Friday, April 8, 2016

ქუვეითმა 28 ცალი Eurofighter Typhoon შეძენის ხელშეკრულება გააფორმა

 Eurofighter Typhoon-ები რვა ქვეყნის ფერებში

ქუვეითისა და იტალიის მთავრობებს შორის, 22 ცალი ერთადგილიანი და 6 ცალი ორ ადგილიანი გამანადგურებლის მიწოდების შესახებ, კონტრაქტი გაფორმდა. გამანადგურებლები Tranche-3 სტანდარტისა იქნება და რადარი Captor-E აღიჭურვება. ხელშეკრულების ღირებულება 7,957 მილიარდ ევროს (9,062 მილიარდ დოლარს) აღწევს.
ამგვარად ევროგამანადგურებლის პროგრამაში ქუვეითი მე-8, ხოლო რეგიონში საუდის არაბეთისა და ომანის ჩათვლით, მესამე კლიენტი იქნება.

2003 წლიდან, მას მერე რაც პირველი გამანადგურებელი იქნა შეიარაღებაზე მირებული, გამოშვებული იქნა 470-ზე მეტი Eurofighter Typhoon, რომლებიც ექვს ქვეყანას მიეწოდა: გერმანიას, დიდბრიტანეთს, იტალიას, ესპანეთს, ავსტრიასა და საუდის არაბეთს. ამ ქვეყნების გარადა თავისი შეკვეთის შესრულებას ომანიც ელოდება, რომელმაც 2012 წელს 12 გამანადგურებლის ხელშეკრულება გააფორმა. ორი დღის წინ კი ქუვეითმაც დაიკავა თავისი ადგილი რიგში.
დღევანდელი მდგომარეობით Eurofighter Typhoon სხვადასხვა ქვეყნის 22 საბრძოლო ქვედანაყოფის შეიარაღებაზე დგას, რომელთა რიგებში მთლიანად 330 000 საათი აქვს ნაფრენი.



წყარო:

No comments:

Post a Comment