Sunday, April 26, 2015

ამერიკულ-ბულგარული ერთობლივი საჰაერო წვრთნები

პლოვდივო, ბულგარეთი - აშშ-ს ეროვნული გვარდიის გამანადგურებელთა 159-ე ფრთა (159th Fighter Wing), რომლის მუდმივი დისლოკაციის ადგილი ახალ ორლეანში, ერთობლივ საჰაერო და საზღვაო ბაზაზე მდებარეობს, მონაწილეობას ღებულობს ერთობლივ, ამერიკულ-ბულგარულ სწავლებაში, რომელიც 16 აპრილიდან 5 მაისამდე ბულგარეთის საჰაერო ბაზა "გრაფ იგნატიევოზე" განხორციელდება.
სულ ბულგარეთში 150 ამერიკელის სამხედრო მოსამსახურეა გადასროლილი (პილოტები და სხვა მომსახურე პერსონალი). რომლებიც მონაწილეობას ღებულობენ ერთობლივ სწავლება "თრაკიული არწივი-2015"-ში (Thracian Eagle 2015), რომლის მიზანიც ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთშეთანხმების დახვეწის და მზადყოფნის ამაღლებაა.

159-ე ავიაფრთის მეთაურის, ვიცე პოლკოვნიკ მატ რიპპენის (Matt Rippen), განცხადების თანახმად მათი მიზანია აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა.

"ჩვენ აქ ვართ, რათა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია და  ჩვენი NATO-ელი პარტნიორების მხარდაჭერის დემონსტრირება მოვახდინოთ. ორმხრივი სწავლებების განხორციელება გვეხმარება ჩვენი შესაძლებლობების გაზრდაში და ურთიერთობების გამყარებაში" - განაცხადა ვიცე პოლკოვნიკმა.

სწავლებაში აშშ-ს გამანადგურებელ F-15-ებთან ერთად ბულგარული საჰაერო ძალების МиГ-29-ები და Су-25-ები ღებულობენ მონაწილეობას.


წყარო:




 P.S. მაშ ასე, უბრალოდ ინტერესისთვის:

  1. პოლონეთში 4 ცალი A-10C - ამერიკული მოიერიშეები პოლონეთში
  2. მარტის თვის განმავლობაში რუმინეთში 10 ცალი F-16 იქნა გადასროლილი და 14 ცალი F-16 ესტონეთში - აშშ–ს გამანადგურებლები აღმოსავლეთ ევროპაში
  3. და ახლა F-15-ები ბულგარეთში.



No comments:

Post a Comment