Saturday, May 3, 2014

ფრანგული Rafale–ბი პოლონეთში

2014 წლის 28 აპრილს, პოლონეთში, მალბროკის ავიაბაზაზე საფრანგეთის ავიაციის კუთვნილი ოთხი ცალი Dassault Rafale C ჩაფრინდა. გამანადგურებლები უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონეზე, NATO-ს აღმოსავლეთევროპის წევრი ქვეყნების თავდაცვით უნარიანობის გაზრდასთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში განხორციელდა. ფრანგული გამანადგურებლების დანიშნულებას 2014 წლის 1 მაისიდან ლიტვაში, აეროპორტ შაულიაიზე, პრიბალტიკის საჰაერო სივრცის გასაკონტროლებლად გაგზავნილი პოლონური МиГ-29–ების მხარდაჭერა წარმოადგენს.
მალბროკში გაგზავნილი ერთი  Rafale С, ავიაბაზა სან–დიზეზე ბაზირებული ესკადრილია EC 1/7 “Provence”–ს რიგებიდანაა, ხოლო დანარჩენი სამი ავიაბაზა მონ დე მარსანისზე ბაზირებულ RC 2/30 “Normandie-Niémen”–ის პოლკს მიეკუთვნებიან. EC 1/7–ის კუთვნილი გამანადგურებლის საბორტე ნომრია 113-IT (სერიული ნომერი C115), ხოლო RC 2/30–ის თვითმფრინავები შემდეგი საბორტე და სერიული ნუმერაცია აქვთ – 118-GD (C125), 118-GK (C132) და 118-GV (C143). ოთხივე მანქანა F3 სერიის მოდიფიკაციისა.
აღსანიშნავია რომ, პოლკ RC 2/30 “Normandie-Niémen”–ის სამივე გამანადგურებელზე მოშორუებულია ამ ნაწილის სიმბოლიკა – როგორც ცნობილია ეს პოლკი მე–2 მსოფლიო ომის დროს სსრკ–ს საჰაერო ძალების შემადგენლობაში იბრძოდა. ამ პოლკის მიერ სიმბოლიკის წაშლა სავარაუდოდ ანტირუსული დემონსტრაციითაა განპირობებული.

 Rafale С 113-IT (C115)

Rafale С 118-GV (C143)

  Rafale С 118-GK (C132)

Rafale С 118-GD (C125)

ფოტოების წყარო – aviateam.pl

No comments:

Post a Comment