вторник, 26 августа 2014 г.

უკრაინაში დატყვევებულ რუს მედესანტეტა ფოტოები

უკრაინაში ფსკოვის დივიზიის მედესანტეთა განადგურების შესახებ უკვე ვწერდი ბლოგზე – ფსკოვის მედესანტეთა სასაკლაო უკრაინაში. 2 დღის შემდეგ გაირკვა რომ უკრაინელმა ძალოვნებმა განადგურების გარდა ასევე ტყვედ აიყვანეს ათამდე მედესანტე. სოციალურ ქსელებში მათი ფოტოები და სახელები გავრცელდა.

 მიტროფანოვი არტემ ვასილის ძე

რომანცევი ივანე იგორის ძე

სავასტეევი ვლადიმირი ვიაჩესლავის ძე

გენერალოვ ალექსი ნიკოლაის ძე

პოჩტოევ ეგორი ვალერის ძე

არხიპოვი სერგეი ალექსანდრეს ძე

გორიაშინი ანდრეი ვალერის ძე

მელჩაკოვი ივანე ვასილის ძე

სავარაუდოდ გენერალოვ ალექსი ნიკოლაის ძე–ს ვიდეო მიმართვა – "Это не наша война" (კაი დროს გაახსენდა)



მედესანტეები მსახურობენ რუსეთის ფედერაციის საჰაერო–სადესანტო ჯარების 98–3 სვირის დივიზიის 331–ე პოლკში (სამხედრო ნაწილი 71211, დისლოცირდება ივანოვოში). მედესანტეთა ბატალიონი 23 აგვისტოს რკინიგზით გადასროლილი იქნა როსტოვის ოლქში, ხოლო 24 აგვისტოს ღამის 3 საათზე ქვედანაყოფი განგაშით იქნა აწეული და რამდენიმე ათეული БМД–ეს შემადგენლობით მარშის განხორციელების მიიღო ბრძანება. მხოლოდ ოფიცერთა შემადგენლობას შეატყობინეს რომ ტექნბიკა უკრაინის ტერიტორიაზე უნდა შეჭრილიყო.


წყარო:

Комментариев нет:

Отправить комментарий