ნელ–ნელა უკვე ყველაფერი აშკარავდება და თავის ადგილზე დგება. ამ ერთი თვის წინ ზემოთ მოყვანილი ფოტო გავრცელდა. ფოტოზე გამოსახულია რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეციალური დანიშნულების, 45–ე, პოლკის 14 დაღუპილი მებრძოლის გაცილების ცერემონიალი. თუმცა ამ 14 კაცის გარდა კიდევ ბევრიაო, სახელებიც კი არ ვიცითო, უბრალოდ ყვავილები დაალაგეს (ვიდეოში ჩანს). ახლა უკვე ვიდეოც გავრცელდა ამ ცერემონიალისა – ვიდეოს ხანგრძლივობა საათი და ექვსი წუთია. მე პირადად 15 წუთის მერე გამოვრთე, ვეღარ ავიტანე ამდენი "ნათელი სახის" ტრაგედია.
No comments:
Post a Comment