Friday, October 3, 2014

S-97 Raider–ის პრეზენტაცია

2 ოქტომბერს, ფლორიდის შტატში, ვესტ–პალმ–ბიჩში, გაიმართა პერსპექტიული სადაზვერვო–დამრტყმელი ვერტმფრენის, Sikorsky S-97 "Raider"–ის პრეზენტაცია. შეთანწყობილი ორი მზიდი ხრახნითა და კორპუსის უკან განთავესბული მიმწოლი ხრახნით აღჭურვილი ვერტმფრენი, მფრინავი ლაბორატორიის, Sikorsky X2–ის ბაზაზეა შექმნილი. ეს უკანასკნელი 2008–11 წლებში წარმატებით გადიოდა გამოცდებს და დაამყარა ვერტმფრენებს შორის სიჩქარის არაოფიციალური რეკორდი (თუმცა რამდენადაა ის ვერტმფრენი საკითხავია), მის მიერ მიღწეული სიჩქარე, 460კმ/სთ გასულ წლამდე სარეკორდო რჩებოდა, მანამ სანამ Eurocopter X3–მმა 472კმ/სთ არ განავითარა.
S-97 "Raider" აშშ–ს არმიაში სადაზვერვო OH-58 "Kiowa Warrior"–ების შესაცვლელად იქმნება. ვერტმფრენის განცხადებული საკრეისერო სიჩქარე 370კმ/სთ–ს უდრის და მას ეკიპაჟის ორი წევრის გარდა დამატებით ოთხი მედესანტის გადაყვანაც შეეძლება. ვერტმფრენს ასევე შეეძლება გამოიყენოს რაკეტები "Hellfire", უსრ–ს (უმართავი საავიაციო რაკეტების) ბლოკები და სატყვიამფრქვევო კონტეინერები. ფრენის მანძილი "600კმ–ზე მეტი", ფრენის ხანგრძლივობა "2სთ–სა და 40წთ–ზე მეტი". დიდ მანძილებზე ფრენის უზრუნველსაყოფად დაგეგმილია ვერთმფრენი დსა–ებითა (დასაკიდი საწვავის ავზებითა) და ჰაერში საწვავით გამართვის სისტემით აღჭურვა.
Sikorsky–ს კომპანიამ ადრე რამდენჯერმე განახორციელა ამ ვერტფრენის მაკეტის დემონსტრაცია სხვადასხვა გამოფენებზე, მათ შორის სრულმაშტაბიანი მაკეტისაც, მაგრამ ამჯერად პრეზენტაციაზე მათ ცოცხალი მანქანა გამოაგორეს. საბორტე ნომერი N971SK მქონე "Raider" – ეს აწყობილი ორი პროტოტიპიდან პირველია, მისი პირველი ფრენა ამა წლის დეკემბერშია დაგეგმილი.



წყარო:
Sikorsky unveils the first S-97 Raider helicopter prototype


No comments:

Post a Comment