2 გახვრიტა ბორტის ჯავშანი მე–4 გორგოლაჭის ზემოთ (იმის გათვალისწინებით რომ ტანკი დამწვარი იყო, და "კოშკურის ჭურვების" აფეთქება იმავე რაიონში მოხდა, ამ გახვრეტის შესახებ ბევრი ეჭვი ჩნდება) ჭურვებმა და/ან ნამსხვრევებმა დააზიანეს:
    მეთაურის მანეკენის მარჯვენა ხელი და მხარი (Fig.26), კორპუსის კიჩოში განთავსებული ჭურვები (Fig.27) და კორპუსის წინ განლაგებული ჭურვები (Fig.28). მეთაური დაჭრილია, ამან საცეცხლე ძალის 50% დააკლო, ჭურვების დაზიანებამ განადგურება ვერ გამოიწვია, რაც საკმაოდ საინტერესოა, რადგანაც მოხვედრის შემდეგ ნამსხვრევების გაფანტვა საკმაოდ დიდი იყო.
    მოხვედრა №15(Fig.29) გახვრიტა ქვემეხის ლულა და შეფასდა როგორც საცეცხლე ძალის 10% დაქვეითებად. ეს გადაწყვეტილება საბრძოლო დაზიანებების შემფასებელმა ჯგუფმა მიიღო იმ მოსაზრებით რომ დაზიანებულია მხოლოდ ლულ, რაც ეკიპაჟს არ მისცემს კალიბრული ჭურვების გამოყენების საშუალებას (ფუგასური, კუმულაციური) და ისენი მხოლოდ ქვეკალიბრულ–ჯავშანგამტანების გამოყენებას მოახერხებენ, თუმცა დაბალი სიზუსტით.
    ძვრადობის სრული დაკარგვა შემდეგი მოხვედრების შედეგად იქნა მიღწეული:
    მოხვედრა №3(Fig.30) მუხლუხსზედა თაროზე მოხვედრილმა ნამსხვრევებმა გახვრიტეს მარჯვენა საწვავის ბაკი, რამაც მისი ქმედუნარიანობის სრული დაკარგვა გამოიწვია.
    მოხვედრა №10(Fig.31) გახვრიტა პირველი გორგოლაჯის ხუფი, რამაც მისი ქმედუნარიანობის სრული დაკარგვა გამოიწვია.
    მოხვედრა №11,12,13 და 14(Fig.32) გახვრიტეს ან დააზიანეს მარჯვენა ზარმაცა. მოხვედრებმა 11 და 13 საგრძნობი ზიანი მიაყენეს მანქანას, რამაც მისი ზარმაცას ქმედუნარიანოსბის სრული დაკარგვა გამოიწვია, მოხვედრა №12(სურათებზე არაა ნაჩვენები), ზარმაცას რაიონში მხვდა, რაც ძვრადობის 10% დაკარგვად იქნა შეფასებული
    მოხვედრა №14(ასევე არა ჩანს ფოტოზე) ასევე მოხვდა ზარმაცა რაიონში.
    აღსანიშნავია რომ ამ დაცხრილვის დროსაც ტანკზე მუხლუხები ისევ არ ეყენა, მათი არსებობის შემთხვევაში უცნობია თუ რა შედეგი და ეფექტურობა ექნებოდა ჭურვებს.
    ტანკს ასევე მოხვდა 8 ჭურვი, რომლებმაც რაიმე ზიანის მიყენება ვერ შესძლეს.

    მისია №4, მიზანი №18, 8  მარტი 1978
    –ჭურვები ტანკს ააცილეს.

    მისია №5, მიზანი №18, 10  მარტი 1978
    შედეგი:
    ამ სამიზნეს 32 ჭურვი მოხვდა, აქედან 11 გახვრიტა ჯავშანი. 11 გახვრეტიდან 1, 2, 3, და 4 გახვრეტები კოშკურის კიჩოს მარჯვენა მოვიდა, ყველა ამ მოხვედრამ ტანკის განადგურება გამოიწვია, ძირითადი წვლილი ტანკის განადგურებაში შეიტანეს №2, 3 და 4 მოხვედრბმა.
    მოხვედრებმა №9, 10, და 13 გახვრიტეს კორპუსის კიჩოს ჯავშანი, მოხვედრები № 9 და 13 გამო ძალიან მაღალია ძვრადობის დაკარგვის შანსი, დანარჩენმა მოხვედრებმა (11, 12, 14, 15) ჯავშნისშიდა ეფექტი არ იქონიეს და რაიმე საგრძნობი ზიანი ვერ მიაყენეს ტანკს.
    თუ როგორ გამოიწვიეს მოხვედრებმა 1, 2, 3 და 4 ტანკის განადგურება, დოკუმენტში ახსნილი არაა.
    მოხვედრებმა 21, 22, 23, 24, 29, 30, 31 და 33 გამოიწვიეს ძვრადობის უმნიშვნელო დაზიანება.
    მოხვედრა №21(Fig.37 და 48) წინა წამყვან საბურავს კბილი მოსტეხა და გახვრიტა მე–4 მარჯვენა გორგოლაჭი – 10% დაიკარგა ძვრადობა.
    მოხვედრები 22,23,24 და 33(Fig.37, 39 და 40) გახვრიტა მე–4 მარჯვენა გორგოლაჭი, გამოიწვიეს დეფორმაცია და გატეხეს შიდა (მოხვედრა 33) და გატეხეს იმავე გორგოლაჭის შიდა მხარის საპირისპირო ნაწილი. რის შედეგადაც გორგოლაჭი სრულიად გამოვიდა მწყობრიდან.
    მოხვედრები 29, 30 და 31(Fig.41) ამოტეხეს 10 დიუმიანი (25სმ) ნაჭერია პირველი მარჯვენა გორგოლაჭიდან, რამაც გორგოლაჭი სრულიად გამოვიდა მწყობრიდან.
    მიზანს ამას გარდა კიდევ 13 ჭურვი მოხვდა, რომლებმაც მას რაიმე საგრძნობი ზიანი ვერ მიაყენეს.
    ისევ და ისევ ტანკს მუხლუხები არ ეკეთა.


    მე–4 ცხრილი დოკუმენტიდან, სადაც ნაჩვენებია "კოოფიციენტი" ტანკის ამა თუ იმ შესაძლებლობის განადგურებისა მოიერიშის თითო გადაფრენაზე


    P.S. ყველაფერი კარგად გამოიყურება, მაგრამ არის რამოდენიმე "მაგრამ":
    • ტანკში ჭურვები განლაგებული არ იყო ისე როგორც ორიგინალში – რაც არ იძლევა ტანკის ჭურვების დეტონაციისგან განადგურების რეალურ სურათს.
    • ტანკში საწვავი 20 ლიტრიანი კანისტრებით იყო ჩალაგებული – რაც ასევე არ იძლევა ხანძრის გამოწვევის რეალურ სურათს.
    • გამოყენებული ამერიკული ჭურვები, მათი დენთისა და ჰილზების ხანძარმდგრადობა განსხვავდება საბჭოთა ჭურვებისგან – რაც ასევე სხვანაირ სურათს იძლევა ეფექტურობის შეფასებისას.
    • როგორც რამოდენიმე ფოტოსურათიდან ჩანს – ტანკები სასროლეთზე დაზიანებული და სავარაუდოდ ნაწილობრივ დამწვარ მდგომარეობაში მიიყვანეს, რაც თავისთავად მისი ჯავშანმდგრადობის რეალურად შეფასების საშუალებას არ იძლევა და შესაბამისად ზოგი გახვრეტა შეიძლება გახვრეტად არც კი ჩაითვალოს.
    • ტანკებს ასევე დაზიანებული ჰქონდათ სავალი ნაწილი – რაც მისი ძვრადობის დაკარგვის რეალურად შეფასების საშუალებას გამორიცხავს.
    • თვითონ ტანკის ბორტი 290BHN ნაგლინე 80მმ–იანი ფოლადია, ხოლო A-10–ის 30მმ–ნი ქვემეხის PGU-14 ჭურვის ჯავშანგამტანობა შემდეგნაირად გამოიყურება:
    ფოლადის მარკა 300BHN
    1. 85მმ მიბრჯნით
    2. 76მმ 300 მეტრზე
    3. 54მმ 1200 მეტრზე
    ზემოთ მოყვანილი საკითხებიდან გამომდინარე აშკარად ეჭვის ქვეშ დგება გამოცდების რეალურობის ფაქტი.

    დოკუმენტის სრული ვერსია:

    No comments:

    Post a Comment