საკონტეინერო 120მმ-ნი ნაღმტყორცნი NEMO სალაშქრო მდგომარეობაში
ფინურმა კომპანია Patria-მ მსოფლიოში პირველ, კონტეინერში ინეგრირებულ, 120 მილიმეტრიან ნაღმტყორცნზე დაიწყო მუშაობა. სანაღმტყორცნე მობილური კონტეინერული Patria Nemo 120mm ბლოკი ნაღმტყორცნის მართვისთვის ყველა აუცილებელ კომპონენტს შეიცავს.
მობულურ საკონტეინერო NEMO 120mm-ს საზოგადოებას ოფიციალურად 2017 წელს წარუდგენენ. კონტეინერში მსხვიკალიბრიანი იარაღის დამონტაჯების ეს პირველი შემთხვევა იქნება. მანამდე მხოლოდ მცირეკალიბრიანი იარაღის კონტეინერული ვერსიები იყო ცნობილი. Nemo-ს მსგავსი, საკონტეინერო ნაღმტყორცნი, რომელსაც შეუძლია პირდაპირი და დაკიდებული ცეცხლის წარმოება, მანამდე იარაღის ბაზარზე ჯერ არავის წარმოუდგენია.
Patria Nemo-ს კონტეინერი სტანდარტული საზღვაო, 20 ფუნტიანი, კონტეინერის ანალოგიურია, სამაგრი წერტილებიც ანალოგიურ პოზიციებზეა განლაგებული. გარეგნულად ის არაფრით არ განსხვავდება სტანდარტული კონტეინერისგან. მისი სიცოცხლისუნარიანობა დამატებით მზიდ ჩარჩოს ეფუძნება, რომელიც შიდა და გარე ფენებს შორისაა ჩაშენებული.
„გაძლიერებული, მილისებური კონსტრუქცია, უკუცემას ახშობს. სტანდარტულ კონტინერთან შედარებით არსებობს დამატებითი გრძივი და განივი ძელები შიდა და გარე ფენებს შორის“ - განაცხადა კომპანიის საწარმოო ხაზის ვიცე პრეზიდენტმა Kari Reunamäki-მ, რომელიც კონსტრუქციას აღწერდა.
საწყის მდგომარეობაში ჩვეულებრივ საზღვაო კონტეინერთან შედარებით სახურავი 600მმ-თი დაბალია, კონტეინერი სტანდარტულ სიმაღლეს სახურავზე საბორტე ფრთების დამატების შემდეგ აღწევს.
„სამარშო მდგომარეობაში, Nemo-ს მბრუნავი კოშკურა ამ ბორტებით სრულებითაა დაფარული. გადაადგილებისას კოშკურა ჩაკეცილ მგომარეობაშია და ცეცხლის წარმოების მიმართულების საპირისპიროდ არის მიტრიალებული. გასროლისთვის კოშკურა 180 გრადუსით ტრიალდება. სროლის დროს ლულის დაბოლოება კონტინერის გაბარიტების გარეთ უნდა იყოს გატანილი, რათა გასროლის ტალღამ კონტეინერში დამატებითი დაძაბულობა არ გამოიწვიოს“ დაამატა Kari Reunamäki-მ.
საკონტეინერო 120მმ-ნი ნაღმტყორცნი NEMO საბრძოლო მდგომარეობაში
Nemo-ს კონტინერი საცეცხლე საშუალების და მისი მოწყობილობების მოქნილად ტრანსპორტირებისათვის და ერთი ადგილიდან მეორეზე ადვილად გადასატანადაა შექმნილი. ის ასევე ეკონომიკურად ეფექტურ გადაწყვეტილებას წარმოადგენს.
„Nemo-ს კონტინერი გაცილებით რენტაბელურია, ვიდრე ის სანაღმტყორცნე სისტემები, რომლებიც სატვირთოებზე ან ნავებზე ცალკე ყენდება“.
Nemo-ს კონტინერის მიწოდება მთელი საჭირო მოწყობილობით ხდება და ამას გარდა მას გააჩნია ეკიპაჟის, იარაღისა და საბრძოლო მარაგის ბალისტიკური დაცვა. კონტეინერს გააჩნია თავისი საკუთარი კვების წყარო და ჰაერის კონდიცირების ბლოკი. სტანადრტული სარქველების გარდა კონტინერი ავარიული სარქველითაცაა აღჭურვილი.
კლიენტს შეუძლია აირჩიოს NBC (ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური იარაღი) ფილტრაციის სისტემა და ასევე ბალისტიკური დაცვის სასურველი ხარისხი, რომელიც დამზადებული იქნება ან ფოლადის ან კერამიკის ფილებისგან. 8-10 მილიმეტრი სისქის, მაღალი მდგრადობის ფოლადის გარსსაცმი, კონტინერის წონას სამ ტონას უმატებს.
კონტინერში 100-მდე ნაღმის ადგილია, რაც თვითმავალი Nemo AMV-ესთან შედარებით ორჯერ მეტია. კონტეინერი სამ კაციანი გათვლით იმართება: ორი მიმწოდებლისა და ერთი მემიზნის მიერ, რომელიც პარალელურად გათვლის მეთაურიც არის.
Patria Nemo-ს ძირითადი უპირატესობა ამ კალიბრის ნაღმტყორცნებისთვის უნიკალურ მოქნილ მობილურობაში მგომარეობს.
ნაღმტყორცნის სქემატური გამოსახულება
წყარო:
No comments:
Post a Comment