четверг, 5 февраля 2015 г.

NATO რუსეთის აგრესიის საპასუხოდ აღმოსავლეთ ევროპაში 5000 ჯარისკაცს გააგზავნის

როგორც NATO–ს გენერალურმა მდივანმა, ჯენს სტოლტენბერგმა (Jens Stoltenberg) გნაცხადა "რუსეთი აგრძელებს საერთაშორისო უფლებების დარღვევას და მხარს უჭერს დონეცკისა და ლუგანსკის თვითაღიარებულ რესპუბლიკებ იარაღით, ფულითა და ცოცხალი ძალით".

ბრიუსელში, NATO–ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა უნდა განიხილონ კოლექტიური თავდაცვის დეტალები. როგორც სტოლტენბერგმა განაცხადა, აღმოსავლეთ ევროპაში ხუთიათასამდე სამხედრო მოსამსახურისგან შემდგარი დაჯგუფება შეიქმნება. ასევე იგეგმება რამოდენიმე მცირე სამეთაურო ცენტრის შექმნაც – სამი ბალტიისპირა ქვეყნებში, ლიტვაში. ლატვიასა და ესტონეთში და ასევე პოლონეთში, რუმინეთში და ბულგარეთში. მისივე თქმით NATO–მ უნდა მოახდინოს ცვალებად პირობებთან ადაპტირება. "ეს არის ის, რასაც ჩვენ რუსეთის მხრიდან დანახული აგრესიული ქმედებების, მის მიერ საერთაშორისო უფლებების დარღვევის და ყირიმის ანექსიის საპასუხოდ ვაკეთებთ. და მე ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ ამას ვაკეთებთ, რათა ჩვენ უნდა მოვახდინოთ ჩვენი ძალების ადაპტაცია მაშინ, როდესაც ვხედავთ რომ მსოფლიო იცვლება" – დასძინა სტოლტენბერგმა.
5000 კაციანი დაჯგუფება მზად იქნება საჭიროების შემთხვევაში რამდენიმე საათში ნებისმიერ ადგილას მოახდინოს რეაგირება.
ბრიუსელში მდებარე შტაბ–ბინაში, 28 ერის თავდაცვის მინისტრებმა ასევე უნდა განიხილონ 13–დან 30 ათასამდე საერთაშორისო დაჯგუფების შექმნის შესახებ, რომელიც საფრთხის შემთხვევაში რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვეში მოახდენს რეაგირებას და მოწინააღმდეგის შეკავებს.

აშშ–ს და უნგრეთის არმია 2014 წელს, ლიტვაში განხორციელებულ საერთაშორისო სწავლება "რკინის მახვილში"


წყარო:

Комментариев нет:

Отправить комментарий