2017 წლის 3 მაისს სერბეთში, ბელგრადთან მდებარე სამხედრო პოლიგონ ნიკინჩზე, განხორციელდა სერბეთის არმიის შეიარაღებაზე მდგარი და სერბეთის სამხედრო მრეწველობის მიერ წარმოებული სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების დემონსტრაციის რეპეტიცია. თვითონ დემონსტრაცია 9 მაისს, გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ დღესასწაულზე ჩატარდება.
რეპეტიციის დროს პირველად იქნა ნაჩვენები სერბული წარმოების ოპტიკურ-ბოჭკოვანი დამიზნების სისტემის მქონე, ტაქტიკური სარაკეტო კომპლექს ALAS-ის სარაკეტო სროლები. კომპლექსზე სერბი მეცნიერები ხანგრძლივი დროის განმავლობაში მუშაობდნენ, როგორც ჩანს გაერთიანებული საემირატოების დაფინანსების წყალობით, სერბებმა საბოლოოდ მოახერხეს მისი დახვეწა და საემირატოს ანგარიშისთვის მზად არიან კომპლექსის სერიული წარმოება დაიწყონ. ნიკინჩზე წარმოდგენილი კომლექს ALAS-ის ექვსგამშვებიანი დანადგარი ემირატული ჰოლდინგ Tawazun-ის მიერ წარმოებულ ავტომანქანა Nimr (6x6) ბაზაზეა შესრულებული. სალაშქრო მდგომარეობაში გამშვები დანადგარი ტენტიანი სატვირთოს იერით ინიღბება.
როგორც ცნობილია, 2013 წლის თებერვალში, აბუ-დაბიში გამართულ გამოფენა IDEX-2013-ზე, გაერთიანებული საემირატოს სახელმწიფო კომპანია Emirates Advanced Research and Technology Holding-სა (EARTH) და სერბულ სახელმწიფო სამხედრო-სამრეწველო გაერთიანება "Juгоимпорт-СДПР"-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სერბული შორმსროლელი ტანკსაწინააღმდეგო (ფაქტიურად მრავალმიზნობრივი ტატიკური) ოპტიკურ-ბოჭკოვანი დამიზნების სისტემის მქონე სარაკეტო კომპლექს ALAS-ის ერთობლივი შემუშავებისა და წარმოების შესახებ. საეიმრატოების მიერ განხორციელებული ინვესტიციების საერთო ღირებულება 220 მილიონ დოლარს შეადგენს.
კომპლექსი ALAS (Advanced Light Attack System) სერბეთში 90-იანი წლებიდან, კერძო სერბული კომპანია EDePro-ს (Engine Development and Production) თანამონაწილეობით იქმნებოდა. კომპანია ბელგრადის უნივერსიტეტის რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის ბაზაზეა შექმნილი და რეაქტიული იარაღისა და რაკეტების სფეროში აწარმოებს სამუშაოებს. პროექტის დაფინანსებას გაერთიანება "Juгоимпорт-СДПР" ახორციელებდა, თუმცაღა გაერთიანებულ საემირატოსთან ხელშეკრულების გაფორმებადმე, სახსრების უკმარისობა ALAS-ის შექმნასა და სერიულ წარმოებამდე მიყვანას აფერხებდა.
ამჟამინდელი სახით ALAS-ის რაკეტა 50კგ-ს იწონის, საბრძოლო ქობინის მასა (შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის ქობინით აღჭურვა) 10 კგ-ა, კორპუსის სიგრძე 2040მმ, კალიბრი 175მმ, ჯვარედინი გაშლადი ფრთების გაქანი 1450მმ-ს აღწევს. რაკეტა დამიზნების მართვადი სისტემითაა აღჭურვილი, რომელიც ტელეხედვით-თბოხედვითი თავაკისგან შესდგება. დამიზნების სისტემა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით ხორციელდება, რომლის მეშვეობითაც ხდება გამოსახულების ოპერატორთან გადაცემა და უკან მართვის ბრძანებების დაბრუნება. რაკეტა EDePro-ში შემუშავებული 40კგ წევის მქონე მინიატურული ტურბორეაქტიული ძრავა ТММ-404 Mongoose-თია აღჭურვილი (ორ მყარსაწვავიან სასტარტო ძრავასთან ერთად), რომელიც მის 25 კილომეტრზე სროლის საშუალებას იძლევა. რაკეტის საშუალო სიჩქარე 180მ/წმ-ია. ამასთან მწარმოებლის განცხადების თანახმად, სროლის მანძილის 60 კილომეტრამდე გაზრდაა შესაძლებელი.
2017 წლის თებერვალში, აბუ-დაბიში გამართულ ბოლო გამოფენა IDEX-2017-ზე, "Juгоимпорт-СДПР"-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კომპლექსმა ALAS-მა წარმატებით გაიარა ინერტულ საბრძოლო თავაკიანი რაკეტების გამოცდების სრული ციკლი და რომ 2017 წელს დაგეგმილია სისტემის რეალური საბრძოლო ქობინებით გამოცდა, რის შემდეგადაც ALAS სერიული წარმოებისთვის მზად იქნება.
წყარო:
No comments:
Post a Comment