понедельник, 12 января 2015 г.

უკრაინაში რუსი ტერორისტების ხელში "Выстрел"–ების კვალდაკვალ "Водник"–ებიც გამოჩნდა

31 დეკემბერს აღმოსავლეთ უკრაინელმა ტერორისტებმა ჯავშანსატანკო სწავლება განახორციელეს. სწავლების ვიდეოჩანაწერში, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა, ჩანს რუსული წარმოების ჯავშანმანქანები КамАЗ-43269 "Выстрел"/"Дозор".

ტერორისტების სწავლების ვიდეოსიუჟეტი

ასევე, ეგრეთ წოდებული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ეგრეთ წოდებულმა ოპერატიული დანიშნულების ცალკეულმა ბრიგადა  "ოდესამ" (отдельная бригада оперативного назначения - ОБрОН МГБ ЛНР "Одесса"), 2015 წლის 10 იანვარს განიარაღების პროცესში დიდი რაოდენობით ჯავშანტექნიკა ჩართო. ამჯერად ზემოთ აღნიშნული КамАЗ-43269 "Выстрел"/"Дозор"–ების პარალელურად სამოყვარულო ვიდეოში სხვა რუსული ჯავშანმანქანაც, "Группа ГАЗ"–ის მიერ შექმნილი და ОАО "Арзамасский машиностроительный завод"–ში აწყობილი, 4х4 სავალი ფორმულის მქონე ГАЗ-3937 "Водник"–იც გამოჩნდა.

სამხედრო კოლონის გადაადგილების ვიდეო. 

P.S. ვიდეოში 10 ცალი КамАЗ-43269 "Выстрел"/"Дозор" დავთვალე და როგორც ჯარისკაცების ერთფეროვანი ეკიპირებიდან ჩანს ამ მანქანებს თავისი მფლობელბეი იყენებენ და არა ვიღაცა ამბოხებულები ან სხვა ტერორისტული შანტრაბა.

Комментариев нет:

Отправить комментарий