რუსი გამნაღმველები ქალაქ პალმირას გაწმენდას შეუდგნენ. ამის შესახებ სირიაში მოშუღლე მხარეთა შერიგების რუსული ცენტრის 2016 წლის 2 აპრილის ბიულეტენი იუწყება.
"რუსეთის არმიის საინჟინრო ჯარების სამხედრო მოსამსახურეები სირიაში, პალმირას მიმდებარე რაიონში, აგრძელებენ ობიექტების და ტერიტორიის განაღმვას. ტერორისტებისგან განთავისუფლებულ ქალაქში, სირიელი გამნაღმველების მიერ 1230 ცალი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა და ნაღმია გაუვნებელყოფილი" - აცხადებს თავდაცვის სამინისტრო.
მანამდე, რუსეთის არმიის გენერალური შტაბის ოპერტაიული სამმართველოს ხელმძღვანელმა, სერგეი რუდსკიმ, განაცხადა რომ, განაღმვით ოპერაციას საწარმოო ნაღმების გარდა თვითნაკეთი ასაფეთქებელი ნმოწყობილობების არსებობაც ართულებს. ამიტომაც ყველაზე რთულ მიმართულებებზე რობოტ-გამნაღმავი "ურანი" (Уран) იქნება გამოყენებული.
ადგილმდებარეობის გასაწმენდად რობოტოტექნიკის გარდა რუსი სამხედროები პალმირაში სპეციალურად გაწვრთნილ ძაღლებსაც იყენებენ.
რუს გამნაღმველთა ჯგუფი სირიაში, ჰმეიმის ავიაბაზაზე ჩავიდა. ავიაბაზიდან 20 მანქანისგან, მათ შორის БТР-82А-სგან, შემდგარმა კოლონამ, რომელიც რადიომართვადი ნაღმების ჩამხშობებით იყო აღჭურვილი, პალმირამდე 300 კილომეტრიანი მარში განახორციელა.
ჯავშანმანქანებთან ერთად პალმირაში სპეციალური საინჟინრო აღჭურვილობითა და ხელსაწყოებით დატვირთული მძიმე КАМАЗ-ებიც ჩავიდნენ. კოლონაში ასევე შედიოდა საველე ბანაკის მოწყობისთვის აუცილებელი ავტოტექნიკა - სწავავგამმართველები, ავტოცისტერნები, საველე სამზარეულო, საველე აბანო, წყლის გამწმენდი პუნქტი.
გზად კოლონას Ми-24 და Ми-28 ტიპის მოიერიშე ვერტმფრენები აცილებდნენ. უძველესი ქალაქისა და მისი თანამედროვე კვარტალის გასაწმენდად ასამდე რუსი გამნაღმველია მიზიდული, რომელტაც სირიელ კოლეგებთან ერთად 180 ჰეკტარის გასუფტავება მოუიწევთ.
No comments:
Post a Comment