Tuesday, September 30, 2014

F-22 სირიაში - Raptor-ის პირველი საბრძოლო გაფრენა

F–22–ების სამიზნე – საჰაერო იერიშამდე და იერიშის შემდეგ
კოალიციის ძალებმა ისლამური ხალიფატის წინააღმდეგ სამ ტალღად განახორციელეს საჰაერო იერიში, F–22–ები სამიდან მეორე ტალღაში იყვნენ. მათ იერიში IS–ის (Islamic State) სამეთაურო ცენტრზე 23 სექტემბერს მიიტანეს. სულ კოალიციამ ხალიფატის 22 სამიზნე გაანადგურა, რაზეც 200 ერთეული ავიაბომბი თუ რაკეტა იქნა დახარჯული. გამოყენებული საშუალებებიდან, 90% მართვადი შეიარაღება იყო. 

23 სექტემბერი – F–22–ების საჰაერო დარტყმა ხალიფატის მართვის ცენტრზე სირიაში

 გაფრენამდე

საჰაერო ტანკერი საბრძოლო ამოცანის ფარგლებში გასაფრენად ემზადებაKC-10
საბრძოლო გაფრენაში მონაწილეობას ოთხი F-22 ღებულობდა. გაფრენა გაერთიანებული არაბეთის საემირატოდან, კერძოდ კი ალ–დაფრას ავიაბაზიდან განხორციელდა. ოთხივე გამანადგურებელი ncrement 3.1 მოდიფკაციისა იყო (ყველაზე ახალგაზრდა გამანადგურებლები) და მათი მუდმივი დისლოკაციის ადგილი ვირჯინიის შტატში, ბაზა ლენგლი–იუსტისია.. აღსანიშნავია რომ ამ მოდიფიკაციის გამანადგურებლებს შეუძლიათ გამოიყენონ 8 ცალი 250 ფუტიანი ბომბი, აწარმოონ მაღალხარისხიანი აეროფოტოგადაღება და მოწინააღმდეგის რლს–თან რადიელექტრონული ბრძოლა. სირიაში მისიის დროს გამანადგურებლებმა თითო 1000 ფუნტიანი ბომბა ჩამოაგდეს. ბომბები GPS კორეკტირებადი იყო.


დარტყმის განხორციელების შემდეგ, გამანადგურებლებმა ჩრდილოეთ ერაყის თავზე, ტანკერ KC-10–დან განახორციელეს ჰაერში საწვავით გამართვა
 


დამატებით ფოტოები 26/27 სექტემბერს F–22–ის საბრძოლო ფრენებიდან




წყარო:




No comments:

Post a Comment