გუშინ, 17 მარტს, ესტონეთში დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების 130 სამხედრო ჩავიდა. ჯარების გადასროლა NATO-ს მიერ აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთის აგრესიის შეკავების ფარგლებში ხორციელდება. ბრიტანელ ჯარისკაცებს ესტონეთის სამხედრო წარმომადგენლები ემარის ავიაბაზაზე (ყოფილი საბჭოთა სუურკიულას ავიაბაზა) 2017 წლის 17 მარტს დახვდნენ.
აღსანიშნავია რომ, 20 მარტს ესტონეთში 50 ფრანგი სამხედრო მოსამსახურეც ჩაფრინდება, რომლებიც მრავალეროვნული ბატალიონის რიგებში დაიწყებენ სამსახურს.
აღნიშნული ღონისძიება „ევროპის დაზღვევის ინიციატივის“ (European Reassurance initiative - ERI) ფარგლებში ხორციელდება. ინფორმაცია მოკავშირეთა ჯარების რუსეთის საზღვართან როტაციულ საფუძველზე განთავსების შესახებ ბლოგზე არა ერთხელ განთავსდა, ქვემოთ აღნიშნულ თემაზე სტატიების სარჩევია მოყვანილი:
- ოპერაცია Atlantic Resolve - ევროპაში დაბრუნება
- 2017 წელს ფრანგული Leclerc ესტონეთში იქნება გადასროლილი
- NATO vs РФ - გარღვევა NATO-ს ბალტიისპირეთის ქვეყნების თავდაცვაში
- NATO vs РФ - გარღვევა NATO-ს ბალტიისპირეთის ქვეყნების თავდაცვაში (ნაწილი მე-2)
- აშშ-მ ევროპაში, ბოლო ათი წლის მანძილზე საბრძოლო მასალების ყველაზე მსხვილი პარტია გადაზიდა
- ბრიტანეთი აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით 1000 სამხედრო მოსამსახურეს გააგზავნის
- დემოკრატია პოლონეთში მიემგზავრება
No comments:
Post a Comment