Saturday, January 21, 2017

აი ძალიან გაძუყნული თურქული Leopard-2A4-ები

განადგურებული თურქული Leopard-2A4-ების მორიგი ფოტომასალა სირიიდან. ბრძოლები ისლამურ სახელმწიფოსა და თურქულ არმიას შორის 2016 წლის დეკემბერში , ქალაქ ელ-ბაბთან მოხდა (ამის შესახებ უკვე ვწერდი ბლოგზე - ახლა უკვე ხუფაგლეჯილი Leopard-2A4). როგორც ინტერნეტში გავრცელებული თურქული წყაროებიდან გახდა ცნობილი ამ ბრძოლებში თურქულმა მხარემ მე-2 ჯავშანსატანკო ბრიგადის 1-ლი სატანკო ბატალიონის კუთვნილი როგორც მინიმუმ 10 ტანკი Leopard-2A4 დაკარგა. ამას თურქულ ენაზე გავრცელებული დოკუმენტი ადასტურებდა (დოკუმენტი ქვემოთაა მოყვანილი) - როგორც ჩანს დოკუმენტში მოყვანილი ციფრები რეალობას შეესაბამება.

ორი Leopard-2A4 - პირველი, კორპუსში განთავსებული საბრძოლო მარაგის დეტონაციის შედეგად ნაჭრებად გაიფანტა შემოგარენში, კორპუსის წინა მარცხენა დეტალი სასტიკად განადგურებულია, სწორედ მანდ არის განთავსებული კორპუსის 22 გასროლა. მის უკან მდგომ მეორე Leopard-2A4-საც კოშკურა აქვს მოგლეჯილი.



ორი Leopard-2A4 - ორივეს კოშკურა აქვს დაზიანებული, მარცხენაში ხანძრის შედეგად საბრძოლო მარაგის დეტონაცია მოხდა, ან ეგრევე დეტონაცია მოხდა და მერე ხანძარი გაჩნდა

სავარაუდოდ ნაღმზე განადგურებული Leopard-2A4 

კოშკურა დაზიანებული Leopard-2A4

თვითონ დოკუმენტი (ორიგინალი და ინგლისურად ნათარგმნი). დოკუმენტიდან ჩანს რომ ათიდან 5 ტანკი ტსმრ-ით იქნა განადგურებული, ორი ნაღმზე აფეთქდა, ერთი ნაღმტყორცნიც ცეცხლით იქნა განადგურებული, ერთის მდგომარეობა უცნობია და ერთს ტექნიკური პრობლემები აღმოაჩნდა.




No comments:

Post a Comment