среда, 14 января 2015 г.

КамАЗ-63968 «Тайфун-К» გამოცდები

ბლოგ www.twower.livejournal.com – ზე განთავსებული იქნა КамАЗ-63968 "Тайфун-К"-გამოცდების ფოტოსურათი (სავარაუდოდ ვიდეოდან ამოჭრილი კადრი) – რომელზეც მანქანის აფეთქების მომენტია აღბეჭდილი. ბლოგის ავტორის თანახმად უხალოეს მომავალში გამოცდების შესახებ დამატებით ინფორმაციას გამოაქვეყნებს – ველოდებით!!!

P.S. КамАЗ-63968 «Тайфун-К» – უკაპოტო, მრავალფუნქციური, ერთმოცულობიანი კორპუსის მქონე ჯავშანმანქანა. გააჩნია სამხიდიანი, სრული ამძღაობის შასი, რომელიც აღჭურვილია რეგულირებადი წჯევის მქონე საბურავებით. პირადი შემადგენლობის გადასაყვან ვარიანტს შეუძლია 10–დან 16 კაცამდე გადაყვანა. გათვალისწინებულია დისტანიურად მართვადი სატყვიამრქვევო მოდულის დაყენება.
"Тайфун-К" აღჭურვილია მთელი ოჯახობისთვის უნიფიცირებული სისტემებით და აგრეგატებით: ძრავა ЯМЗ-536, ინფორმაციული მართვის სისტემით, კონსტრუქციული ნაღმსაწინააღმდეგო დაცვით, დამოუკიდებელი საკიდრით.
კომბინირებული (კერამიკა+ფოლადი) ჯავშანდაცვა და ჯავშანშუშები უზრუნველყოფენ წრიულად მანქანის დაცვას STANAG 4569–ის მე–4 დონის შესაბამისად. მანქანის ნაღმსაწინააღმდეგო დაცვის უზრუნველყოფა V-ბური ფსკერითა და აფეთქების ენერგიის მშთანთქავი სავარძლების გამოყენებით ხდება და ის STANAG 4569–ის 3b–ს შესაბამისია (8კგ ტორტილის ექვივალენტი ასაფეთქებელი მოწყობილობა). კაბინის შუბლი გაძლიერებული ჯავშნითაა აღჭურვილი, რომელიც ეკიპაჟს 30მმ–ნი ჭურვებისგან იცავს. გათვალისწინებულია ჯავშანფარის დაყენებაც, რომელიც საქარე შუშას დაფარავს.

Комментариев нет:

Отправить комментарий